გამოიცნოთ გაქვთ თუ არა დადებითი ველი | Jolo.ge


გამოიცნოთ გაქვთ თუ არა დადებითი ველი

გამოიცნოთ გაქვთ თუ არა დადებითი ველი

გაგეხარდა რომ გათენდა.
სახლში გაქვთ თუ არა სიმყუდროვე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ჩათვალოთ, რომ თქვენს ირგვლივ რაღაც ხდება. გაფუჭდა, გატყდა, ჩამოვარდა, იკამათეთ, რა თქმა უნდა გექნებათ უარყოფითი ემოცია, მაგრამ მალე გაქრება, ფიქრი თავისით ალაგებს, არაუშავს, გაივლის, სულ ასე ხო მარ იქნება.

გაწყენინათ ვინმემ, თუნდაც დაუმსახურებლად, ცოტას იდარდებთ და მერე მშვიდი განწყობა მოდის თავისით, რა მოხდა, გაივლის. არ უნდა გქონდეს გამყოლი გული, ანუ ბოღმა, ეს თქვენ დადებით ველს აზიანებს.

თუ თქვენი ჩანაფიქრი არ შესრულდა, არ უნდა დაიწყოთ წუწუნი, დარდი უიღბლობაზე, იფიქრეთ მხოლოდ გამოსავალზე.

ადამიანის დადებით ველს აბინძურებს აგრესია, ჯიბრი, აყალმაყალი, ყვირილი, ჩხუბი, გადაბრალება, ცილისწამება, შური, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი, გინება და ბილწსიტყვაობა.

დაბინძურებული ველი დიდ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბედზე, წარმატებაზე, სიყვარულზე, … და საერთოდ, მომავალზე

თუ თქვენ გებრძვიან და თქვენი შურთ, ზოგჯერ იმიტომ კი არა, რომ თქვენ ცუდი ხართ, არამედ, ეს ბრძოლა, მიუღებლობა და არასასიამოვნო დამოკიდებულება, თქვენი უარყოფითი ველის გამო ხდება.

დადებით ველს ადამიანი გამოიმუშავებს თავად, თავისი ფიქრებით, ქცევით, გულწრფელობით, დამსახურებით, სიმშვიდით, სიკეთით და ადამიანების კეთილგანწყობით.

სხვამ გაიმარჯვა, გიხაროდეს, გაიმარჯვებ შენც.
სხვა გაბედნიერდა, გიხაროდეს, გაგეხარდება შენც.
სხვას აჩუქეს, გაგეხარდეს, გაგეხარდება შენც.
სხვისი წარმატება გაგეხარდეს, შენც გექნება წარმატება.

სუფთა ჰაერი, სუფთა სული, სუფთა გული, სუფთა ველი, სუფთა აურა, სუფთა სიყვარული, მიიღეთ განგებისგან.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(393)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ მივაღწიოთ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში

ბევრ ჩვენგანს რწმენა და ეჭვი ხელს უშლის სასურველი შედეგის მიღწევაში. უბრალოდ რაღაცის სურვილი ძალიან ადვილია, ხოლო ამ რაღაცის მიღება ან


მთავარია დაინახოთ მომდევნო საფეხური, სადაც ფეხს დადგამთ

»მთლიანად ვერასდროს დაინახავთ თქვენი ცხოვრების გზას. ისე როგორც ღამე თქვენი მანქანების ფარები მთლიანად ვერასდროს გაანათებენ იმ გზას, სადაც მიდიხართ. თუმცა


„ნუ ვშფოთავთ, რომ ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა ან ვფიქრობდით“…

შევეცადოთ, წინააღმდეგობა არ გავუწიოთ ცვლილებებს, რომლებიც ცხოვრებაში მიმდინარეობს. ამის ნაცვლად, მივცეთ მათ საშუალება გაიარონ ჩვენში. დაე, ცხოვრებამ იდინოს ჩვენი გავლით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*