ღამით მუშაობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა | Jolo.ge


ღამით მუშაობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა

ღამით მუშაობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ღამის ცვლაში მუშაობა შესაძლოა სიმსუქნის, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მიზეზად იქცეს. თურმე ღამის ცვლაში მომუშავეებს სისხლში ლეპტინის დონე უქვეითდებათ, რაც ზრდის გასუქების რისკს. გარდა ამისა, მკვეთრად ძლიერდება სტრესის ჰორმონის- კორტიზოლის გამომუშავება და შესაბამისად, იმატებს არტერიული წნევა.

გამოკვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, ღამის ცვლაში და მცოცავი გრაფიკით მუშაობა ხელს უწყობს გულ-სისხლძართვთა სისტემის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის განვითარებას, მაგრამ მუშაობის ასეთი რეჟიმის ჯანმრთელობაზე გავლენის მექანიზმი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა უჩვენა, რომ დღისა და ღამის არევამ შესაძლოა, ყველაზე არასასურველი შედეგი, მათ შორის, ნაადრევი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. დადგინდა ისიც, რომ ღამის მორიგეობა განსაკუთრებით სახიფათოა ქალებისათვის. ქალებს, რომლებსაც თვეში სამჯერ მაინც უხდებათ ღამით მორიგეობა, 15 წლის განმავლობაში მკვეთრად ეზრდებათ სწორი ნაწლავისა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.

ღამით მუშაობით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად მეცნიერები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:

= ღამის ცვლაში მომუშავეს უნდა ჰქონდეს 20 წუთიანი შესვენების უფლება, რომ ჩათვლიმოს და ძალა აღიდგინოს;

=მას უნდა მიეცეს მეტი უქმე დღე;

=მუშაობის შემდეგ სასურველია ჩაბნელებულ ოთახში ძილი;

=ღამით მუშაობისას და მეორე დღეს, დაძინებამდე, თავი უნდა ავარიდოთ საკვების, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბად მიღებას.

ნანახია:(273)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ღამე მუშაობა

Related Articles

დედის 10 ფრაზა, რომელიც ბავშვს აკომპლექსებს

თურმე გაბრაზებისას დედის დაუფიქრებლად წამოსროლილ ფრაზას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.   ბავშვისთვის დედა ყველაფერია და მისი ყოველი სიტყვა ღრმად აღიბეჭდება


„ძალიან მინდოდა იმ კაცის ვინაობა გამეგო“ …

მოსკოვში ვარ, ტაქსი გავაჩერე, მისამართზე და თანხაზე მოველაპარაკე, ჩავჯექი, დაძრა, ცოტა ხანში რაღაც უცნაურად შემომხედა, მარტო გამოლაპარაკების სურვილი არ ჩანდა


10 სიტყვა, ქართულში რომ ვერ დამკვიდრდდა

10 სიტყვა, ქართულში რომ ვერ დამკვიდრდდა. თუმცა, ზოგიერთი ისეთი შინაარსიანია, რომ მისი გამოყენება ურიგო არ იქნებოდა: 1. აქსიომა — აშკარი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*