28 მაისს გარბენი ლისის ტბაზე — იგემეთ შეჯიბრისა და სირბილის აზარტი | Jolo.ge


28 მაისს გარბენი ლისის ტბაზე — იგემეთ შეჯიბრისა და სირბილის აზარტი

28 მაისს გარბენი ლისის ტბაზე — იგემეთ შეჯიბრისა და სირბილის აზარტი

,,მობრძანდით 28 მაისს ლისის ტბის ლამაზ გარემოში. თუ აქამდე არ გირბენიათ, ირბინეთ ჩვენთან ერთად, განიცადეთ სირბილის და შეჯიბრის ჟინი, ნახეთ რა კარგია შეჯიბრი და სირბილის აზარტი. დარწმუნებული ვარ ამის შემდეგ ხშირად მოგინდებათ მსგავს გარბენებში მონაწილეობა!“ — ეს არის მორბენალთა კლუბის უხუცესი წევრის — ზურა ლატარიას გზავნილი ყველასთვის. 

,,ირბინეთ ჯანმრთელობისთვის, ირბინეთ თქვენი ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის!“ — ამ დევიზით აწყობს ააიპ მორბენალთა კლუბი თბილისი 28 მაისს 6 კმ გარბენს ლისის ტბაზე.

აღნიშნული ორგანიზაცია სამი წლის წინ შეიქმნა მოყვარული მორბენლების ბაზაზე.  ,,მარტოს სირბილი და ვარჯიში მომბეზრდა, მინდოდა ახალი გარემო ჩემს ირგვლივ და ახალი მეგობრები“, — ამბობს მორბენალთა კლუბის შექმნის ინიციატორი და ამჟამინდელი კლუბის პრეზიდენტი თამარ კაპანაძე.

თამარ კაპანაძე: ,,მორბენალთა კლუბი მარტოს არ შემიქმნია. ყველა, ერთი ოჯახივით ვართ. მუდმივად გვემატებიან ახალი წევრები და მეგობრები. სირბილი ჩემთვის ჰობი იყო და ასეთად დარჩება, თუმცა მან ჩემი და ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ჩვენ გვყავს კლუბში ისეთი წევრები, რომლებმაც გვიან დაიწყეს სირბილი, მაგრამ მაინც მიაღწიეს წარმატებებს და დღეს მეზობელ ქვეყნებში გამართულ მარათონებში იღებენ მონაწილეობას.“

ზურაბ ლატარია, მორბენალთა კლუბის უხუცესი წევრი:

,,მორბენალთა კლუბი არის მეგობართა წრე, რომელთა ვარჯიშზეც ყოველთვის მიმიხარია. ორმოცი წელია, რაც მოყვარულის დონეზე დავრბივარ და ვვარჯიშობ. სირბილმა ფიზიკურად და სულიერად გამაძლიერა.“

გულიკო სირაძე, ფიტნეს-ინსტრუქტორი, მორბენალთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

,,კლუბი თავისი წევრებით ჩემთვის არის ორიენტი (გზის მაჩვენებელი) ჯანსაღი და საინტერესო ცხოვრებისკენ! სირბილმა შეცვალა, გაამრავალფეროვნა მთელი ჩემი ცხოვრება, ჯანმრთელობა, შემძინა ახალი მეგობრები და ახალი ინტერესები“…

ლეილა ჩანტლაძე, სტუდენტი, მორბენალთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

,,მორბენალთა კლუბი თბილისი“ არის იურიდიულად რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომლის ნაწილიც ვარ, მაგრამ პირველ რიგში ეს არის საერთო სურვილის ქვეშ გაერთიანებული ხალხის ერთობლიობა. ამ საზოგადოების კარი კი ყველასთვის ღიაა, ვინც იზიარებს ჩვენს საერთო ფასეულობას — ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავებას და მის პოპულარიზაციას. სირბილმა უფრო აქტიური გამხადა — ხშირად მეკითხებიან, სად გაქვს ამდენი დრო, რომ ამდენს დარბიხარ, მაგრამ პირიქით კი ხდება, სირბილით დაკავებულ ადამიანში გამძლეობა მატულობს, ასევე ჟანგბადი უკეთ აღწევს ორგანიზმის ყველა უჯრედში, მათ შორის თავის ტვინშიც და უფრო რაციონალური ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი.“

პაატა (ბაჩი) შაიშმელაშვილი, მორბენალთა კლუბის აღმოჩენა:

,,მორბენალთა კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს: სრულიად გამოუცდელი მივედი კლუბში და ბევრი რამ ვისწავლე. რაც მთავარია, გავიცანი ბევრი კარგი და საინტერესო ადამიანი, რომლებთანაც დღემდე ძალიან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. სწორედ კლუბის დამსახურებაა ჩემი საპრიზო ადგილები ასაკობრივ კატეგორიებში: თბილისიმარათონზე მე-3 და მე-2 ადგილები, ერევნისმარათონზე მე-3 ადგილი. კლუბმა ჩემში ბევრი რამ შეცვალა. ვარჯიშებმა, შეჯიბრებებმა და სასურველ ადამიანებთან ურთიერთობამ როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ თვისებებზე საგრძნობლად იქონია გავლენა და რაც მთავარია, ბევრი დადებითი თვისება შემმატა და ვფიქრობ უფრო უკეთეს პიროვნებად ჩამომაყალიბა.“

ლისის ტბაზე გარბენის მოწყობის ინიციატივა ისევ მორბენალთა კლუბ „თბილისის“ პრეზიდენტს თამარ კაპანაძეს ეკუთვნის. ,,მინდა სირბილის სიხარული ბევრმა ადამიანმა გაიზიაროს და შემოგვიერთდეს სირბილის მოყვარულებს. ამიტომაც გადავწყვიტე მომეწყო გარბენი არაპროფესიონალი და დამწყები მორბენლებისთვის. მეც და კლუბის წევრებსაც გვინდა ეს გარბენი ტრადიციად იქცეს და ბევრი ადამიანი დააინტერესოს სირბილით. გარბენი საერთოა და მასში მონაწილობა ყველას შეუძლია 10 წლიდან.

ყველა ასაკის მონაწილე ირბენს 6კმ-ს, მხოლოდ 10-15 წლის მოზარდები ირბენენ 3 კმ-ს.

გვაქვს 5 საპრიზო კატეგორია: 10-15 წწ; 16-25 წწ; 26-35წწ; 36-45წწ და 46+.

გარბენში მონაწილეობის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ მორბენალთა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: runclubtbilisi.ge.

 

ნანახია:(106)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„აქ ქალს, ბავშვს და საქონელს ერთი ფასი აქვს“ …

თუ გინდათ ღრმა დეპრესია აიკიდოთ ორ წუთში, ქართლის სოფლებში ჩაიარეთ მანქანით და ყველაფერს დააკვირდით გარშემო. სახლებს, ეზოებს, მაღაზიებს, ხალხს, ცხოველებს,


ვის და რატომ უხდის „ჩემი ცოლის დაქალების“ თენგო ბოდიშს?

ხაშურელ ბიჭს, რომლის ფრაზებით საქართველო ალაპარაკდა დღეს „ნიუპოსტი“ სტუმრობს. მასთან იმ როლმა მიგვიყვანა, რომელმაც ჩვენი რესპონდენტი სუპერპოპულარულ გმირად აქცია. „ჩემი


„კონკურსზე მინდოდა წასვლა და ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან მივედი თხოვნით“

მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი მიშა ქირია, რომელიც დღეს სხვა და სხვა ქვეყნის წარმატებულ და უდიდეს თეატრებში მღერის, სოციალურ ქსელში შემდეგ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*