გარეგნულად ძლიერი ადამიანები შეიძლება დასუსტდნენ და მოდუნდნენ იქ, სადაც სუსტები და ნაზები მაგრდებიან | Jolo.ge


გარეგნულად ძლიერი ადამიანები შეიძლება დასუსტდნენ და მოდუნდნენ იქ, სადაც სუსტები და ნაზები მაგრდებიან

გარეგნულად ძლიერი ადამიანები შეიძლება დასუსტდნენ და მოდუნდნენ იქ, სადაც სუსტები და ნაზები მაგრდებიან

ქალს ქმარი 5 წლის განმავლობაში ღალატობდა. ის სრულს სასოწარკვეთილებაში იყო და, რაღა თქმა უნდა, თავს საშინლად გრძნობდა. მისი ცხოვრება განადგურების პირას იყო, ქალს არ ჰქონდა დილით ლოგინიდან ადგომის სურვილი, დაღლილი იყო ჩხუბით.

ერთ დღესაც, ის საშველად ბებიას ესტუმრა. მოხუცი ჭკვიანი და ძლიერი ქალი იყო. მან სამი ქვაბი გაავსო წყლით და ისინი მაღალ ცეცხლზე დადგა. მალევე, სამივე ადუღდა. ერთ ქვაბში სტაფილოები, მეორეში კვერცხი, მესამეში კი ყავის მარცვლები ჩაყარა.

ის იჯდა, ხმას არ იღებდა და უყურებდა, როგორ დუღდა წყალი. 20 წუთის შემდეგ,

მან გაზქურა გამორთო. მან ამოიღო საკვები პროდუქტები და ერთმანეთის გვერდით, თეფშზე დაალაგა. მიუბრუნდა შვილიშვილს და ჰკითხა, „რას ხედავ?“

„სტაფილოს, კვერცხსა და ყავას.“ – უპასუხა ახალგაზრდა ქალმა.

ბებიამ მას სთხოვა, შეხებოდა სტაფილოს. მან შეამჩნია, რომ ბოსტნეული, რომელიც მანამდე მაგარი იყო, დარბილებულიყო. ასევე, გაეფცქვნა კვერცხი — ადრე თხევადი და სუსტი, ახლა გამაგრებულიყო. ყავა კი მთლიანად გაიხსნა წყალში.

— გარეგნულად ისეთივეები დარჩნენ, თუმცა შინაგანად შეიცვალნენ ერთი და იგივე მავნე გარემოს — ადუღებული წყლის შედეგად.

ცოტა ხნის შემდეგ კი ბებიას ჰკითხა: «რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ბებია?»

— იგივე ხდება ადამიანების შემთხვევაში — გარეგნულად ძლიერი ადამიანები შეიძლება დასუსტდნენ და მოდუნდნენ იქ, სადაც სუსტები და ნაზები მხოლოდ მაგრდებიან და ძლიერდებიან.

— ყავაზე რას იტყვი? — გაოცებულმა ჰკითხა გოგონამ.

— ო, ყავა ყველაზე საინტერესოა. ის მთლიანად აორთქლდა აგრესიულ გარემოში და შეცვალა ეს გარემო თავად — ადუღებული წყალი საოცარ არომატულ სითხედ გადააქცია. არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ცვლის გარემო — ისინი თავად ცვლიან მას და გადააქცევენ რაღაც ახლად, თავისთვისაც იღებენ სარგებელს აქედან და ცოდნას. რად იქცე რთულ სიტუაციაში, აქ არჩევანი თითოეულ ადამიანზეა.

წყარო: meganews.ge

ნანახია:(289)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

მადამ ჟანა კალმანი — იცოცხლა 122 წელი და 164 დღე

იცნობდა ვან გოგს. 85 წლის ასაკში ისწავლა ფარიკაობა. 100 წლისა პირველად დაჯდა ველოსიპედზე, 117 წლისამ თავი დაანება სიგარეტის მოწევას. 90


ჯორჯ კარლინი: ჩვენი დროის პარადოქსი

70-80 იანი წლების ცნობილმა სატირიკოსმა, ჯორჯ კარლინმა ცოლის სიკვდილის შემდეგ, დაწერა ეს არაჩვეულებრივი სტატია.» ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ


მეხსიერების გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები

ტვინს ისეთივე ვარჯიში სჭირდება, როგორც ნებისმიერ კუნთს. უფროსები, ხშირად, ცდილობენ ბავშვს რამე დააზეპირებინონ და ამით განუვითარონ მეხსიერება. ასეთი ხერხი, რა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*