«განგება ყოველთვის გიგზავნის ადამიანებს, რომლებმაც შენი ცხოვრება სასიკეთოთ უნდა შცვალონ» … | Jolo.ge


«განგება ყოველთვის გიგზავნის ადამიანებს, რომლებმაც შენი ცხოვრება სასიკეთოთ უნდა შცვალონ» …

«განგება ყოველთვის გიგზავნის ადამიანებს, რომლებმაც შენი ცხოვრება სასიკეთოთ უნდა შცვალონ» …

ვიღაცისთვის გასულ წელს სიცოცხლე დამთავრდა.

ვიღაცისთვის გასულ წელს სიცოცხლე დაიწყო.

ვიღაცისთვის გასული წელი წარუმატებელი იყო.

ვიყღაცისთვის გასული წელი წარმატებული იყო.

 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ვიღაცა, ჩვენც ვართ.

ასე იქნება ამ წელში, შემდეგ წელში და შემდეგის შემდეგშიც. ასე იქნება მანამ, სანამ ადამიანის მოდგმა იარსებებს.

 

ყველამ ზედმიწევნით ვიცით ჯანმრთელობის, სიცოცხლის და წარმატების ფასი, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი დავაფასოთ ის, რაც მოგვეცა.

 

ჩვენ ერთმანეთის ანარეკლი ვართ, ვერჩით საკუთარ თავსაც და ანარეკლსაც.

ჩვენ ყველანი გონიერები ვართ და უგნურებას ჩავდივართ.

 

დასცინი, ლანძღავ, ჭორაობ, განიკითხავ, გშურს, ეჭვი გაქვს, თავს ამეტებ, პირველი ხარ, შენი აზრი უტყუარია.

ეს ყველაფერი არ იცი შენს შესახებ, არავინ გეუბნება ან ვერ გეუბნება.

 

შველა გჭირდება და საშველი არ არის.

ეძებ მშველელს, რომელიც ისე დაკარგე, რომ ვერც მიხვდი შენს გვერდით რომ იყო.

 

განგება ყოველთვის გიგზავნის ადამიანებს, რომლებმაც შენი ცხოვრება სასიკეთოთ უნდა შცვალონ.

თუ დაინახე და იცანი ისინი, ხომ კარგი, თუ არა და დაღუპული ხარ, მანამ სანამ არ მიხვდები, რა ან ვინ დაკარგე.

 

გონების გამოჯანმრთელებას, მადლიერების გამოხატვის უნარს,

უანგარო სიკეთის კეთებას, სიკეთის დანახვას და მიტევების უნარს გისურვებთ.

 

სული მწარეაო.

 

იცოცხლე, იცხოვრე და დატკბი.

 

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(5749)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ უბრალოდ სიყვარული და ამ სიყვარულში «მეც» ვქრები“…

„ცხოვრება სიყვარულია, სხვა ყველაფერი კი გამოგონილი გაუგებრობა“ — ბაირონ ქეითი ბაირონ ქეითის «სამუშაოს» სკოლაში ბევრი ღრმა და საოცარი რამ გამოვცადე


რა უნდა შეცვალოთ, რომ მამაკაცმა „ცხოვრება მოგიძღვნათ“?

როგორ დავეუფლოთ მამაკაცთან ურთიერთობის ხელოვნებას ? რა უნდა შევცვალოთ, რომ მამაკაცმა „ცხოვრება მოგვიძღვნას?“  ამასთან დაკავშირებით, სასარგებლო რჩევებს, ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილისგან მოისმენთ. 


როგორ უნდა ვიპოვოთ მიზანი?

ადრე, ბლოგზე გაგაცანით ნ. ჰილის მიერ შემოთავაზებული მიზნის დასახვის ხერხი. არ ვიცი რამდენად დაგეხმარათ, მაგრამ დღეს, მინდა ჩაიხედოთ საკუთარ თავში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*