გამდიდრების პრინციპები (1) – ჰარვ ეკერი | Jolo.ge


გამდიდრების პრინციპები (1) – ჰარვ ეკერი

გამდიდრების პრინციპები (1) – ჰარვ ეკერი

ჩვენი სამყარო დუალისტურია: ზევით — ქვევით, ბნელი — ნათელი, ცივი — ცხელი, შიდა — გარე, სწრაფად — ნელა, მარჯვენა — მარცხენა. ეს  პოლარული ცნების ათასობით მაგალითიდან მხოლოდ რამოდენიმეა. ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ ერთიანობაში არსებობს. იქნებოდა მარჯვენა მხარე, მარცხენა რომ არ არსებულიყო? რა თქმა უნდა — არა.

შესაბამისად, თუ გარე „ფინანსური“ კანონები არსებობს, უნდა იყოს „შიდაც“.

გარე კანონები — ბიზნესის ცოდნა, ფინანსური ნაკადების მართვა, საინვესტიციო სტრატეგიები — ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მაგრამ შინაგანი კანონები არანაკლებ მნიშვნელოვანია.

რას წარმოადგენთ?

როგორ აზროვნებთ?

რა გწამთ?

რა თვისებები და მიდრეკილებები გაგაჩნიათ?

რა დამოკიდებულება გაქვთ საკუთარ თავთან?

რამდენად ხართ დარწმუნებული მასში?

როგორ ექცევით სხვა ადამიანებს?

ენდობით თუ არა გარემოცვას?

გჯერათ თუ არა, რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ?

შეგიძლიათ თუ არა იმოქმედოთ შიშისა და ეჭვის გარეშე ხელსაყრელი პირობებისა და შესაბამისი განწყობის უქონლობის მიუხედავად?

შეგიძლიათ თუ არა მუშაობა მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზე ხართ?

საქმე ისაა, რომ თქვენი ხასიათი, აზროვნების ფორმა და მრწამსი თქვენი წარმატების ხარისხის განსაზღვრისას საკვანძო როლს თამაშობენ.

აი, რას ამბობს ამის შესახებ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი სტიუარტ უაილდი: „წარმატების გასაღები თქვენს ენერგიაშია. იშრომეთ დაუღალავად და ადამიანები წამოვლენ თქვენსკენ. და როცა მათ შორის თქვენთვის საჭირო ხალხს დაინახავთ, წადით მათკენ!“

 გამდიდრების პრინციპი 

თქვენი შემოსავალი იქამდე იზრდება, სადამდეც იზრდება თქვენი მისწრაფება!

რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი ფინანსური პროგრამა?

თქვენ გსმენიათ გაკოტრების გახმაურებული შემთხვევების შესახებ? გაგიგიათ, როდესაც ვიღაც დიდი ფულს კარგავს ან, როდესაც ვიღაც ძალიან კარგად იწყებს საქმეს, რომელიც მერე და მერე იფუშება და ჭკნება? ახლა უკვე იცით, რატომ ხდება ასე. შეგიძლიათ ეს გარეშე მიზეზებით ახსნათ: არახელსაყრელი პირობები, ეკონომიკის დაცემა, ცუდი პარტნიორი ან კიდევ რაღაც. სინამდვილეში ყველა პრობლემის პირველწყარო თვითონ ადამიანშივეა. მოკლე დროში ყველაფრის დაკარგვა ადვილად მაშინ ხდება, როდესაც დიდი ფული ისე გაქვს ნაშოვნი, რომ ფსიქოლოგიურად სიმდიდრის მიმართ მზად არ ხარ.

ადამიანების უმრავლესობას დიდი თანხების გამომუშავებისა და მასთან ურთიერთობის მიმართ  შინაგანი მზაობა არა აქვს. ისევე, როგორც ძნელია გაუძლო ცდუნებებს, რომელიც დიდ ფულსა და დიდ წარმატებას ახლავს. ეს, ჩემო მეგობრებო, მათი სიღარიბის ძირითადი მიზეზია.

ამას ბრწყინვალედ ამტკიცებენ ის ადამიანები, ვისაც ლატარეა მოუგია. მრავალმხრივი გამოკვლევა ამოწმებს, რომ მოგებული თანხის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობა თავის საწყის მატერიალურ მდგომარეობასა და იმ თანხებს უბრუნდება, რასაც ადრე იყო მიჩვეული.

მაგრამ იმათ დააკვირდით, ვინც მილიონი საკუთარი შრომით იშოვა. როდესაც ასეთი ადამიანები კარგავენ ფულს, ისინი სწრაფადვე იბრუნებენ მას. ამისი ძალიან ნათელი მაგალითია დონალდ ტრამპი. ტრამპი მილიარდებს ფლობდა. ყველაფერი ბოლო ცენტამდე დაკარგა. რამდენიმე წლის შემდეგ კი დანაკარგიც დაიბრუნა და გაზარდა კიდეც თავისი ქონება.

