„გეფიცებით სამოთხეა აქაურობა და მარტო 5 ადამიანი ცხოვრობს“ — აკა სინჯიკაშვილი | Jolo.ge


„გეფიცებით სამოთხეა აქაურობა და მარტო 5 ადამიანი ცხოვრობს“ — აკა სინჯიკაშვილი

„გეფიცებით სამოთხეა აქაურობა და მარტო 5 ადამიანი ცხოვრობს“ — აკა სინჯიკაშვილი

როცა ისეთ მიტოვებულ სოფლებში აგვაქვს პროდუქტი, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს, ყველაზე ძნელი სანახავი მიტოვებული სახლებია  ეს სახლი ჯერ არ დანგრეულა, ფეხზე დგას. ხეები ამოვიდნენ იატაკიდან და მაინც მაგრად დგას.

ააშენეს, გაალამაზეს, დასახლდნენ, მერე ქალაქისკენ გაუწიათ გულმა და ყველა წავიდნენ უკვე ძალიან ბევრი წელია შიგნით თუ შეხვალ, ხმის ამოღების გრცხვენია, თითქოს სხვები უნდა ყვიროდნენ აქ და შენ ეტენები 

გეფიცებით სამოთხეა აქაურობა და მარტო 5 ადამიანი ცხოვრობს. ასეთი ადგილები ყოველ დღე მრავლდება, გიჟებივით იკეტება სახლები ყოველ წელს მთიან სოფლებში.

ნუ დაკარგავთ ასეთ სახლებს რა, მერე ბევრი წლის შემდეგ მოგინდებათ სახლი ამ სამოთხეში და აღარ გექნებათ საჭმელიც უჭირთ ზოგჯერ და სასმელიც.

„ასჯერ მიფიქრია მეც აქედან გაქცევაზეო“, — ასე მითხრა აქაურმა კაცმა,

„მაგრამ მეც რომ წავიდე, სოფელში მამალიც აღარ დაიყივლებს და იქნებ ტყეში გზა აებნა კაცს, ერთი სახლიდან კვამლი ხომ უნდა ამოვიდეს სოფელშიო“

წაახალისეთ სოფელში წასვლის მსურველები, აქ დენი და გაზი არ არის და აბა ვის მოუნდება მგელივით ტყეში ცხოვრება.

 #საქართველოლამაზია 

აკა სინჯიკაშვილი

ნანახია:(840)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყველა გრანდიოზულ და დიდ ცვლილებებს წინ უსწრებს ქაოსი!

მე მჯერა სამყაროს კანონზომიერების, — ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს, მჯერა, ჩვენგან განსხვავებით, სამყარო ხედავს სრულ სურათს და ეს აბობოქრება,


კეთილი საქმე აბაშაში

აბაშის კულტურის სახლში უამრავი ადამიანი ერთი პატარა გოგონას დახმარების სურვილმა გააერთიანა. აბაშის „ახალგაზრდული საკრებულოს“ ორგანიზებით, კულტურის სახლში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მასში


არშემდგარ სიყვარულებზე ანუ თაობაზე, რომელსაც ურთიერთობები არ სურს

დიდი ხანია რაც ჩემს სამეგობროში აღარავინ ქორწინდება. წყვილები უბრალოდ ერთად გადადიან საცხოვრებლად. ამბობენ, რომ ასე უფრო მარტივია, ყოველგვარი ფორმალობების, ყოველგვარი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*