გარემო, რომელიც თქვენს გარშემოა დღეს, არის სარკე იმისა, რა იქნება თქვენს ცხოვრებაში ხვალ… | Jolo.ge


გარემო, რომელიც თქვენს გარშემოა დღეს, არის სარკე იმისა, რა იქნება თქვენს ცხოვრებაში ხვალ…

გარემო, რომელიც თქვენს გარშემოა დღეს, არის სარკე იმისა, რა იქნება თქვენს ცხოვრებაში ხვალ…

არაერთი ადამიანი მწერს, რომ უჭირს გამკლავება ნეგატიურ ადამიანებთან, რომლებთანაც იძულების წესით უწევს ურთიერთობა….
ჯადოსნური ჯოხის ეფექტის მქონე რეცეპტი, მართლაც არ არსებობს, თუმცა მოდით განვიხილოთ რამდენიმე გამოსავალი:
როგორ გავუმკლავდეთ ნეგატიურ ადამიანებს;

1. ჩვენ ვერ ვიჩევთ ოჯახის წევრებს, თუმცა სრულწლოვანების ასაკიდან შეგვიძლია თავად გადავწყვიტოთ ვისთან ვიცხოვრებთ…თუ ეს თქვენს შემთხვევაში ასე არ არის, დაფიქრდით რა შეგიძიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში სწორედ ასე იყოს…
2. ის რომ ჩვენ ვერ ვირჩევთ სამუშაო ადგილს — ეს სიცრუეა….ის სიცრუე, რომელსაც საკუთარ თავს ვაჯერებთ, იმისათვის, რომ სიზარმაცე და წინსვლის შიში გავამართლოთ….თუ თქვენს სამსახურში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გშხამავენ, სანამ ამას იტანთ, ესეიგი თვლით, რომ გეკუთვნით…დააყენეთ დღის წესრიგში სამსახურის გამოცვლა და უმოკლეს დროში მოიყვანეთ ეს გადაწყვეტილება სისრულეში.
3. სანამ ახალ სამსახურს თუ მეტად პოზიტიურ საზოგადოებას მოიზიდავთ, ფურცელზე ჩამოწერეთ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გაღიზიანებენ და კონკრეტულად

 რა გაღიზიანებთ მათში?
თქვენ რით აღიზიანებთ მათ?

პირველ შემთხვევაში, ის რაც მათში გაღიზიანებთ, სწორედ ის იქნება რასთანაც ცხოვრებაში გაქვთ პრობლემა და სანამ არ გადაჭრით, სულ სხვა ადამიანებში დაგხვდებათ.
მაგ: გაღიზიანებთ ცხვირაწეულობა? — ან თავად ხართ ასეთი და ვერ ამჩნევთ, ან პირიქით — იმდენად დაბალი გაქვთ წარმოდგენა საკუთარ თავზე, რომ ვიღაცის თავაწეულობა, კიდევ უფრო გიმატებთ კომპლექსს…

გაღიზიანებთ აწეული ტონი? — ან თავად ვერ უწევთ ტონს ვერასოდეს, ან ოდესღაც ამ აწეული ტონით გული ძალიან გატკინეს და დღემდე ვერ მოგინელებიათ…

გაღიზიანებთ უპასუხილმგებლობა? — ან უპასუხისმგებლო ხართ, ან ყველას მაგივრად თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას და ა.შ.
მეორე შემთხვევაში კი, თავს უნდა კითხოთ რას აკეთებთ ისეთს, რასაც ადამიანები წყობიდან გამოყავს და აღმოჩენის შემთხვევაში შეწყვიტოთ ამის კეთება.
გარდა ამისა …
ადამიანები, ვინც ნეგატიურად არიან თქვენდამი განწყობილი, თუმცა მათ კეთლგანწყობა გჭირდებათ, ჩამოწერეთ
1. მათ 40 დადებითი თვისება;
2. რის გამო შეიძლება ისინი შეუყვარდეს ადამიანს;
3. რატომ შეიძლება იყოთ მათი მადლობელი.

თუმცა….
გარემო რომელიც თქვენს გარშემოა დღეს, არის სარკე იმისა, რა იქნება თქვენს ცხოვრებაში ხვალ… გარემოს შეუძლია გაქციოთ რაინდად და არარაობადაც….
მაგრამ არა თავად გარემო ქმედებს იმისათვის, რომ თქვენ გადაგაკეთოთ, არამედ თქვენ თავად ირჩევთ მას….და ირჩევთ ისეთს, როგორსაც თვლით რომ იმსახურებთ😀

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(394)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

10 წლის ნიკოლოზის მოწოდება მშობლებს

„ზოგი მშობელი აგრესიულია, ზოგიც კი თავის შვილს თავს ზედმეტად ევლება და ყველაფერს უსრულებს. ჩემი აზრით ეს ორივე არასწორია. მშობელს სიბრაზეც


ისინი იყვნენ ორნი …

ისინი იყვნენ ორნი – ქალი და კაცი. მათ სადღაც იპოვეს ერთმანეთი და ახლა ცხოვრობდნენ ერთად, ერთი ცხოვრებით, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ


«ცოლად ისეთ ქალს ნუ აირჩევ, რომელთანაც არ იმეგობრებდი, მამაკაცი რომ ყოფილიყო»

პოლ ოსტერის წერილი ჯონ კუტზეეს — ქორწინება, უპირველეს ყოვლისა, ორი ადამიანის საუბარია და თუ ცოლ-ქმარმა დამეგობრება ვერ მოახერხა, მათ კავშირს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*