„გამომძიებელი მიყვება, როცა ველაპარაკებოდით სახეზე ფერი არ ედოო“- დავით დეფი

by admin | Апрель 26, 2016 10:24

„პოლიციის მონდომებამ შედეგი გამოიღო“ — წერს დავით დეფი სოციალურ ქსელში და შემდეგ პოსტს აქვეყნებს. 

defi1[1]დავით დეფი: „მეგობრებო რამოდენიმე დღის წინ ჩემზე განმეორებული შეტევების, სახლთან დახვედრის, სროლისა და დაჭრის მუქარების შესახებ გწერდით. ვამბობდი პოლიციას მივმართე, ის პიროვნებაც ვიცით ვინც არის-მეთქი.

პოლიციის მონდომებამ შედეგი გამოიღო. დაიბარეს, დაკითხეს, გამოკითხეს, გააფრთხილეს, განცხადება დააწერინეს რომ არასდროს, დიახ არასდროს მე და ჩემი ოჯახის წევრებს არ მოუახლოვდება. ქუჩაშიც კი თუ სადმე დამინახავს ქუჩის მეორე მხარეს გადავა.

და ბოლოს, გამომძიებელი მიყვება, როცა ველაპარაკებოდით სახეზე ფერი არ ედოო და როცა ვუთხარი დეფიმ ხომ პირველი თვადასხმის დროსვე გაგცა პასუხი და გაპატია კიდეც და გაგიშვა, როცა შენ ზურგიდან წიხლებით შედექი მისი ცოლის წინაშეო, ახლა რას აკეთებ-მეთქი, სროლით და დაჭრით რომ ემუქრები და მის სახლთან ყარაულობ, რა ჯანდაბა გინდა-თქო … ის კი რაღაცეებს შენს წიგნებზე ლაპარაკობდა, იჯდა და ცახცახებდაო. თქვა გამომძიებელმა. ეს ორმოცდათხუთმეტი წლის კაცი თავდახრილი იჯდა და ცახცახებდაო.

დეტექტივმა მერე დაამატა იმასაც გავიგებ მას თუ ვინმე აქეზებს და მის უკან თუ ვინმე დგასო.

მოკლედ ასე მეგობრებო, გადავწყვიტე ეს ამბავი თქვენთვის მომეყოლა და გამომძიებელისთვისაც ასეთი ფორმით მეთქვა მადლობა. ყველაფერი არ წახდა ამქვეყნად“.

დ ♔ სიახLOVE

ნანახია:(37)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2016/04/defi1.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/gamomdziebeli-miyveba-roca-velaparakebodi/