„გაოცებული ვუსმენდი — მე ხომ ყველაფერი პირიქით მეგონა“… | Jolo.ge


„გაოცებული ვუსმენდი — მე ხომ ყველაფერი პირიქით მეგონა“…

„გაოცებული ვუსმენდი — მე ხომ ყველაფერი პირიქით მეგონა“…

მახსოვს, ერთი ბიჭი ძალიან მომეწონა. ერთ-ერთ ღონისძიებაზე შევნიშნე. შორიდან ვაკვირდებოდი. მეგობრებს ესაუბრებოდა, ჩემსკენ არც კი მოუხედავს. 
გული დამწყდა.

ამ შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ ქუჩაში, გზაზე ქვეითმა გადამირბინა. შეშინებულმა დავამუხრუჭე…
გადავრჩით! 
ცოტა ხანში აღარც შიში მახსოვდა და აღარც სტრესი — «ის» იყო!
მომიბოდიშა. სამსახურთან დავტოვე. გზაში გავიცანი…საღამოს კაფეში ცალყბად დამპატიჟა — ასეთი «უინტერესო» დაპატიჟება არ მომეწონა და თან არც მეცალა — მეორე დღეს ბათუმში გადავდიოდი საცხოვრებლად…
დავიშალეთ.
გული დამწყდა.

ამ ისტორიიდან ათი წელი გავიდა.
შემთხვევით შემხვდა დღეს საერთო მეგობრების წრეში (გვყოლია).
არ შეცვლილა.
ვილაპარაკეთ. გაცნობის დღეც გავიხსენეთ.
ჩემდა გასაოცრად, გაიხსენა ის ღონისძიება, სადაც პირველად შევნიშნე და ნახევრად ხუმრობით მომიყვა, თურმე, როგორ შემნიშნა გამოფენაზე, მოვეწონე და გასაცნობად მოსვლა ვერ გაბედა… შემდეგ, როგორ გაუხარდა ის «ავარია»…როგორ დასწყდა გული, რომ სხვა ქალაქში გადავედი და ჩემგან განსხვავებით, მაშინ მას მოვეწონე.

გაოცებული ვუსმენდი — მე ხომ ყველაფერი პირიქით მეგონა.

ასეა: ადამიანები ხშირად ვფიქრობთ, რას ფიქრობს სხვა. მერე ჩვენი «ფიქრების» სიზუსტის გვჯერა და გვგონია, რომ ის არის რეალობა, რომ აუცილებლად სიტუაციის ან მოვლენის ჩვენეული აღქმაა «ნამდვილი»…

აქ კი ნამდვილად ხშირად ვცდებით.

P.S: ის ბიჭი ხვალ დიდი ხნით მიემგზავრება უცხოეთში — ბევრი წელია, უკვე ემიგრაციაშია.
არც არაფერი, თავისი «გამოჩენით» რაღაცეები სხვა კუთხით კიდევ ერთხელ დამანახა.
გამიხარდა.

ქეთი ხოსიტაშვილი

ნანახია:(124)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ხეების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობასა და განწყობაზე

დენდროთერაპია_ ადამიანზე ენერგეტიკული ხეების ზემოქმედების მეთოდია. ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ბუნება ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. მთავარია მისი ძღვენით სწორად ვისარგებლოთ.


ქვეყანა, სადაც მინიმალური პენსია 3 000 დოლარია, ექიმისა და მასწავლებლის ხელფასი — 15 000 დოლარი

ქუვეითი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა, ფაქტობრივად, ნავთობში ცურავს. ქუვეითი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია შუა უდაბნოში, სადაც მდიდარი ქუვეითელები


«გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს»_ ონორე დე ბალზაკი

1)რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე? 2)გული ყველაზე კარგი წინამძღოლია. 3)საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*