,,გაშეშდნენ, როცა სრულიად ჯანმრთელი იხილეს» — თქვენ შეგიძლიათ მძიმე სენი დაძლიოთ | Jolo.ge


,,გაშეშდნენ, როცა სრულიად ჯანმრთელი იხილეს» — თქვენ შეგიძლიათ მძიმე სენი დაძლიოთ

,,გაშეშდნენ, როცა სრულიად ჯანმრთელი იხილეს» — თქვენ შეგიძლიათ მძიმე სენი დაძლიოთ

მეცნიერების დასკვნით, სიცილს ადამიანის განკურნება შეუძლია, სიცილის დროს ტვინი უკეთ იწყებს მუშაობას და ეს დადებითად აისახება ნერვულ სისტემაზე. მეცნიერებმა სიცილი ჯანმრთელობის ვიტამინად აღიარეს.

„გავიცინოთ მაშინაც კი, როცა არ გვეცინება, ვუყუროთ რაც შეიძლება მეტ კომედიას და ვირწმუნოთ სიცილის ძალა, მაშინ დაავადებები ვერ დაგვამარცხებენ“ — ამბობს ნინო შავდია. მისივე თქმით, სიცილს დადებითი შედეგი აქვს მაშინაც კი, როდესაც მოწყენილ ხასიათზე მყოფი თავს სიცილს აიძულებთ.

ნინო შავდია: დღევანდელ ცხოვრებაში ავადმყოფობის 90 % სტრესიდან მოდის. სიცილს კი გამოყავს ადამიანის ორგანიზმი სტრესიდან და აღიარებულია დეპრესიის დაძლევის ყველაზე ძლიერ საშუალებად.

სტერესის დროს თირკმლის ზედა მხარეს, ადრენალინის ჯირკვლები, გამოიმუშავებენ სტრესის ჰორმონს კორტიზოლს. რომლის განეიტრალებაც დღეს ვერ ხდება, ჩვენ სტრესს სტრესს ვამატებთ — ახალი ამბებით, სხვადასხვა დაძაბული სიტუაციით, ამიტომ ჩვენი ორგანიზმი ვერ ასწრებს თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებას. გახანგრძლივებული სტრესი ორგანიზმზე ნეგატიურად მოქმედებს. მეცნიერებმა კი ზუსტად გამოიანგარიშეს, რომ სტრესის ჰორმონს, ანუ კორტიზოლს, სიცილი გამოანთავისუფლებს. ამ დროს ტვინში ენდორფინები გამოიყოფა.

ბავშვი დღეში 350-400-ჯერ იცინის, სულ მხიარულ ტალღაზეა, ჩვენ რამდენჯერ ვიცინით? — 15-ჯერ ან 20-ჯერ.

სიცილის ძალასთან დაკავშირებით ერთი ისტორია გამახსენდა. „30 წლის წინ ამერიკელი ფსიქოლოგი ნორმან კაზინსი სერიოზულად გახდა ავად, პაციენტის მდგომარეობა ექიმებმა უიმედოდ შეაფასეს და საავადმყოფოდან გაწერეს. კაზინსი არ დანებდა. პრაქტიკულად უმოძრაო ავადმყოფმა ითხოვა დაემონტაჟებინათ მის ოთახში კინოპროექტორი და დაიწყო ერთიმეორის მიყოლებით კომედიური ფილმების ყურება. ის იცინოდა ყოველდღე მინიმუმ 6 საათი. ერთი თვის თავზე, ავადმყოფმა შეძლო თითების ამოძრავება, შემდეგ კი, თანდათანობით, მან კვლავ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, ცხენით ჯირითი და ჩოგბურთის თამაშიც კი.

ექიმები, რომლებიც თვლიდნენ, რომ კაზინსი განწირული იყო, გაოცებისგან გაშეშდნენ, როცა ის სრულიად ჯანმრთელი იხილეს. ამის შემდეგ ნორმან კაზინსს შეარქვეს „ადამიანი, რომელმაც გააცინა სიკვდილი“. ის განკურნა სიცილმა. ეს სინამდვილეა და არა მოგონილი ამბავი.

