გინდა გახდე ბოსი? უპასუხე ამ შეკითხვებს… | Jolo.ge


გინდა გახდე ბოსი? უპასუხე ამ შეკითხვებს…

გინდა გახდე ბოსი? უპასუხე ამ შეკითხვებს…

წარმოიდგინეთ, წინ გიდევთ ნახაზი და აგებთ ნავს ამის მიხედვით. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ის თქვენი სიცოცხლისთვისაა აუცილებელი, სხვა შემთხვევაში ყველაფერი იმის საპირისპიროდ მოხდება, რასაც ელოდებით. ბიზნესის დაწყებაც ასეა, დამწყები ბიზნესმენები ხშირად შეცდომას უშვებენ, როდესაც არ ფიქრობენ შეუძლიათ თუ არა თავად დაიწყონ ყველაფერი. საკმარისი სულაც არაა იცოდეთ ცურვა და თავის გადარჩენა, ყველაზე მთავარია შეგეძლოთ ნავის აგება.

 

თუ თქვენ გსურთ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი, მაგრამ ამის გამოცდილება არ გაქვთ, ანუ მხოლოდ უფროსის მითითებებზე გიმუშავით, პირველ რიგში წაიკითხეთ და პასუხი გაეცით ამ კითხვებს:

 

1.გადავრჩებოდი ფინანსურად და ფსიქოლოგიურად იმაზე ცოტა შემოსავალი რომ მქონდეს ვიდრე ახლა მაქვს? — სტატისტიკურად უამრავი ადამიანი არეგისტრირებს ბიზნესს ყოველთვიურად, თუმცა ასევე ძალიან ბევრი მათგანი თამაშს ტოვებს. საქმე ის გახლავთ, რომ დასაწყისში ბიზნესი აუცილებლად მოგცემთ იმაზე გაცილებით ნაკლებ შემოსავალს, ვიდრე სამსახურში გაქვთ.

 

2.შევძლებდი თუ არა მემუშავა სრულიად მარტო, გამხნევების გარეშე? — აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ მართალია თქვენს ბიზნესში ბოსი თავად ხართ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო თავისუფალი იქნებით, ვიდრე სამსახურში იყავით, რადგან შესაძლოა სრულიად მარტოს მოგიწიოთ არასამუშაო საათებში მუშაობა.

 

3.მინდა თუ არა ვისწავლო მარკეტინგი, გაყიდვები და ა.შ.? — ეს ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ ისწავლი გაყიდვებს — არ იქნები მშიერი, თუ ისწავლი მარკეტინგს — გაყიდი შენს პროდუქტს უკეთ, ისწავლი მენეჯმენტს — არ იქნები მარტო, ისწავლი დაგეგმვას — იქნები კონკურენტუნარიანი, ისწავლი შეგუებას — იმ შემთხვევაში თუ შენი გეგმა არ გაამართლებს, ხელს არ ჩაიქნევ.

 

4.თუ არ გამიმართლებს, წავალ თუ არა წინ? — გაგიმართლებს თუ არა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და დაზღვეული არავინაა, თუ მარცხი გაშინებს ბიზნესს ვერ გააკეთებ. ათასჯერ რომ დაეცე, ათას მეერთედ უნდა წამოდგე და ხელახლა დაიწყო.

 

5.შემიძლია თუ არა კარგად გავანაწილო დავალებები? — ინტროვერტი ადამიანისთვის ეს ძალიან რთულია და ყველაზე მეტი საქმის გაკეთება თვითონ უწევს, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. უმჯობესია ისწავლოთ საქმის სწორად და თანაბრად განაწილება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ენდობით.

 

6.შემიძლია ვიყო კარგი მენტორი? — თუ შენ არ იცი როგორ მართო სწორად ვერც საქმეს გაანაწილებ სწორად. თუმცა, საქმე ისაა, რომ არ კმარა იცოდე, როგორ უნდა მართო, არამედ უნდა გინდოდეს რომ მართო.

 

7.მინდა თუ არა ამ ნავის აშენება? — სჯობს ჯიუტად არ მიუდგეთ ამ შეკითხვებს და საკუთარ თავთან იყოთ გულახდილი, გაქვთ თუ არა ყველა ეს თვისება, თუ არ გაქვთ მაშინ სჯობს ჯერ ისწავლოთ და ამის შემდეგ დაიწყოთ ბიზნესი.

 

ჰან-გვონ ლუნგი, Tallored Ink-ის თანადამფუძნებელი

ნანახია:(158)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
წარმატება

Related Articles

როგორ გადავიდეთ სიტყვიდან საქმეზე

მოდით ნუ დაველოდებით საუკეთესო მომენტს, შესაბამის განწყობას და ვარსკვლავების განლაგებას. ჯობია თქვენი პირველი მოქმედება იყოს სპონტანური, პაუზის გარეშე: “გადავწყვიტე გავაკეთოსა”


ცხოვრება, როგორც უბრალო ილუზია და თითქმის მაგიური ტრიუკი

ფიზიკოსები თითქმის ერთი საუკუნეა ამტკიცებენ, რომ მატერიალური სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ენერგიების  ვიბრაციათა ოკეანე. სიმყარე  ილუზიაა — და ესაა კვანტური


თუ გინდა გახდე სასურველი ქალი

ვისაც სურს სრულყოფილად დაეუფლოს ჰარმონიული ურთიერთობის წარმართვის ხელოვნებას; გააუმჯობესოს დამოკიდებულება და შეცვალოს ხედვა, როგორც საკუთარი თავისადმი, აგრეთვე საპირისპირო სქესისადმი;  20 ოქტომბერს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*