გიკვირს, რატომ ხარ მუდმივ სტრესში, წვალებაში, რატომ არ ესმით შენი? | Jolo.ge


გიკვირს, რატომ ხარ მუდმივ სტრესში, წვალებაში, რატომ არ ესმით შენი?

გიკვირს, რატომ ხარ მუდმივ სტრესში, წვალებაში, რატომ არ ესმით შენი?

განგებამ დაგაჯილდოვა, მოგცა სული, გონება, აზროვნების, სიყვარულის, ბედნიერების და მწუხარების აღქმის უნარი. მოგცა თავისუფალი ნება, ფორმა, სქესი ძალა და საშუალება, რათა მართო შენი სხეული, გრძნობები, ემოციები, ცხოვრება და ნიჭი.

შენ შეგიძლია იყო ჯანმრთელი,
შენ შეგიძლია იცოცხლო დიდხანს,
შენ შეგიძლია დატკბე ცხოვრებით,
შენ შეგიძლია იყო მშვიდი,
შენ შეგიძლია იყო ბედნიერი,
შენ შეგიძლია იყო კეთილი.

გიკვირს, რატომ ხარ მუდმივ სტრესში, წვალებაში.
გიკვირს, რატომ არ ესმით შენი, რატომ შურთ, რატომ გებრძვიან და არ გინდობენ.
რატომ გაგირბიან და არ გითანაგრძნობენ.

შენ ინდობ შენს სხეულს? — არა.
იმიტომ, რომ ჭამ იმას, რაც არ უნდა ჭამდე.
იმიტომ, რომ აწვალებ და არ ინდობ საკუთარ თავს. იმიტომ, რომ მოიხმარ იმას, რაც შენ გინდა და არა იმას, რაც შენთვის სასარგებლოა და აუცილებელი.

შენ ინდობ შენს ჯანმრთელობას? — არა.
იმიტომ, რომ ეწევი, სვამ. დრო არ გაქვს ექიმთან მიხვიდე, დროულად რომ უშველო შენს სხეულს.

შენ ტკბები იმით რაც მოგეცა? — არა.
იმიტომ, რომ მეტი გინდა ვიდრე მოგეცა, მერე ისევ მეტი და მეტი. მერე ეშხში შედიხარ და იგონებ ახალ-ახალ გამოწვევებს, მანამ, სანამ ტკბობა ჯოჯოხეთად არ გექცევა.

შენ შეგიძლია იყო ბედნიერი? — არა.
იმიტომ, რომ ვერ ხედავ და ვერ ირგებ ბედნიერებას.

ქვეცნობიერად შენ არ გეშინია სიკვდილის.
ქვეცნობიერში შენ ვერ უშვებ რომ გარდაიცვლები.

შენ რომ სიკვდილის გეშინოდეს, არ გადაურბენდი მატარებელს ლიანდაგზე.
არ გადაკვეთდი გზას, სადაც გადასასვლელი არ არის. ფილტვებს არ გაივსებდი ნიკოტინით.
არ მიიღებდი ალკოჰოლს.
იზრუნებდი ჯანმრთელობაზე.
ნერვებს გაუდრთხილდებოდი.
ენას კბილს დააჭერდი.
იცხოვრებდი მშვიდად.

რეალობაში შენ გეშინია სიკვდილის, მაგრამ არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ დიდხანს იცოცხლო.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(437)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დამაბნევლად საუბარი ყველას შეუძლია, ნათლად საუბარი კი ძალზედ ცოტას

«ორი მთავარი შეცდომა ცხოვრებაში: იფიქრო თავით, როცა გულით უნდა ფიქრობდე, და იფიქრო გულით, როცა თავით უნდა ფიქრობდე.» ჰიუ გრანტი «ერთი


მთავარია მივიღოთ ცხოვრება ისეთად როგორიც ის არის 

ცნობიერება სადღაც დაიკარგა, ვერ ვპოულობ, რატომ?! ალბათ იმიტომ რომ საკუთარი თავზე პასუხისმგებლობა გვიჭირს,  საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, ამას


„ჩვენი შვილების თაობა, თაობა რომელსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში“…

„ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან … ვინ და თაობა, რომელიც დაამსხვრევს დრომოჭმულ სტერეოტიპებს. თაობა, რომელიც ახლა, ამ წუთას ზის ინტერნეტთან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<