fbpx

თანამედროვე ბიბლიოთეკარის გიორგი კეკელიძის ხიბლი და მიღწევა – ინგა გოგიბერიძე

ავტორი ჟოლო
100 ნახვა

ბატონო გიორგი, გილოცავთ…..წარმატებულ და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ და ულამაზეს პირად ცხოვრებას…თქვენ ამას იმსახურებთ…… ორი წლის წინ დაწერილი წერილით გეფერებით,რადგან ბედნიერებაა ჩემთვის ის, რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენმა გაკეთებულმა საქმეებმა იმატა და იმატა და მთელ მსოფლიოში გაიდგა ფესვები………ჩვენი მეგობრობა საქმეში კი ურყევი რჩება.

თანამედროვე ბიბლიოთეკარი
შეიძლება ამ წერილის ავტორსაც გაეცინოს, როცა კითხვას დაიწყებს, რომ ეს მისი პიროვნების განმსაზღვრელი ფრაზა არ გახლავთ, მაგრამ მე როგორც ბიბლიოთეკარი პატარა პროვინციული ქალაქიდან ვთვლი, რომ ეს განმარტება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, ბატონ გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.

…”როცა ლოდინის სიგრძისაგან ისე გშივდება,
რომ სიყვარულის შემონახულ შეჭამ ნარჩენებს….გ.კ.”

არ შეიძლება ყველას ყურადღება არ მიიქციოს კაფანდარა, თანამედროვე სტილზე ჩაცმულმა, კეპიანმა ახალგაზრდამ, ჩემთვის პირველად ჯერ მხოლოდ პოეტმა, პიროვნებამ და მერე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

არ შეიძლება რადგან მის ლექსებში არის რაღაც უცხოც და ქართულიც, თანამედროვეც და ძველი-ტრადიციული.როცა ფოტოს დებს სოფელ სურების პატარა ოდიდან და მამის ქუდი ახურავს თავზე , მაშინ ძველი გურული სახეები წარმოგიდგება თვალწინ, როცა გერმანიაში ფრანკფურტის ბაზრობაზე ქართულ პოეზიაზე საუბრობს, ალბათ მთელი საქრთველოს პოეტები დგანან მის უკან, ხოლო როცა ძველ, გადაყრილ მაკულატურაში თანამშრომლებთან ერთად წიგნებს არჩევს, ეგებ რაიმე ვნახო ისეთი ბიბლიოთეკის ფონდი გავამდიდროთო, აი მაშინ კი სულ სხვაა-თანამედროვედ მოაზროვნე-განსხვავებული ადამიანი.

და რა არის ეს თანამედროვე ბიბლიოთეკარი, პროფესია ბიბლიოთეკარი ხომ ასეთი არაპრესტიჟულია დღეს, ვიღას უნდა ბიბლიოთეკარობა, მგონი არც ერთ სასწავლებელში ბიბლიოთეკარის პროფესიას არ ასწავლიან და მაინც…..

რა არის თანამედროვე ბიბლიოთეკარის გიორგი კეკელიძის ხიბლი და მიღწევა- ქართული წიგნის კუთხეების გახსნა სხვადასხვა ქვეყნებში თუ ადამიანური თვისებები, მჭირდო კავშირი ბიზნესმენებთან, რომლის შემდეგ იხსნება ელექტრონული დარბაზები, საბავშვო ოთახები , თუ ის რომ მისი ხელით დააქვს წიგნები საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში, იქ სადაც მწირია წიგნადი ფონდი …..

სხვადასხვა ქვეყნებიდან კი ქართულ განძს აგროვებს და თბილისში ჩამოაქვს. თუ ის რომ შესანიშნავ ლექსებს წერს და სხვადასხვა ჯილდოებს ღებულობს , თანამედროვე მუსიკაზე იწერს მის ლექსებს და კარგადაც კითხულობს…. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. მე ხომ შორს ვარ თბილისიდან. მხოლოდ ბათუმის ქუჩებიდან და სოციალური ქსელიდან ვხედავ , როგორი თანამედროვე სტილის ღონისძიებები ტარდება ყველა დარგის მიხედვით ბიბიოთეკაში, ისიც არ დავივიწყოთ, რომ ხან გადაცემაში „შუადღე“ ხან კიდევ საავტორო გადაცემებით უწევს პოპულრაიზაციას წიგნს და ბიბლიოთეკას.

“მზე ამოვიდა. რადგან ღამე იდგა ირიბი –
მზემ დასავლეთის ღრუბლებიდან ამოაბიჯა
და ჩახუთული, უბოლოო სიზმრის გვირაბი
ამოვიფერთხეთ მოგონების სველ გვირაბიდან.”

რადგან პირადად ვიცნობ ბატონ გიორგის და ვიცი რა უბრალო ადამიანიც, არის ამიტომაც ვბედავ ჩემი პატივისცემა გამოვხატო ასე ხმამაღლა.

დაე უმრავლოს ჩემს ტანჯულ საქართველოს თქვენისთანა რჩეულები და ერქვას მათ თუნდაც თანამედროვე ბიბლიოთეკარი.

ინგა გოგიბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment