«გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს»_ ონორე დე ბალზაკი | Jolo.ge


«გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს»_ ონორე დე ბალზაკი

«გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს»_ ონორე დე ბალზაკი

1)რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?

2)გული ყველაზე კარგი წინამძღოლია.

3)საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!…

4)ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.

5)თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.

6)მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში.

7)მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.

8)მამაკაცს ნამდვილი უპირატესობა ეძლევა, როცა მისი შეუპოვრობით აფორიაქებული ან შეშინებული ქალის გონების დაპყრობას ახერხებს.

9)იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ, ამით შეიძლება ქორწილიც კი ჩაგეშალოს.

10)უმჯობესია კაცი მკვდარი იყოს, ვიდრე უბედური.

11)ხანდახან ქალი კეკლუცობაში მეტ სიამოვნებას ჰპოვებს, ვიდრე სიყვარულში.

12)მართალს ამბობენ, რომ არაფერია უფრო ლამაზი, ვიდრე იალქნებგაშლილი ფრეგატი, გაჭენებული ცხენი და მოცეკვავე ქალი.

13)პატიოსნება, ნაწილ-ნაწილ არ იყოფა: იგი ან გაქვს, ან არა გაქვს.

14)აზრების წამალიც არსებობს, ეს მათი განხორციელებაა.

15)ჯაშუშები უსქესოები არიან.

16)იქნებ სიყვარული განცდილი სიამოვნებისთვის მადლობის გრძნობაა და სხვა არაფერი.

17)ცრემლები ისევე გადამდებია, როგორც სიცილი.

18)მგლოვიარობა გულშია და არა ტანსაცმელში.

19)ძუნწებს არ სწამთ მომავალი ცხოვრება, მათთვის ყველაფერი აწმყოშია.

20)მხოლოდ უმანკოებას აქვს სიმამაცე. გამობრძმედილი სათნოება კი ისევე ანგარიშიანია, როგორც ბიწიერება.

21)გულწრფელ სიყვარულს აქვს თავისი წინასწარჭვრეტა და მან იცის, რომ სიყვარული სიყვარულს იწვევს.

22)ძუნწის საკვები მხოლოდ ფულისა და ზიზღისგან შეგდება.

23)სიყვარული ჩვენი მეორე გარდაქმნაა.

24)სიძუნწე იქ იწყება, სადაც სიღარიბეს ბოლო ეღება.

25)ბედი არასოდეს არ უღიმის არც სულელებს და არც უნიჭოებს.

26)სადაც პატივმოყვარეობა იწყება, გულწრფელობას სწორედ იქ ეღება ბოლო.

27)რა ადვილია ვინმეს მიანიჭო ბედნიერება, თუ ეს ბედნიერება არაფრად გიჯდება.

28)ბედნიერი ცხოვრების მოლოდინში გონება ჩლუნგდება, სული ითრგუნება.

29)ყველაფრის მიმართ გაბედულება უნდა გამოიჩინო, თუ გსურს ყველაფერი გქონდეს.

30)იქ სადაც ყველა კუზიანია, იყო გამართული — სიმახინჯედ ითვლება.

31)არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს.

32)სიმართლე მწარე წამალია — არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენს!

33)თუ იცი, რატომ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს.

34)ყოველი დიდი წარმატების უკან დანაშაული იმალება.

35)გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს.

36)კარგი ქმარი არასდროს იძინებს პირველი და არასდროს დგება ბოლო.

37)ადვილია დაჯდე და დააკვირდე, აი ადგომა და მოქმედება კი ძნელია.

38)თავმდაბლობა სხეულის სინდისია.

39)სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.

40)ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია.

 

ონორე დე ბალზაკი

ნანახია:(610)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Tags assigned to this article:
ონორე დე ბალზაკი

Related Articles

ბედნიერი ადამიანები ამას ყოველ დილით აკეთებენ

ბედნიერებისთვის ბევრი რამ სულაც არ არის საჭირო, რამდენიმე ჩვევა და თქვენი დღე ბედნიერად წავა. ნახეთ ბედნიერი ადამიანების ყოველდღიური ჩვევები:  


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

თემები პირველი პაემნისთვის

გაცნობა, კონტაქტი ტელეფონით, გაპრანჭვა… პირველი ნაბიჯები გადადგმულია და მოვიდა პაემნის დროც, თქვენ კი გიჩნდებათ შიში, რაზე ელაპარაკოთ მამაკაცს, რომ მისთვის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმზე

ადამიანის ორგანიზმი დღემდე ბოლომდე შესწავლილი არაა. ყოველ წამს ჩვენს სხეულში უამრავი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს. ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მექანიზმია, რომელიც


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*