რაშია ამ ფენომენის არსი? იმაში, რომ მან ვინც მილიონერი გახდა, შეიძლება დაკარგოს ფული, მაგრამ არასოდეს დაკარგავს წარმატების მთავარ მამოძრავებელ ძალას — მილონერისათვის დამახასიათებელ აზროვნების ფორმას. დონალდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ეს მილიარდერის აზროვნების ფორმაა. თქვენ დაფიქრებულხართ, რომ ის ოდესმე ვერ შეძლებდა ყოფილიყო მხოლოდ და  მხოლოდ მილიონერი? მისი ქონება რომ მხოლოდ 1 მილიონი დოლარი ყოფილიყო, როგორ შეაფასებდა ტრამპი თავის მდგომარეობას? უმრავლესობა დათანხმდება, რომ ის ალბათ თავს უიღბლო ადამიანად ჩათვლიდა, რომელმაც ფინანსური კატასტროფა განიცადა!

ამისი არსი ისაა, რომ დონალდ ტრამპის „ფინანსური სტაბილიზატორი“ დაპროგრამებულია მილიარდზე და არა მილიონზე. ხოლო უამრავი ადამიანის ფინანსური სტაბილიზატორი დაპროგრამებულია ათასებზე და არა მილიონებზე, ზოგისა ასზე და არა ათასზე: ისეთებიც არიან, ვისი ფინანსური სტაბილიზატორიც საერთოდ არ მუშაობს. ასეთი ადამიანების მატერიალური სახსრები ყოველთვის ნულზეა და არც კი შეუძლიათ იმის გააზრება, თუ რატომ არის ასე!

ადამიანების უმრავლესობა ვერ ახდენს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას — ამას ვერაფერს უზამ. ბევრია წარუმატებელი. გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ ადამიანების 80% ფინანსურად იმდენად დამოუკიდებელი როგორც მათ უნდათ, ვერასოდეს გახდება. 80% ვერასოდეს იტყვის, რომ ის ნამდვილად ბედნიერია.

ამისი მიზეზი მარტივია. ადამიანების ძირითადი მასა გაუცნობიერებლად მოქმედებს. მათ თითქოს ზეზეულად სძინავთ. ისინი ზედაპირულად მუშაობენ და მსჯელობენ. ამ დროს მხოლოდ იმას ეყრდნობიან, რაც მათი მწირი გაგებისათვის არის მისაწვდომი. ისინი ხილული მოვლენების სამყაროში ცხოვრობენ.

ნაყოფი ფესვებიდან მოდის

წარმოიდგიეთ ხე. დავუშვათ, რომ ეს სიცოცხლის ხეა. ხე მსხმოიარეა. ჩვენს ცხოვრებაში ეს  ნაყოფი ის შედეგია, რომელსაც ვაღწევთ. ჩვენ ვუყურებთ ნაყოფს (შედეგს). ის ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ის ან ძალიან პატარაა, ან — არც თუ ისე გემრიელი.

როგორ ვიქცევით ხოლმე ასეთ დროს? უფრო ხშირად უფრო მეტ დროს ნაყოფს, ანუ შედეგს ვუთმობთ ხოლმე. მაგრამ სინამდვილეში რა ქმნის ასეთ ნაყოფს, როგორიც ის არის? — თესლი და ფესვები!

ის რაც შიგნით არის დაფარული, ბადებს იმას, რაც ზედაპირზეა. უხილავი ქმნის ხილულს. რას გვეუბნება ეს? იმას, რომ თუ თქვენ ნაყოფის ხარისხის შეცვლა გინდათ, პირველ ყოვლისა შეცვალეთ ფესვების ხარისხი. თუ თქვენ ხილულის შეცვლა გინდათ, ჯერ უხილავი შეცვალეთ.

მთარგმნელი თემურ მიქაუტიძე

გაგრძელება იქნება, დაელოდეთ

«ჟოლო» მადლობას უხდის ქალბატონ  Irma Semenova –ს   მასალის მოწოდებისთვის <3  

ნანახია:(942)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დაიჯერეთ… თქვენს მაგივრად ამას არავინ გააკეთებს! “

„წარმატება ითხოვს მოქმედების დაწყებას! მსოფლიო ჩემპიონი მედალს ტელევიზორის ყურებით არ მოიპოვებს. თუ ადამიანმა არ დაიწყო, ის ვერასდროს ვერ გაიგებს, თუ


ცხოვრების საფუძვლიანად შეცვლის 100 წესი

თუ უკმაყოფილო ხართ ცხოვრებაში არსებული მდგომარეობით, გადახედეთ ამ წესებს. ისინი საფუძვლიანად შეგიცვლით ცხოვრებას, შეგიძლით ამობეჭდოთ და ეტაპობრივად გადაიყვანოთ ჩვევაში. შედეგად,


„გაუშვით მწუხარების ჩვევა, დანაშაულის შეგრძნება“ …

იქ სადაც სირთულეა, საჭიროა და მნიშვნელოვანია ცვლილებები, თვალებით წაიკითხეთ გრძნობები ❤ იფიქრეთ პოზიტიურად და სიტუაციებს შეხედეთ სხვა მხრიდან, თითქოსდა თვალყურს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*