გია ყანჩელი საკუთარ მუსიკასა და განცდებზე | Jolo.ge


გია ყანჩელი საკუთარ მუსიკასა და განცდებზე

გია ყანჩელი საკუთარ მუსიკასა და განცდებზე
გია ყანჩელი: „მე, როგორც წესი, ჩემს მუსიკას კრიტიკულად ვუსმენ. სულ მაინტერესებს რამე შეცდომა ხომ არა მაქვს დაშვებული. აი მაგალითად „სტიქსი“, მიუხედავად იმისა რომ კარგა ხნის წინ  არის დაწერილი და ალბათ, ერთი 50-ჯერ მაქვს მოსმენილი, როცა ვისმენ მაინც იმას ვფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა უკეთესად დაწერა, გაორკესტრება… 
როგოც ჭადრაკში არსებობს ხოლმე სვლების აურაცხელი რაოდენობა, ასევეა მუსიკაშიც. ეს ძალიან  რთული პროცესია. ვცდილობ, არაფერი ზედმეტი არ იყოს, არც ეპიზოდი, არც გაორკესტრებაში, არც სოლისტისა თუ გუნდის პარტიაში. ამიტომ ძალიან ვიტანჯები ხოლმე. ძალიან მიჭირს უარის თქმა იმაზე რაც ზედმეტი მეჩვენება. ეს მე  ელდარ შენგელაიასგან ვისწავლე, როდესაც ის ჩემი მუსიკით თავის ფილმებს ამონტაჟებდა, ასევე გია დანელიასაგან, რობიკო სტურუასგან, ვისთანაც მე მთელი ჩემი ცხოვრება ვიმუშავე. აი, ასეთი კრიტიკული მიდგომით ვუსმენ ხოლმე ჩემს მუსიკას. 
— კონცერტზეც იგივე ხდება? კონცერტზეც ღელავთ?
-კონცერტზე უბრალოდ, მინდა ხოლმე, რომ უშეცდომოდ შესრულდეს და დარბაზში ატმოსფერო იყოს — განსაკუთრებული სიჩუმე. ჩემთვის სიჩუმე რამდენიმე კატეგორიად არსებობს. როდესაც ისეთი სიჩუმეა, რომელსაც ვნატრობ, მაშინ მიმაჩნია, რომ უხილავი ძაფები, სცენას, მაყურებელსა და დარბაზს შორის არის გამბული, აი, მაშინ ვარ ხოლმე კმაყოფილი…
ავტორი: დეა თავბერიძე

გია ყანჩელი: „მე, როგორც წესი, ჩემს მუსიკას კრიტიკულად ვუსმენ. სულ მაინტერესებს რამე შეცდომა ხომ არა მაქვს დაშვებული. აი მაგალითად „სტიქსი“, მიუხედავად იმისა რომ კარგა ხნის წინ არის დაწერილი და ალბათ, ერთი 50-ჯერ მაქვს მოსმენილი, როცა ვისმენ მაინც იმას ვფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა უკეთესად დაწერა, უკეთესად გაორკესტრება… 

როგოც ჭადრაკში არსებობს ხოლმე სვლების აურაცხელი რაოდენობა, ასევეა მუსიკაშიც. ეს ძალიან  რთული პროცესია. ვცდილობ, არაფერი ზედმეტი არ იყოს, არც ეპიზოდი, არც გაორკესტრებაში, არც სოლისტისა თუ გუნდის პარტიაში. ამიტომ ძალიან ვიტანჯები ხოლმე. ძალიან მიჭირს უარის თქმა იმაზე რაც ზედმეტი მეჩვენება.ეს მე  ელდარ შენგელაიასგან ვისწავლე, როდესაც ის ჩემი მუსიკით თავის ფილმებს ამონტაჟებდა, ასევე გია დანელიასაგან, რობიკო სტურუასგან, ვისთანაც მე მთელი ჩემი ცხოვრება ვიმუშავე…

აი, ასეთი კრიტიკული მიდგომით ვუსმენ ხოლმე ჩემს მუსიკას. 

—  კონცერტზეც ღელავთ?

-კონცერტზე უბრალოდ, მინდა ხოლმე, რომ უშეცდომოდ შესრულდეს და დარბაზში ატმოსფერო იყოს — განსაკუთრებული სიჩუმე. ჩემთვის სიჩუმე რამდენიმე კატეგორიად არსებობს. როდესაც ისეთი სიჩუმეა, რომელსაც ვნატრობ, მაშინ მიმაჩნია, რომ უხილავი ძაფები, სცენას, მაყურებელსა და დარბაზს შორის არის გამბული, აი, მაშინ ვარ ხოლმე კმაყოფილი…

ავტორი: დეა თავბერიძე

წყარო: პრაიმტაიმი

ნანახია:(211)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დიკაპრიომ ცხოვრებაში ყველაზე რთული წუთები — რუსეთში გაფრენა გაიხსენა (ვიდეო)

ლეონარდო დიკაპრიო „ელენ დეჯენერესის შოუს“ ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მას იუმორი იმ ამბის მოყოლის დროსაც არ დაუკარგავს, რომელიც


ლამაზი ფერებით შექმნილი ნახატები

ახალგაზრდა მხატვრის ეკა ქოჩაკიძის გამოფენა, 8 დეკემბერს ქიაჩელზე «Tea Alrthaus» -ში, 4 საათზე მოეწყობა. ეს მხატვრის მეორე პერსონალური გამოფენაა. ამჯერად


‘თანამედროვე სპარსული დრამატურგია’

29 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოცემული წიგნის „თანამედროვე სპარსული დრამატურგია“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<