გამომიგზავნეთ … სიყვარული კი არა, ჰაერი და დააფასეთ თქვენი თავისუფლება | Jolo.ge


გამომიგზავნეთ … სიყვარული კი არა, ჰაერი და დააფასეთ თქვენი თავისუფლება

გამომიგზავნეთ … სიყვარული კი არა, ჰაერი და დააფასეთ თქვენი თავისუფლება

აბსურდის თეატრში მგონია თავი კოშმარის ელემენტებით.

გუშინ, ბარსელონას აეროპორტში მთელი დღის წინ და უკან ტარების მერე ( ჩემს რძალთან და 2 წლის და 10 თვის ბავშვებთან ერთად), მადლობა უფალს, ისინი გაუშვეს, მე კი მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში მაქვს, არ შემიშვეს. არაფერი დაგიშავებიათ, კოვიდის გამო არ გიშვებთო.

ბავშვი ექიმთან ვიზიტზე ჩავიყვანეთ და პატარას მარტო ვერ დატოვებდა აქ დედა და ვერც მარტო წაიყვანდა 2 მცირეწლოვანს. მე დასახმარებლად გამოვყევი.

საწყალი პატარები, მთელი დღე ტიროდნენ ისედაც 9 საათი მგზავრობის მერე დაღლილები. პოლიციელს ვკითხე, ბავშვებისთვის აღარც წყალი გვაქვს და აღარც საჭმელი და რა უნდა ვქნათ მეთქი?

და მე აქ რესტორანი კი არ მაქვსო, მიპასუხა.

ასეთია ევროპული ჰუმანიზმი და დემოკრატია?

მოკლედ, ჩამამწყვდიეს სადღაც დახურულ სივრცეში, გამთენიისას ისეთი პანიკური შეტევა დამემართა დახურულ სივრცეში, მიუხედავად მთელი ჩემი პოზიტივისა, ვერ ავიყვანე თავი ხელში.

ჩემს სიცოცხლეში ასე არ შემშინებია.

ვაბრახუნე კარებზე, რომ გააღეს ვეხვეწე, არ დაკეტოთ, ცუდად ვარ მეთქი. მაინც კეტავდნენ, სანამ არ ჩავიკეცე მთლად აკანკალებული და სველი.

როგორც იქნა წამიყვანეს ექიმთან.

ექიმმა სატურაცია ნორმალურია, ეს ფსიქოლოგიურიაო, გეგონება პანიკური შეტევა ცუდად ყოფნაში არ ითვლება. დამალევინა დიაზეპამი, 140 წნევა არ არისო, გამომიცხადა და ჩემივე წნევის წამალი არ დამალევინა ( წამლები ჩამომართვეს) და გამომიშვა.

უკან რომ დავბრუნდით, ვეხვეწე, კარები არ ჩამიკეტოთ, ან კორიდორში ვიჯდები მეთქი. ვის ესმის…

კიდევ კარგი დიაზეპამმა მალე გამთიშა.

დღეს ადვოკატი მოვიდა, რომელსაც ხმა არ ამოუღია

კიდევ კარგი თარჯიმანმა იყოჩაღა და და კარები ღია დამიტოვეს.

ახლა ვზივარ და ვყარაულობ, ვინმემ არ დაკეტოს. და სულ მადლობას ვეუბნები უფალს, რომ ღიაა.

დღეს 180 მქონდა 100-ზე. არც ისე მაღალიაო, ექიმმა. გავაპროტესტე, ჩემთვის მაღალია მეთქი. მე მგონი ყველა ნორმალური ადამიანისთვის მაღალია.

დამალევინეს ჩემი წამალი და 170 ით 94 ზე გამომიშვეს ჩემს » კამერაში».

კარები რომ ღიაა, მშვიდად ვარ, მაგრამ ახლა მითხრეს ხვალ სასამართლოაო, იმიტომ რომ აქ 48 საათზე მეტს ვერ გაგაჩერებთ და რეისი კიდევ ჯერ არ არის და მოსამართლემ უნდა მოგცეს დარჩენის უფლებაო.

აუცილებლად იმავე რეისით უნდა დაბრუნდე, რითიც ჩამოხვედიო. დღეს თარჯიმნის წყალობით კი დამთანხმდნენ, თუ გინდა გაემგზავრე შენი ხარჯითო, მაგრამ ევროკავშირით არაო, კიევში არაო, სტამბულშიც არაო, მხოლოდ ტრანზიტიო. და არ არის ეს ოხერი ტრანზიტი.

