გათავისუფლებ – ჩემი დახმარებით შენ ღმერთს პოულობ! | Jolo.ge


გათავისუფლებ – ჩემი დახმარებით შენ ღმერთს პოულობ!

გათავისუფლებ – ჩემი დახმარებით შენ ღმერთს პოულობ!

მოძღვარი – ადამიანია, რომელიც ღმერთთან მიახლებაში გვეხმარება – იგი ხიდია ჩვენვის. მაგრამ ხომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება ხიდზე იდგე! შეუძლებელია, ხიდი ცხოვრების მიზანი იყოს! შენ მიდიხარ და მე ხელი მაქვს ჩაკიდებული, რომ არ დაბრკოლდე, წონასწორობა არ დაკარგო და არ დაეცე. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? როდემდე უნდა მეჭიროს შენი ხელი, შენ რომ სიარული შეძლო?

შენი მთავარი ამოცანაა – დამოუკიდებლად სიარული ისწავლო. შენ ამას შეძლებ. და როდესაც ეს გამოგივა, ძალიან გაიხარებ. მე ამის შემდეგაც არ დაგივიწყებ, უფრო მეტად დაგეხმარები; შენც უფრო მეტად შემიყვარებ, რომ უფლის გზა გაჩვენე.

დაინახავ, რომ ჩვენი ურთიერთობა – ეს ურთიერთდამოკიდებულება არ არის. მოძღვარი თავისუფლებას გასწავლის, მოძღვარი დამოკიდებულებისგან გათავისუფლებს. ადამიანები თავისი ეგოიზმით ერთმანეთს შთანთქავენ, როდესაც აიძულებენ მიიჯაჭვონ მასთან მყოფნი; ეს მცდარი გზაა.

მოძღვარი პირიქით, გასწავლის, როგორ შეიძინო თავისუფლება.

უბრალოდ ბიძგს აძლევს, სწორი მიმართულებით მიჰყავს მორწმუნე, რომ ჭეშმარიტ გზას არ აცდეს. მე, როგორც მოძღვარი, არ ვცდილობ, ჩემზე დამოკიდებული გახდე, პირიქით, გათავისუფლებ – ჩემი დახმარებით შენ ღმერთს პოულობ!

არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი

ნანახია:(115)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

 თუ მამაკაცი ამას აკეთებს, მას ნამდვილად მოსწონხართ…

როგორ მივხვდეთ ნამდვილად მოვწონვართ თუ არა მამაკაცს? გაიცანით მამაკაცი და შემოგთავაზათ შეხვედრა. შეხვდით, ისაუბრეთ, გავიდა რაღაც პერიოდი, თუმცა ის არ


ჰოლანდიის ვენეცია — სოფელი, სადაც გზები არ არის

ჰოლანდიაში არის პატარა სოფელ გიტჰორნი, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა სოფლისგან იმით, რომ აქ არ გადაადგილდებიან არც მანქანით და არც ავტობუსით,


ჰოლივუდის ყველაზე „ხანგრძლივი წყვილები“

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა რატომღაც საზოგადოებისთვის. ადამიანებს აინტერესებთ რატომ ანგრევენ ისინი ასე ხშირად ოჯახებს, იცვლიან პარტნიორებს. ამის მიზეზი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<