„გამომძიებელი მიყვება, როცა ველაპარაკებოდით სახეზე ფერი არ ედოო“- დავით დეფი | Jolo.ge


„გამომძიებელი მიყვება, როცა ველაპარაკებოდით სახეზე ფერი არ ედოო“- დავით დეფი

„გამომძიებელი მიყვება, როცა ველაპარაკებოდით სახეზე ფერი არ ედოო“- დავით დეფი

„პოლიციის მონდომებამ შედეგი გამოიღო“ — წერს დავით დეფი სოციალურ ქსელში და შემდეგ პოსტს აქვეყნებს. 

defi1დავით დეფი: „მეგობრებო რამოდენიმე დღის წინ ჩემზე განმეორებული შეტევების, სახლთან დახვედრის, სროლისა და დაჭრის მუქარების შესახებ გწერდით. ვამბობდი პოლიციას მივმართე, ის პიროვნებაც ვიცით ვინც არის-მეთქი.

პოლიციის მონდომებამ შედეგი გამოიღო. დაიბარეს, დაკითხეს, გამოკითხეს, გააფრთხილეს, განცხადება დააწერინეს რომ არასდროს, დიახ არასდროს მე და ჩემი ოჯახის წევრებს არ მოუახლოვდება. ქუჩაშიც კი თუ სადმე დამინახავს ქუჩის მეორე მხარეს გადავა.

და ბოლოს, გამომძიებელი მიყვება, როცა ველაპარაკებოდით სახეზე ფერი არ ედოო და როცა ვუთხარი დეფიმ ხომ პირველი თვადასხმის დროსვე გაგცა პასუხი და გაპატია კიდეც და გაგიშვა, როცა შენ ზურგიდან წიხლებით შედექი მისი ცოლის წინაშეო, ახლა რას აკეთებ-მეთქი, სროლით და დაჭრით რომ ემუქრები და მის სახლთან ყარაულობ, რა ჯანდაბა გინდა-თქო … ის კი რაღაცეებს შენს წიგნებზე ლაპარაკობდა, იჯდა და ცახცახებდაო. თქვა გამომძიებელმა. ეს ორმოცდათხუთმეტი წლის კაცი თავდახრილი იჯდა და ცახცახებდაო.

დეტექტივმა მერე დაამატა იმასაც გავიგებ მას თუ ვინმე აქეზებს და მის უკან თუ ვინმე დგასო.

მოკლედ ასე მეგობრებო, გადავწყვიტე ეს ამბავი თქვენთვის მომეყოლა და გამომძიებელისთვისაც ასეთი ფორმით მეთქვა მადლობა. ყველაფერი არ წახდა ამქვეყნად“.

დ ♔ სიახLOVE

ნანახია:(37)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
დავით დეფი

Related Articles

„ჩემსავით“ — მამა პეტრე თავისი წილი სიკეთით

მამა პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) — საზოგადობისთვის კარგად ცნობილი თავისი პოზიტივით, სარწმუნოების თავისებური ხედვით და უამრავი ლამაზი ლექსით თავის წილ


„დღევანდელი დღის ვალი მოვიხადე“

დღეს დილით ექიმთან მექანიკური ეტლით წავედი ( ელ-ეტლი საკმაოდ მძიმეა და რთულია არაადაპტირებული სადარბაზოდან მისი გაყვანა… ) ექიმიდან რომ დავბრუნდი,


სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ათენში

ფოტოგრაფ სოფო ბობოხიძის ნამუშევრების გამოფენა ათენში, სოფოს ოჯახის წევრებისა და მეგობრების ინიციატივით მოეწყო. ამ იდეის ავტორი სოფოს დედა, ქალბატონი თამილა ნიქაბაძე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*