ასე რომ, ის დადებითი ემოცია, რაც გამოიყოფა სიცილის დროს, ორგანიზმისთვის ძალიან კარგია. ეს ენდორფინები ერთგვარ ტკივილგამაყუჩებლადაც მოქმედებს. როდესაც მე და ჩემი ძმა (მაგნო, მსოფლიოში აღიარებული სიცილის ლიდერი, რომელიც 20 წელია უცხოეთში ცხოვრობს. ავტ.) თურქეთში „სიცილის თერაპიის“ ჩასატარებლად მიგვიწვიეს, მოვიდა ადამიანი კბილი ამტკივდა და არ ვარ სიცილის განწყობაზეო, მაგრამ „ვაიძულეთ“ რომ გაეცინა, ჩაერთო ვარჯიშებში და ძალაუნებურად კარგ ხასიათზეც დადგა და თქვენ წარმოიდგინეთ ისე გაუარა ამ ტკივილმა, რომ ტრეინინგის შემდეგ კბილი საერთოდ არ გახსენებია. სიცილი 27 %-ით უფრო ეხმარება ადამიანის ორგანიზმს ტკივილის დაძლევაში.

სავალდებულოა დღეში ვიცინოთ ნახევარი საათი

თუ რამე აგტკივდათ აიყვანეთ თავი ხელში და გაიცინეთ. სიცილი ძალიან უხდება ვენებსაც, ასევე იმუნური სისტემა 32 %-ით მაღლდება. სისხლის მიმოქცევა ძალიან კარგად აქტიურდება. სიცილი ძალიან კარგად მოქმედებს სტრეს მენეჯმენტზე, სიცილი აუცილებელია იმისთვის, რომ შევქმნათ კარგი სამუშაო გარემო. რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ როგორც ინდივიდუალურ, ჯგუფურ და ფინანსურ დონეზე. ეს პოზიტიური ფსიქოლოგიის ნაწლია. სავალდებულოა დღეში ვიცინოთ ნახევარი საათი, რომ ეს ეფექტი მივიღოთ და ენდორფინი გამოიყოს.

თუ არ გეცინება ხელოვნურად შეიძლება გამოიწვიოთ, რადგან ტვინი ვერ ანსხვავებს ეს ხელოვნური სიცილია თუ ბუნებრივი. ის ენდორფინები ისედაც გამოიყოფა. ამიტომ შეგვიძლია შევქმნათ ხელოვნური სიცილი.

ასეთი ცდა ჩაატარა ამერიკელმა ექიმმა, პროფესორმა გრეკ ბრენდენმა ამერიკის ჯარში. ერთ ოთახში დასვა ადამიანი და მეორე ოთახში დადო მისი რაღაც ნაწილი, — თმა, ფრჩხილი. აღმოჩნდა რომ მაშინ, როდესაც ადამიანი კარგ ხასიათზეა, მისი ნაწილი დამოუკიდებლად ფართოვდება და თუ ცუდ ხასიათზეა იკუმშება.

მექსიკელი ბებო

დათოს ყოველ წელს სხვადსახვა ქვეყნები იწვევენ. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო მექსიკაა. ყოველწლიურად თვენახევრით ტარდება სიცილის ტრეინინგები. იქ არის შეგნება იმისი, რომ სიცილი კარგია ორგანიზმისთვის. ჩვენთან ასე არ არის, ჩვენ ძალიან სევდიანი ხალხი ვართ. ეს სამწუხაროდ გამჯდარია ჩვენში და ამას ემატება ნეგატიური ინფორმაციაც, რომელსაც უნებურად ყოველდღე ჩვენი ტელევიზიებიდან ვისმენთ. საშინელი ზეწოლა მიდის ფსიქიკაზე.

