გიორგი ლეონიძის უცნაური ჯვრისწერა — ტიციანის მეუღლის მოგონებიდან | Jolo.ge


გიორგი ლეონიძის უცნაური ჯვრისწერა — ტიციანის მეუღლის მოგონებიდან

გიორგი ლეონიძის უცნაური ჯვრისწერა — ტიციანის მეუღლის მოგონებიდან

„მე ყველა მიყვარს, მე ყველას ვკოცნი“- ეს მისი ცხოვრების დევიზი იყო…

ადამიანზე ზრუნვა სიხარულს ანიჭებდა…

ყველა სულიერი უყვარდა, ეცოდებოდა, ამიტომ ვერ იტანდა ნადირობას…

სწყინდა, როცა სანთელზე მოფრენილ პეპლებს ხოცავდნენ,- რას ერჩით, ისედაც ერთი დღე აქვთ, გაიხარონო…

 

ნაუცბათევი ქორწინება

„პაოლოს ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მე და ტიციანმა განათლების კომისარიატში შევიარეთ, სადაც გიორგი ლეონიძე მუშაობდა.

დერეფანი რომ გავიარეთ, ფანჯარასთან მტირალი გოგონა დავინახეთ. ტიციანს დავანახე. ეს ის გოგონაა, გოგლას რომ უყვარსო, მითხრა. გოგლასთან რომ შევედით, მაშინვე ისა ვკითხე, ფეფიკო რატომ ტიროდა-მეთქი. მის მშობლებს გაუგიათ, ერთმანეთი რომ გვიყვარს და ძალზე უკმაყოფილონი არიანო.

-თუ მართლა გიყვარს, ადექი და ჯვარი დაიწერე!… მოდი, დღესვე ,მოვიტაცოთ…

მართლაც, ჩვენ ფეფიკო თავის მეგობართან წავიყვანეთ და დავმალეთ. ტიციანი ვახშმის გასაწყობად და სტუმრების დასაპატიჟებლად „ქიმერიონში“ გაიქცა. გოგლა და მე კი ბეჭდის საყიდლად გავვარდით ვერცხლის ქუჩაზე, მაგრამ, საუბედუროდ, ბეჭედი ვერსად ვიშოვეთ. მაშინ ჩვენი ბეჭდები შევთავაზე. გოგლამ და ფეფიკომ სიონში დაიწერეს ჯვარი ჩვენი ბეჭდებით. ჯვრისწერის შემდეგ „ქიმერიონში“ მივედით ეტლით, ჩამოსვლისთანავე ახლადდაქორწინებულთ ბეჭდები მოვხსენით და მეეტლეს მივეცით, რადგან ფული არ გვქონდა. მერე ეს მეეტლე ერთი თვე დაგვდევდა, რომ ბეჭდები გამოგვესყიდა…“ (ტიციანის მეუღლის, ნინო ტაბიძის მოგონებიდან)

***

სინათლე, მზე უყვარდა თურმე. ფარდებს გადასწევდა, მზემ შემოიხედოსო. სიბნელე სძულდა. მატარებლით მგზავრობისას აუცილებლად სანთელს წაიღებდა — „გვირაბში რომ გავივლით, ავანთებო“… ოცნებობდა ფიროსმანის ძეგლზე. ერეკლეს, დავით აღმაშენებლის, თამარის ძეგლი უნდოდა თბილისში… ფიროსმანის საფლავს დაეძებდა… მისი თვრამეტი სურათი გადასცა მუზეუმს, ეს ერის საკუთრებაა და მე უფლება არა მაქვს, ჩემს ბინაში ჩავკეტოო…

თურმე ბარათაშვილის კრებულში ლექსისთვის „საყურე“ მიუწერია: „თაყვანს ვცემ ილიას და აკაკის, მაგრამ მე გამაკვირვა მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ვაჟა-ფშაველამ!“

 

        წყარო: „ასე უყვარდათ უწინ…“ (თამთა გრიგოლია)

ნანახია:(304)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ემიგრანტი პოეტი და კაიმაღის გამყიდველი 7 წლის გოგონა

„არასოდეს დამავიწყდება გოდერძის უღელტეხილზე, მარტოდმარტო, მწველი მზის სხივებით შუბლდაცვარული, 7 წლის გოგონა, რომელიც სრულიად მოთმინებით იჯდა და კაიმაღს ყიდდა, ვფიქრობ,


მარიხუანა და მძიმე კაცის წინასწარმეტყველება პრემიერმინისტრს

ირაკლი ღარიბაშვილზე გაბრაზებული „მძიმე კაცის“ წამყვანი დავით კოვზირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.  დავით კოვზირიძე: „საქართველოს პრემიერმინისტრი მომხრეა, რომ ადამიანები,


ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ქართული წარმოების პრეზერვატივმა გააბრაზა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ქართული წარმოების პრეზერვატივმა გააბრაზა. კერძოდ პრეზერვატივზე გამოსახულმა თამარ მეფის სახემ და შოთა რუსთაველის აფორიზმებმა. პოსტი ამის შესახებ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*