გათავისუფლით სტერეოტიპული აზროვნებისგან და გამოიმუშავეთ მოსმენის კულტურა — მარტა ქარუმიძე | Jolo.ge


გათავისუფლით სტერეოტიპული აზროვნებისგან და გამოიმუშავეთ მოსმენის კულტურა — მარტა ქარუმიძე

გათავისუფლით სტერეოტიპული აზროვნებისგან და გამოიმუშავეთ მოსმენის კულტურა — მარტა ქარუმიძე

შეგიცვლიათ აზრი და დამოკიდებულება სხვადასხვა თემისა და მოვლენის მიმართ? პირადად მე შემიცვლია, მას მერე რაც დავინტერესდი, მოვიძიე, გავეცანი სხვადასხვა ფაქტებს, მქონდა დიალოგი და მივედი დასკვნამდე, რომ კონკრეტული თემის მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად შესაცვლელია.

ჩვენს საზოგადოებაში უყვართ იმის აფიშირება, რომ ნებისმიერი საკითხი შენზე კარგად იციან, თან ამას ძირითადად მტკიცებითი ფორმითა და ცოტა ცინიზმით ამბობენ.

ერთხელ, ანდრო დგებუაძემ მითხრა, ჩვენს საზოგადოებაში ანეგდოტის მოყოლაც საინტერესო ფენომენია, აბა ცადე და თქვი, რომ მაგარი ანეგდოტი იცი, ეგრევე „გამოხტება“ ვინმე და გეტყვის, რომ უფრო „მაგარს“ მოგიყვება. ამას შეჯიბრებითობის პრინციპი ჰქვია. როგორც ფსიქოლოგები  ამბობენ, მსგავსი დამოკიდებულება სათავეს ბავშვობიდან იღებს. ასე ზრდიდნენ თაობებს, რომ მათ იმედი არ უნდა გაეცრუებინათ, შესაბამისად, უნდა ყოფილიყვნენ ყველაზე მაგრები, ყველაზე ჭკვიანები, ყველა უნდა დაემარცხებინათ, ჩამოეტოვებინათ, საკუთარი სიტყვა ნებისმიერ ფასად გაეტანათ და ა.შ; სხვა შემთხვევაში კონკრეტულ ჯგუფებში შესაძლოა „ლუზერის“ სახელი ჰქონოდათ. როცა ამ ფორმით იზრდები, გიყალიბდება ერთგვარი „თავდაცვის მექანიზმი“, შეეწინააღმდეგო ყველას და შენი პოზიცია, თუნდაც მასში დარწმუნებული არ იყო, გაიტანო ბოლომდე. ადამიანებს, რომლებსაც ეს ნიშნები ახასიათებთ, უჭირთ შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა, რასაც კომპლექსების განვითარებამდე მივყავართ. ისევ ანდრო დგებუაძის სიტყვები რომ მოვიშველიო, ჩვენს საზოგადოებაში ვინც შეცდომას აღიარებს და ბოდიშს მოიხდის, პრემია უნდა დაუწესდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს საკუთარ თავში ამ თვისებების განვითარება ძალიან უჭირთ.

რას ნიშნავს აზრის შეცვლა? ეს ნიშნავს იმას, რომ მოახდინე გარკვეული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი და მიხვედი კონსესუსამდე, კონსესუსამდე მისვლა შეიძლება მსჯელობითა და ჯანსაღი კამათის უნარით, კამათის დროს ცინიზმის ჩართვა არაეთიკურია და მიანიშნებს დაბალ თვითშეფასებაზე, კამათის ხელოვნების ცოდნით მიაღწევთ ადექვატურობის ნიშნულს. და კიდევ ერთი, თუ თქვენ კამათის დროს ხმას აუწევთ, ალბათობა იმისა, რომ ხმის იოგები დაგიაზიანდებათ უფრო მეტია, ვიდრე იმის, რომ თქვენ პოზიცია სანდო გამოჩნდება.

არცოდნა არ „ტეხავს“, „ტეხავს“ ის, როცა გგონია, უკვე საკმარისი ცოდნა გაქვს და ყველაფერი სხვაზე უკეთესად იცი. თუ ოთხი ადამიანი ერთ პოზიციაზეა და მხოლოდ ერთს აქვს განსხვავებული მოსაზრება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის პოციზია უფრო ჯანსაღია.

ცოდნა უკავშირდება სწავლას, სწავლა — მონდომებას, მონდომებით მივდივართ განვითარებამდე, განვითარების სურვილით ვიზრდებით, ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით გვაყალიბებს სრულფასოვან ადამიანად.

და ბოლოს, ცოდნას ასაკი არ განსაზღვრავს. გაცილებით უმცროსი ადამიანისგან შეიძლება ბევრად მეტი საინტერესო მოისმინო და გაიგო, ვიდრე თანატოლისა ან უფროსისგან. ასე რომ, გათავისუფლით სტერეოტიპული აზროვნებისგან და გამოიმუშავეთ მოსმენის კულტურა, იქნებ იმაზე საინტერესო რამ გაიგოთ, ვიდრე გეგონათ, რომ აქამდე იცოდით.

მარტა ქარუმიძე

გადაცემების “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” და “FM ქოუჩი” წამყვანი

“ფორტუნა”

 

 

ნანახია:(1492)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფსიქოლოგის რჩევები ანუ თერაპიული ეფექტის მქონე წერილი

თუ თქვენ არ გაქვთ ფსიქოლოგიური სეანსების თანხა, მაგრამ იმის სურვილი, რომ საკუთარ თავში გაერკვეთ ძალიან დიდია – გამოსავალი, რა თქმა


გამოღვიძებული გულის იმპულსის ძალა – ევგენია დრონი

ქალის ცხოვრებაში ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს საკუთარ თავთან, რამდენად  ვიღებთ და ვენდობით მას, რამდენად თვითდაჯერებულები ვართ, რამდენად


იგავი ბაყაყზე და მაღალ კოშკზე

ერთხელაც ბაყაყმა გადაწყვიტა მოეწყო შეჯიბრი ბაყაყებს შორის, თუ ვინ დაიპყრობდა პირველი კოშკს. შეჯიბრის დღეს, სეირის საყურებლად შეგროვდა ძალიან ბევრი მაყურებელი.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<