გავიგე, ეს ყველაფერი. წესია ასეთიო.

და რადგან რეისი არ არის, ამიტომ სასამართლიზე თურმე 5-6 საათი უნდა ვიჯდე ტერორისტივით ბორკილებით ( ბორკილების გაგონებაზე ისე წამიჭირა სუნთქვამ, კინაღამ აქვე დავიხრჩვი, კიდევ რაღაც ფობია დამმართეს ალბათ ამ სტრესების ფონზე, არც კი ვიცი, რა ქვია, არ ვიცი, როგორ გადავიტან ხვალ სადღაც კამერაში და სასამართლოზე ბორკილებით ჯდომას) და უნდა ვუპასუხო იმავე კითხვებს, რასაც გუშინ 6 საათი ვპასუხობდი.

კარგი, მე არ წამიკითხავს, რომ მაინცდამაინც ჩვენი ჩამოფრენის დღეს ახალი წესები შევიდა ძალაში, კარგი, ვერც ჩვენმა მხარემ განსაზღვრა ეს და გამოგვიშვა, კარგი, ქვეყანაში არ მიშვებ, შენი ნებაა , მაგრამ…

ამის გამო ფობიები უნდა დამმართონ, წნევაც და ვიღაც ტეტორისტივით უნდა მატარონ წინდაუკან , ახლა კიდევ ბორკილებიო?

ჭუჭყზე, უთეთრეულიბაზე, ძუნძგლიან ადიელაზე და ასეთებზე აღარაფერს ვამბობ.

ჭკუის დარიგების სურვილი ვისაც გაგიჩნდებათ, თავი შეიკავეთ. მაგის მოსასმენად არ ვარ მზად.

კიდევ ბევრი იყო ამ 2 დღეში აბსურდული და ჩემთვის წარმოუდგენელი. ამაზე მერე დავწერ.

ახლა მთავარია ხვალინდელი დღე გადავიტანო.

გადავიტან, ბევრი სირთულე გადამიტანია, მაგრამ სულ იმას ვამბობ, ყველა სიტუაციაში არის რაღაც კარგი მეთქი.

ახლა ნამდვილად ვერ ვხვდები, რისთვის მოვხვდი ამ ჯოჯოხეთში და რა არის ამაში კარგი.

მაგრამ რაც უფრო მძიმეა განსაცდელი, მით უფრო მეტ კარგის მარცვალს შეიცავსო ამბობენ.

იმედია, არ გავიგუდები ხვალ ან გული არ მიმტყუნებს და მორიგი გაკავება-გამოკეტვა აღარ იქნება.

დანარჩენში მერე გავერკვევი.

ვინც ველნეს მარათონს ელოდით 4 ნოემბერს, მაპატიეთ, ახლა ვერ გეტყვით, როდის, მაგრამ აუცილებლად დავიწყებთ. მე ახლა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ აღვიდგენ ჯანმრთელიბას ამ მარათონზე.

ესეც ახალი გამოწვევა

რა დროს პოსტი იყო, მაგრამ ვინც გაიგო, ყველა მწერს, რა მოხდაო.

გამომიგზავნეთ … სიყვარული კი არა, ჰაერი, რასაც ვიხვეწებოდი, სანამ კარს გამიღებდნენ და დააფასეთ თქცენი თავისუფლება.

წყარო: Tamar Saginashvili

ნანახია:(196)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ვისწავლოთ მოსმენა და განსხვავებულის დანახვა“ — გოგა ჩანადირი

„დავანებოთ თავი ამ სიძულვილით ლაპარაკსა და შეურაცხყოფას. ვისწავლოთ მოსმენა და განსხვავებულის დანახვა, რომელიც სულაც არ ნიშნავს ცუდს ან ბრმად მისაღებს.


სექსუალური ენერგიის ჰიგიენა

სექსუალური ენერგიის დამუშავება წარმოადგენს ხანგრძლივ ალქიმიურ პროცესს. ალქიმიური მუშაობა ადამიანის მხრიდან მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ჩვენს ბიოველს სხვადასხვანაირი სახის ენერგია აქვს,


საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის პირველობის გამარჯვებულია

გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის პირველობის გამარჯვებულია. დღეს რუმინეთს 25:12 მოუგო და ერთდროულად 2 თასი აღმართა. ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ხუთივე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<