„გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის გულს, ის დროებით ძგერს და მას მოვლა სჭირდება“ | Jolo.ge


„გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის გულს, ის დროებით ძგერს და მას მოვლა სჭირდება“

„გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის გულს, ის დროებით ძგერს და მას მოვლა სჭირდება“

არასოდეს გული არ ატკინოთ იმას, ვინც გული გატკინათ. დააკვირდით გაბოროტებულ ადამიანებს და ისწავლეთ თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ სხვას.

თქვენს მიმართ ჩადენილი ბოროტება თუ გაგაკეთილშობილებთ, მაშინ თქვენ უძლიერესი, ზე ადამიანი ხართ და მოგეცემათ ის, რაზედაც ოცნებობდით.

თქვენ შიძლება გული გატკინეს. ნუ მოექცევით სხვას ისე, როგორც თქვენ მოგექცნენ.

ნუ გძულთ ადამიანი, ის თქვენი მოდგმაა. სიძულვილმა დაამხო სიყვარული, ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

არ წახვიდეთ იქ, სადაც თქვენი ნახვა არ უხარიათ, ნუ გააღიზიანებთ ადამიანებს თქვენი წარმატებით.

ნუ იტრაბახებთ და ნუ მოყვებით საკუთარ წარმატებებზე, სხვებმა გაღიარონ, რომ ნიჭიერი ხართ.

თავმდაბალი ადამიანი იშვიათად იწვევს შურს.
თუ თავმდაბლი და კეთილშობილი ადამიანი გაგაღიზიანებთ, მაშინ უნდა მიხვდეთ, რომ გაუგონარი ბოროტება ტრიალებს თქენში.

ამაყ, ამპარტავან და შურიან ადამიანს არ ებრძოლოთ, პირიქით შეგებრალოთ, მას თავისი უბედურებაც ეყოფა.

თუ მძაფრად გაიაზრებთ, გარდაუვალი სიკვდილის ფენომენს, არ დაკარგავთ დროს სხვების ცხოვრებას გაფაციცებით თვალყური ადევნოთ, აკრიტიკოთ და ლანძღოთ. არც შურის და ბოროტების ჩადენის დრო არ გექნებათ. პირიქით, ბევრი დრო დაგრჩებათ საკუთარი თავისთვის, განთავისუფლდებით და სიმშვიდე დაგეუფლებათ.

ნუ იქნები დახარბებული პირველობაზე, ხარბი ადამიანი ფოთოლს გავს, რომელიც შემოდგომაზე გაყვითლდება და ჩამოვარდება.

თუ ერთხელ მაინც გაიგებთ და შეიგრძნობთ სიკეთისა და სიმშვიდის ფასს, მაშინ, არასოდეს არ ატკენთ სხვას გულს.

გაუფრთხილდით საკუთარ და სხვის გულს, ის დროებით ძგერს და მას მოვლა ჭირდება.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(4443)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მსგავსი იზიდავს მსგავს

ჩადის ერთი ადამიანი უცხო ქალაქში და მიდის რომელიღაც ლუდის პაბთან, რომლის შესასვლელშიც ერთი მოხუცი ზის. გამოელაპარაკება უცხოელი ამ მოხუცს და


შენ გჯერა „ჯადოსნური სასწაულების“?

– შენ გჯერა ჯადოსნობის? – ჰკითხა სიცოცხლემ – არა,  – უპასუხა ადამიანმა, რომელიც ყიდდა ტკბილეულს – ბავშვი ხომ არა ვარ,


წარმატების გზა — ოპრა უინფრი

მისი სახელი დღეს თითქმის მთელმა მსოფლიომ იცის, თუმცა ალბათ ძალიან ცოტამ იცის ის რთული გზა, რომელიც მან გაიარა. დაიბადა დაბალი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<