მექსიკაში, 80 წლის ქალს კი ამ სახის პრეტენზია ჰქონდა. ცოტას გავივლი და ისე ვიღლები, რომ უნდა დავჯდე და დავისვენო. კითხულობდა — თქვენს ტრეინინგს რომ გავივლი ეს დაღლილობა თუ მომეხსებაო? დათო თავიდან შეყოვნდა, 80 წელი პატარა ასაკი არ არის. მერე უთხრა სცადეთ, გააკეთეთო. გაიარა ამ ქალბატონმა ეს ტრეინინგი და დათომ, როდესაც მექსიკა მოიარა და თვენახევრის მერე ისევ იმ ქალაქში მიბრუნდა, ეს მოხუცი სპეციალურად მოვიდა მასთან, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ენერგიაზე ვარ ორი საათი ვიარე და არ დავმჯდარვარ, არც დავღლილვარო.

ასეთი ეფექტი აქვს სიცილს, თუმცა ტრეინინგის შემდეგ არ უნდა შეწყვიტო და შენს თავთან უნდა იმუშაო.

ავტორი: დეა თავბერიძე

წყარო:http://www.newposts.ge/

😀😀😀☀️☀️🙏🙏😃😃😂😍☀️☀️😀😀😀☀️☀️🙏🙏😃😃😂😍☀️☀️

შემოგვიერთდით „სიცილის კლუბში“

და გახადეთ ცხოვრება უფრო ლაღი, მსუბუქი და სიხარულით სავსე!

ყოველ შაბათს, 19:00–ზე  „სიცილის იოგას“ საერთაშორისო ლიცენზირებული ტრენერი ნინო შავდია ატარებს.

ფასი:  25 ლ

გაიარეთ რეგისტრაცია  http://bit.ly/2zyHuXg

ან დაგვირეკე:  597 997 887

 🏫მის.: მედიტაციის ცენტრი. ყიფშიძის 9, შესასვლელი ეზოში

3ბ კორპუსის («გლობალმედის») წინ, არია იოგას შენობაში.

გელით გაილამაზეთ ცხოვრება  🤩🥰

P.S ვისაც დასწრება გსურთ და არ გაქვთ გადახდის საშუალება, დაგვირეკეთ და მოდით    ☀️☀️🙏🙏

   ☀️☀️🙏🙏    ☀️☀️🙏🙏    ☀️☀️🙏🙏    ☀️☀️🙏🙏    ☀️☀️🙏🙏

სიცილის კლუბბში თქვენ შეძლებთ ძალისხმევის გარეშე გაუშვათ შიშები და სტრესები, მიიღოთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი და დაიბრუნოთ ბავშვობის სიხალისე…

სიცილის იოგა უძველესი და უძლიერესი ფსიქო-პრაქტიკაა,

მისი მეშვეობით ხდება:

• კომპლექსების დაძლევა,

• მკვეთრად უმჯობესდება ჯანმრთელობა;

• მცირდება სტრესის ჰორმონების რაოდენობა ორგანიზმში;

• არის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;

• ტვინს კვებავს ჟანგბადით;

• ამუშავებს 300 კუნთს ერთდროულად;

• კურნავს კანის ალერგიულ დაავადებებს;

• ადუნებს კისრისა და ზურგის კუნთებს;

• წვავს კალორიებს

ნანახია:(2192)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან შვილები

თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენთვის მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.   *** ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა


10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს

თუ გინდათ, თქვენი შვილი ჭკვიანი და გონიერი იყოს, ამას კვებითაც უნდა შეუწყოთ ხელი. არის პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ტვინზე,


ბედნიერი ცხოვრება ესაა…

ცხოვრების მთავარი გამოხატულება არ არის ჩეკები, არც მერსედესი, არც მილიონი დოლარი საბანკო ანგარიშზე, არც სახლი. ცხოვრების მთავარი გამოხატულება თქვენივე ბედნიერი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*