გახდი ბედნიერი აქ და ახლა!

by admin | Июнь 6, 2018 14:50

„გახდი ბედნიერი აქ და ახლა“, — ამის საშუალება გეძლევათ სიცილის იოგას ტრენინგებზე, ყოველ შაბათს YOGA CAVE — ში.  სადაც თქვენ აუცილებლად მოიხსნით სტრესებს და საკუთარ ცხოვრებას გახდით ბევრად უფრო ლაღსა და  სიხარულით სავსეს. 

სიცილის იოგა – ეს მძლავრი ფსიქო–ენერგეტიკული პრაქტიკაა!
ეს არის სიცილის, პრანაიამის, სხვადასხვა სახის მედიტაციების, ვიზუალიზაციებისა და ფიზიკური ვარჯიშების ნაზავი.
სიცილის იოგა მკვეთრად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხს, დადებითად მოქმდებს გულსისხძარღვთა სისტემაზე, არეგულირებს წნევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
სიცილის იოგა ყველაზე სასიამოვნო იოგაა ყველა სახის იოგათა შორის!

სიცილის იოგას ტრენინგისაგან თქვენ მიიღებთ:

• სხეულში ენერგეტიკული ბლოკების გახსნასა და მათი რაოდენობის შემცირებას

• მენტალური ბლოკებისა და ნეგატიური წამოდგენების გაცნობიერებასა და გაშვებას

• შინაგანი მდგომარეობის გაცნობიერებისა და მართვის უნარს

• ბედნიერების განცდას „აქ და ახლა“

• ცხოვრების ხარისხის საგრძნობ გაუმჯობესებას

ს ი ც ი ლ ი ს ი ო გ ა — YOGA CAVE — ში

09. 06. 2018; 18:00

ტრენინგის საფასურია 10 ლარი

Tel.: 5 92 033 888; 599 72 09 06
სეანსს უძღვება სიცილის იოგას ოსტატი ლევან რამიშვილი

ნანახია:(195)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/gaxdi-bednieri-aq-da-axla/