გახსოვდეთ სიყვარული მოქმედებაა და თუ არც ერთი არ მოქმედებთ დაიწყეთ პირველმა | Jolo.ge


გახსოვდეთ სიყვარული მოქმედებაა და თუ არც ერთი არ მოქმედებთ დაიწყეთ პირველმა

გახსოვდეთ სიყვარული მოქმედებაა და თუ არც ერთი არ მოქმედებთ დაიწყეთ პირველმა

ჩვენ ვფიქრობთ რომ გიყვარდეს ნიშნავს გრძნობდე. რომ დატკბები მასთან ახლოს ყოფნით, მაგრამ სიყვარული ნიშნავს მოქმედებას, რამის გაკეთებას საყვარელი ადამიანისთვის. სიყვარული მოქმედებაა. როცა ვტკბებით ჩახუტებით და კოცნით, მაგრამ არაფრის გაკეთება არ გვსურს ამ ადამიანისთვის ეს სიყვარული არ არის, ეს შეყვარებულობაა.

სამწუხაროდ ბევრ ოჯახში სწორედ ასე ხდება: ორივე ცხოვრობს მოლოდინით, რომ მეორე რამეს გააკეთებს. ქალი ელოდება კომპლიმენტებს და ყვავილებს, მამაკაცი კი გემრიელ ვახშამს და მასაჟს. ცოლს უნდა ქმარმა გააბედნიეროს, ქმარიც ელის შეპირებულ  ბედნიერებას ცოლისგან. წარუმატებელი მოლოდინი ბადებს წყენას, საყვედურებს. ასე ირღვევა ოჯახები, უკვალოდ ქრება სიყვარული, თუმცა სიყვარული არც ყოფილა, შეყვარებულობა, ვნება, იმედი და მოლოდინი იყო.

სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ ორ ჩამოყალიბებულ ადამიანს შორის, ეს სულ არ არის დამოკიდებული ასაკზე, ჩამოყალიბებული ადამიანი შეიძლება იყოს 15 წლისა და ჩამოუყალიბებელი 40 და მეტისაც.

რა სხვაობაა ჩამოყალიბებულ პიროვნებასა და ჩამოუყალიბებელს შორის? როგორ უნდა გაიგოთ როგორი ხართ თქვენ?

ჩამოყალიბებული პიროვნება:

იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც არის. არ ადანაშაულებს თავს, არ განსჯის, არ აკრიტიკებს, უყვარს საკუთარი თავი. მიუხედავად გარეგნობისა, შესაძლებლობებისა, ხასიათისა. სიყვარული ავსებს შიგნიდან და მზად არის გაუზიაროს ეს სიყვარული სხვას, ადამიანს, რომელსაც აჩუქებს თავის გულს.

იღებს თავის რჩეულს ისეთს, როგორიც არის ის, არ ცდილობს მის გადაკეთებას, არ აკრიტიკებს, არ აკონტროლებს, უბრალოდ უყვარს.

არ ელოდება რომ ვინმე გააბედნიერებს. ის ბედნიერია.

მზად არის იმუშაოს ურთიერთობაზე, შეცვალოს თუ რამე შესაცვლელია, გამოიჩინოს ძალისხმევა.

ჩამოუყალიბებელი პიროვნება:

არის მსხვერპლის პოზიციაში. გამუდმებით იტანჯავს თავს, აკრიტიკებს, განსჯის.

სიყვარული სჭირდება რათა შეავსოს ის სიცარიელე, რომელიც აქვს სულში. სიყვარულის რესურსები არ აქვს.

ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მარტოობის ეშინია, რადგან ასეთ დროს ვერავინ შეიყვარებს.

არ შეუძლია სხვა ადამიანის მიღება ისეთის, როგორიც არის ის. ცდილობს ის გადააკეთოს თავისი შეხედულებების მიხედვით.

არ არის მზად იმუშაოს ურთიერთობებზე, თვლის რომ მისმა მეორე ნახევარმა უნდა იმუშაოს ურთიერთობებზე, რადგან ის უნდა გააბედნიეროს სხვამ.

დაიწყეთ მოქმედება! გააკეთეთ რამე მისი ბედნიერებისთვის და კეთილდღეობისთვის, დაფიქრდით რას მოელის თქვენგან და გაამართლეთ მისი მოლოდინი. მთავარია გული გქონდეთ მსუბუქი და სიხარულით აკეთებდეთ ამას, ამის მერე დაინახავთ როგორ იცვლება თქვენი პარტნიორი, თითქოს ყველაფერი დაიწყება თავიდან, გეტყვით კომპლიმენტებს და დაიწყებს თავის მხრივ მუშაობას ურთიერთობაზე. გახსოვდეთ სიყვარული მოქმედებაა და თუ არც ერთი არ მოქმედებთ დაიწყეთ პირველმა.

შეიძლება ჯერ მოგიწიოთ საკუთარ თავზე მუშაობა, რომ მიიღოთ საკუთარი თავი და შეიყვაროთ, აიმაღლოთ თვითშეფასება. გახდეთ ჩამოყალიბებული პიროვნება…

წყარო:www.power.ge

ნანახია:(186)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Related Articles

უხილავი ბარიერი, რომელიც გიხერგავს ბედნიერი ურთიერთობისკენ მიმავალ გზას

ყველაზე გავრცელებული კითხვა ქალებში, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება, ასე ჟღერს: «რა მჭირს? რატომ ვარ მარტო? რატომ ვერ ვპოულობ წესიერ


მამაკაცის ფსიქოლოგიის შესახებ, ანუ რჩევები ქალებს

ლოგიკურ საქციელს ელიან, ამიტომ, თუ ქალი თავისი მავნე ჩვევების კორექტირებას მოახდენს, მისთვის ღია იქნება ნებისმიერი მამაკაცის გული. ქალმა მამაკაცს მისი


როგორ მამაკაცზე არ უნდა დაქორწინდეთ 14 რჩევა

ქალები მამაკაცებზე მეტად მეოცნებეები ვართ. ხშირად გვჩვევია სასურველის რეალობად აღქმა. ვარდისფერი სათვალიდან ვუმზერთ ჩვენს რჩეულს და თუ რაიმე მასში არ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*