გინდათ, მარტივად გითხრათ, რა არის მიჯაჭვულობა? | Jolo.ge


გინდათ, მარტივად გითხრათ, რა არის მიჯაჭვულობა?

გინდათ, მარტივად გითხრათ, რა არის მიჯაჭვულობა?

„შუაღამით ჩემი საყვარელი შოკოლადის ნამცხვარი მომინდა. ვიცი, რომ არ უნდა ვჭამო, რომ წონას ვებრძვი, რომ მავნებელია… მაგრამ ეგო რის მაქნისია, თუ რამე ეშმაკური, ჩახლართული მექანიზმი არ მოიფიქრა სურვილის ასასრულებლად და თავის გასამართლებლად? გადავწყვიტე, სასეირნოდ წავსულიყავი საკმაოდ დიდ მანძილზე და უკანა გზაზე ვალმოხდილს, სუფთა სინდისით მეყიდა ნამცხვარი სუპერმარკეტში…

საქმე ის იყო, რომ ფული მქონდა დასახურდავებელი, ხოლო ჩემი მარშრუტის მიდამოებში არსადაა გამცვლელი პუნქტი. რაღაც ხურდები მქონდა დარჩენილი, ორიოდე ლარის, ცოტა ნამცხვარს კი ეყოფოდა… ჩავრთე ტელეფონში მანძილის საზომი პროგრამა და გავუყევი სასეირნოდ ქუჩას. წარმომედგინა, როგორ ჩავიტკბარუნებდი პირს და არც წონას მოვიმატებდი. არც მწვადი დაწვა და არც შამფური, ამას რა ჯობს აბა?

კილომეტრიც არ მქონდა გავლილი, ნაგვის ბუნკერთან ადამიანი დავინახე… სარჩოს ეძებდა ნაგავში  მაშინალურად მოვისინჯე ჯიბე. შოკოლადისთვის განკუთვნილი ხურდების გარდა არაფერი მქონდა. აგერ ადამიანი საჭმელს ნაგავში ეძებს, მე — სიამოვნებაზე და კალორიებზე ვფიქრობ. კალორიებზე, რომელნიც მას ასე აკლია. დავფიქრდი. შევყოყმანდი. ამოვიღე რაც მქონდა, ჩავუყარე მუჭში და გავაგრძელე გზა…

და გაიხსნა რაღაც გულმკერდში. მიდიხარ მსუბუქად, ენერგიულად. თითქოს გონება ჩარხიდან გამოთავისუფლდა; სურვილის ხაფანგიდან, უფრო სწორედ. ალბათ ამას გრძნობს ჩიტი, როცა გალიიდან დაიხსნის თავს. ოღონდ ახლა ამპარტავნების ხაფანგში არ უნდა მოხვდეს… ჭეშმარიტად, სხვის დახმარებით ჩვენ საკუთარ თავს ვშველით! მაგრამ თუ არ გაქვს ამის საშუალება? თუ ამ დახმარებისას იგივე ან სხვა ხაფანგში ისევ ებმები?…

«ჩემი ძმა არყოფილი, ვითარ მიყვარდის, უმეტეს მზისა და უმეტეს ხმალისა, რამეთუ იყო იგი სხვა ჩემი…»

ცოტნე გამსახურდია

ნანახია:(235)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დააფასე სიცოცხლე — ყოველი წამისთვის გაელვებისთვის

ახლა, დააფასე სიცოცხლე — ბედნიერებისთვის და ტანჯვისთვის. ახლა, დააფასე სიცოცხლე — შეცდომებისთვის და გამოცდილებისთვის. ახლა, დააფასე სიცოცხლე — შეხვედრებისთვის და


არ მოიწყინოთ ღმერთში! არც მოაწყინოთ ღმერთი!

გისურვებდით თქვენს სიცოცხლეში ყველაზე მაღალი ფსონი უმაღლეს ღირებულებებზე დაგედოთ! იყავით ერთგული მეგობრები-იპოვეთ და თანაუგრძნეთ თქვენს წილ ქრისტეს ერთმანეთში და მეგობრობა


ხეების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობაზე

დენდროთერაპია_ ადამიანზე ენერგეტიკული ხეების ზემოქმედების მეთოდია. ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბუნება ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. მთავარია მისი ძღვენით სწორად ვისარგებლოთ.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*