გახადეთ ნებისმიერი საქმე სახალისო… | Jolo.ge


გახადეთ ნებისმიერი საქმე სახალისო…

გახადეთ ნებისმიერი საქმე სახალისო…

საქმე სწრაფად გაკეთებას მოითხოვს, თქვენ კი  ამის ხალისი არ გაქვთ, რადგან იცით, რომ სირთულესთან მოგიწევთ გამკლავება. თუ საქმეს გადადებთ, უნდა იცოდეთ, რომ მას ახალი დაემატება და უფრო მეტის გაკეთება მოგიწევთ. ამიტომ დაფიქრდით…

 

რამდენიმე გზა იმისთვის, რომ გაიმარტივოთ და გაიხალისოთ საქმის კეთება:

 

1.ჩართეთ მუსიკა — მუსიკა ბევრ ადამიანს ეხმარება განტვირთვაში და დადებითად მოქმედებს განწყობაზე. როდესაც კარგ განწყობაზე ხართ საქმის კეთებაც უფრო სახალისოა.

 

2.დაახარისხეთ — როდესაც ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი, ცხადია, ეს განწყობაზე მოქმედებს. დაყავით საქმე, დაახარისხეთ იმის მიხედვით, რომელი უფრო მნიშვნელოვანია და ამის შემდეგ დაიწყეთ კეთება.

 

3.აკონტროლეთ დრო — დააყენეთ მაღვიძარა 10-15 წუთით და ამ დროში გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად გეზარებათ, შემდეგ კი დაკავდით სახალისო საქმით.

 

4.დააჯილდოვეთ საკუთარი თავი — დაფიქრდით რა გაგახარებდათ ყველაზე მეტად და მიეცით საკუთარ თავს პირობა, რომ მას გააკეთებთ, შემდეგ დაიწყეთ საქმის კეთება და ნახავთ როგორი ენთუზიაზმით გააკეთებთ მას.

 

5.გააკეთეთ სხვასთან ერთად — როდესაც საქმეს ვინმესთან ერთად ინაწილებთ ის ისე რთულად აღარ გეჩვენებათ.

 

6.გააკეთეთ მეგობრებთან ერთად — გამხნევება და წაქეზება ძალიან მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. გააკეთეთ საქმე მეგობრებთან ერთად, შეეჯიბრეთ, რომელი უფრო მოკლე დროში და ხარისხიანად გააკეთებს მას.

 

7.აქციეთ რიტუალად — გეზარებათ დილით ადრე ადგომა? აქციეთ რიტუალად საყვარელი ადამიანისთვის ყავის ლოგინში მირთმევა და ეს ჩვევად გექცევა.

 

8.აქციეთ ბუნება მოკავშირედ — საქმის კეთება ლამაზ ბუნებაში გაცილებით უფრო სასიამოვნოა.

 

9.მოუსმინეთ რაღაც ამბავს — საქმის კეთების პარალელურად ჩართეთ რაიმე სასიამოვნო ამბავი და უსმინეთ, ასე დრო ძალიან სწრაფად გავა.

ნანახია:(316)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეძებე შენში შეცდომები და განთავისუფლდები“…

თუ მეგობარი არ გაკრიტიკებს, შენიშვნებს არ გაძლევს, არ გესაუბრება შენს უარყოფით თვისებებზე, არ მიგითითებს უარყოფით ქმედებებზე, არგუმენტირებულად არ გეუბნება რას


5 საათის წესი, რომელსაც უორენ ბაფეტი, ბილ გეითსი და ოპრა უინფრი იყენებენ

კვლევებით დამტკიცებული ფაქტია, რომ საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმის მიღწევისთვის საჭიროა 10 000 საათიანი მუშაობა და პრაქტიკა. თუმცა, ახალმა კვლევებმა ცხადყო, რომ საერთაშორისო


„ შეცვალეთ საკუთარი თავი… და თქვენ შეცვლით სამყაროს!“

ცვლილება ყოველთვის ხდება — მაშინაც, როდესაც ამას ვაცნობიერებთ და მაშინაც, როდესაც ამას ვერ ვაცნობიერებთ. ცვლილებები აუცილებელია, ამიტომ, ჩვენ უნდა გავხდეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<