„გარეგანი“ ვერაფერს გვიზამს, თუ „შინაგანი“ ძლიერი და მტკიცეა … | Jolo.ge


„გარეგანი“ ვერაფერს გვიზამს, თუ „შინაგანი“ ძლიერი და მტკიცეა …

„გარეგანი“ ვერაფერს გვიზამს, თუ „შინაგანი“ ძლიერი და მტკიცეა …

ძირითადი საფრთხე არა გარედან, არამედ შიგნიდან მოდის.
„გარეგანი“ ვერაფერს გვიზამს, თუ „შინაგანი“ ძლიერი და მტკიცეა.

*  *  * 

ჩვენი ნამდვილი ხასიათი ვლინდება არა სასიკეთო პერსპექტივების, ბედნიერების და წარმატების მიღებისას, არამედ პრობლემების, კრიზისის, სტრესის, წარუმატებლობის და ღალატის დროს.
დარჩით ფეხზე მაშინაც კი როცა გრძნობთ, რომ თქვენი ყველა ფესვი გადაჭრილია.

*  *  * 

საბოლოოდ, ყურადღება მაინც სინათლესა და სიყვარულზე შეაჩერეთ. მასზე მოახდინეთ კონცენტრაცია. უფრო მეტი დრო მათ დაუთმეთ და გაიზრდება თქვენს ცხოვრებაში სინათლეც და სიყვარულიც.

*  *  * 

ყვავილები მოაშენეთ — სულში, გულში, გონებაში, სახლში…

*  *  * 

ადამიანის უდიდესი შეცდომაა, როცა ის ფიქრობს, რომ სუსტი და ცუდია. ადამიანი ძლიერი და ნათელია.

სუსტი და ცუდი — ეს ადამიანის ჩვევები, სურვილები და აზრებია და არა თვითონ ადამიანი. ეს იმიტომ, რომ ადამიანი არ არის საკუთარი ჩვევები, სურვილები და აზრები.
ადამიანი არის — სული.
სულს ღვთიური ძალა გააჩნია, აქედან გამომდინარე, სულს შეუძლია შეცვალოს ყველა და ყველაფერი და მათ შორის ადამიანის ჩვევები, სურვილები და აზრები.
თქვენ ძლიერი და ნათელი ხართ და დაიჯერეთ ეს;
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი თავი და დაიჯერეთ ეს;
თქვენ შეგიძლიათ გაანათოთ თქვენი ცხოვრება და დაიჯერეთ ეს;
თქვენ შეგიძლიათ, რადგან შეუძლია ღმერთს თქვენში!

რამაზ გიგაური

ნანახია:(1741)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

50 წლის ვარ და ახლა გავიგე 15 მნიშვნელოვანი წესი, მაგრამ უკვე დავიანებულია

ნუ გაიმეორებთ ჩემს შეცდომას, სანამ 20, 30 წლის ხართ. 15 წესი, 50 წლის ქალისგან, რომელიც ყველა ახალგაზრდა გოგომ უნდა გაითვალისწინოს.


დაიმახსოვრე ეს 10 რჩევა და გახდი წარმატებული

სამწუხაროდ, ადამიანები ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, რესურსებს, რაც იწვევს მათ უმოქმედობას, რასაც ყოველთვის ტიპიური გამართლებები სდევს თან:


შეცვალე მომავალი… აწმყოში, რადგან მომავალი — ახლაა!

ვერ შეცვლი წარსულს. შეცვალე მომავალი… აწმყოში, რადგან მომავალი — ახლაა! ინდური ანდაზა   სხედან ადამიანები ელიან სასწაულს და ამ დროს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*