„გაუფრთხილდით, ვისაც უყვარხართ, და ვინც გიყვართ… გაუფრთხილდით, და არ გაუშვათ“… | Jolo.ge


„გაუფრთხილდით, ვისაც უყვარხართ, და ვინც გიყვართ… გაუფრთხილდით, და არ გაუშვათ“…

„გაუფრთხილდით, ვისაც უყვარხართ, და ვინც გიყვართ… გაუფრთხილდით, და არ გაუშვათ“…

მინდოდა ერთი ჩემი მეგობრისთვის მეთქვა ეს, მაგრამ მოდი ხმამაღლა ვიტყვი:
მე ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საშინელებაა, როცა არაფერი გაქვს დასაკარგი, დასაცავი და გასაფრთხილებელი.
როცა არაფერი გაქვს ისეთი, რისთვისაც კარგად ყოფნაც ღირს და ცუდად ყოფნაც, სიცოცხლეც ღირს და სიკვდილიც.
და როცა არავინ გყავს, ვისი დაკარგვაც დაგშლის და დაგაქცევს.
ვისი არსებობაც ერთდროულად ბედნიერებაც არის და ტანჯვაც. 
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზოგჯერ ის არის ყველაზე ძნელი…
სადაც სიყვარულია, ზოგჯერ იქ არის ყველაზე ძნელი.
ზოგჯერ ვერ ხვდებიან ჩვენი ადამიანები, როგორ გვჭირდებიან. უყვირეთ და გააგებინეთ.
და ზოგჯერ ვერ ვხვდებით ჩვენ, როგორ ვჭირდებით, და დაე, გვიყვირონ და გაგვაგებინონ.
გაუფრთხილდით, ვისაც უყვარხართ, და ვინც გიყვართ.
გაუფრთხილდით, და არ გაუშვათ. თორემ დადგება დრო, როცა აღარაფერი იქნება, რისთვისაც ღირს…
როცა არ იქნება არავითარი გრძნობა, რომელსაც შეუძლია მოგკლას კიდეც, და ეს არ იქნება ადვილი, ეს არ იქნება შვება, რადგან არაფერია ამაზე საშინელი… სიცარიელეზე საშინელი…

ლია ლიქოკელი

ნანახია:(233)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმზე

ადამიანის ორგანიზმი დღემდე ბოლომდე შესწავლილი არაა. ყოველ წამს ჩვენს სხეულში უამრავი სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს. ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მექანიზმია, რომელიც


13 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ

სიზმრები მალე გვავიწყდება. გაღვიძებიდან 5 წუთში სიზმრების ნახევარი დავიწყებულია, ხოლო 10 წუთში – 90%. უსინათლოებსაც ესიზმრებათ. ადამიანებს, რომლებიც დაბადების შემდეგ


ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი — 15 000 დოლარი

ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს. ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*