„გამიშვი გრიგოლიჩს ჭუჭუ უნდა ვაჩვენო“… | Jolo.ge


„გამიშვი გრიგოლიჩს ჭუჭუ უნდა ვაჩვენო“…

„გამიშვი გრიგოლიჩს ჭუჭუ უნდა ვაჩვენო“…

ალბათ ბევრს გახსოვთ, ლამის ტრადიციად ქცეული მარაზმი, ახალშობილებს რომ გვატიტვლებდნენ, შემდეგ ფოტოაპარატის ფოკუსს სასქესო ორგანოზე გაგვისწორებდნენ და აფიქსირებდნენ საკუთარი გვარისა და ჯიშის საუკუნოებრივ ციკლის გაგრძელებას. ფოტოზე აუცილებლად უკეთებდნენ ლამაზ წარწერას “ბიჭია ბიჭი!“ რითაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდნენ უახლოეს ღვაწლს და უგზავნიდნენ ახლობლებს, მეგობრებს, ყველას ვისთანაც ხელი მიუწვდებოდათ…

ასე შემოიარა ჩემმა სიყრმის-ეულმა პორნოგრაფიამ ლამის მთელი საბჭოთა კავშირი.
არანაკლები მარაზმატიკული ტრადიცია იყო “პასპორტის ჩვენება“, განსაკუთრებით სუფრაზე, სადაც შეზარხოშებული, ულვაშ გაქონილ, ღიპუცა ბიძებისთვის აუცილებლად უნდა დაგემტკიცებინა, რომ ბიჭი იყავი. პრინციპში ეს იყო სტრიპტიზი რადგან არც თუ იშვიათად გჩუქნიდნენ წითელ თუმნიანებს.
ასე დამამახსოვრდა ჩვენი რაიკომის მდივანიც, რომელიც პაპაჩემის მეგობარი იყო.

3-4 წლის ვიქნებოდი მაშინ… საპირველმაისო პარადზე წამიყვანეს თეთრი მაისურით და წითელი შორტით.
ასეთ დღესასწაულზე უხვად იყიდებოდა ათასნაირი ტკბილეული, შაქარლამა, მამალოები, ნაყინი და ბევრი სხვა რამ… ერთი ნაყინს რომ მიყიდიდნენ შემდეგ მოკრძალებულად მიცხადებდნენ რომ მეტი ფული აღარ დარჩათ და ტვინს გაბურღვას აზრი არ ჰქონდა… (ეშინოდათ ყელი არ ამტკივებოდა)

უცებ ვიპოვე გამოსავალი… გავძვერი, გამოვძვერი და თავი ამოვყავი ტრიბუნის წინ, სადაც რაიკომის მდივანი იდგა.

— გრიგოლიჩ! გრიგოოოლიჩ! — როგორც იქნა მივაწვდინე ხმა. გრიგოლიჩმა რომ დამინახა გაიღიმა და ხელი დამიქნია. ამ დროს კოჭებამდე ჩავიძვრე ჩემი წითელი შორტი და პასპორტი დავუდემონსტრირე.
წარმოვიდგინე რამდენი წითელი თუმნიანი ჩამოცვივდებოდა ტრიბუნიდან 🙂 ამ დროს ვიღაცის მწარე ხელი მომხვდა ტრაკზე … შევხედე და სახეალეწილი პაპაჩემი დამყურებდა თავს…

ბღავილი მოვრთე… ვერაფრით მივხვდი რა დავაშავე (???)

ძალს ის იყო და ძალს მე. მიმათრევდა მაგრამ ვეწინააღმდეგებოდი, თან ხმამაღლა ვყვიროდი “გამიშვი გრიგოლიჩს ჭუჭუ უნდა ვაჩვენო“ მეთქი.

პ.ს. მოკლედ აი ასე დაიწყო ჩემი დისიდენტური ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ და დღეს ზოგიერთები მებლატავებიან იმაზე, მხცოვანებაში როგორ გახდნენ დისიდენტები 🤣

სულა სულაშვილი

ნანახია:(338)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

93 წლის ქალის „აღსარება“

ეკლესიაში მამაო მიტევებაზე ქადაგებს. დასრულებისას ის მრევლს მიმართავს: — აბა, რამდენ თქვენგანს შეუძლია საკუთარ მტერს მიუტევოს? მხოლოდ მრევლის ნახევარი ასწევს


სიცილში გამოწვევა გრძელდება (ვიდეო)

„სიცილისა და პოზიტივის კარნავალთან“ დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ვიდეოები ვრცელდება. ადამიანები, რომელთაც სიხარულის გავრცელება სურთ მეგობრებს „სიცილში იწვევენ“. შეგახსენებთ, რომ


„ასეთი სიცილი მისურვებია ყველასთვის“

ასეთი სიცილი მისურვებია ყველასთვის. არ მითხრათ, ნეტაი მაგას, რა ენაღვლებაო… ნაღველი ყველას თავისი საკმარისი აქვს და ჰოლივუდის ვარსკვლავებშიც იმდენი დატანჯული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<