გამარჯვებაზე მეტს ზოგჯერ წაგება გასწავლის! — თამარ კანაშვილი | Jolo.ge


გამარჯვებაზე მეტს ზოგჯერ წაგება გასწავლის! — თამარ კანაშვილი

გამარჯვებაზე მეტს ზოგჯერ წაგება გასწავლის! — თამარ კანაშვილი

წლების წინ ნასწავლი გაკვეთილი.

ერთ-ერთ ორგანიზაციაში კონფერენციის წამყვანს არჩევდნენ. გასაუბრების შემდეგ…ისე ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ კონფერენციის წამყვანად მე ამარჩევდნენ. მოვემზადე, თითოეული სიტყვა წინააწარ დავწერე და გავზომე. კაბაც კი ვიყიდე და შავი მაღალი ქუსლიანები. ერთი წამი არ მიფიქრია, რომ ის დღე ისე არ განვითარდებოდა, როგორც მე ვფიქრობდი.

წამყვანის გამოცხადებისას ოდნავ წამოვიწიე, ფოტოკამერებს ვუყურებდი პირდაპირ და ჩემ გულში გამარჯვებას აღვნიშნავდი. მე ხომ მთელი გული ჩავდე ამ გამარჯვებაში.

იმ დღეს, ჩემი სახელი არ გამოუცხადებიათ.

მოვდიოდი წვიმაში ფეხით და მიხაროდა, რომ წვიმდა რადგან ხალხი ვერ გაარჩევდა ჩემ ცრემლებს წვიმისგან და უცევ მივხვდი… არაფერს არ შეუძლია შენი მოტივირება, გაძლიერება ისე, როგორც წაგებას, როგორც დაცემას. უნდა დაეცე, რომ ადგე და სირბილს აუცილებლად სჭირდება სწავლა.

მას შემდეგ მინ. 50 ზე მეტი ღონისძიება მაქვს წაყვანილი. იმ ორგანიზაციაშიც შემდეგი კონფერენციაც ამ სიაშია. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და გაკვეთილი უცვლელია. გამოწვებები არის გასაღები შემდეგი ნაბიჯებისთვის. წარუმატებლობა კი წარმატების პირობაა! გამარჯვებაზე მეტს ზოგჯერ წაგება გასწავლის და გული არასდროს არ უნდა გავიტეხოთ! მხოლოდ წინ, ვიაროთ მოდი წინ.

პოსტის ავტორი: თამარ კანაშვილი

ნანახია:(69)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

მაშ, რატომ უნდა მითხრა?

  ერთმა კაცმა ჰკითხა სოკრატეს: – იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა? – დაიცადე – სიტყვა გააწყვეტინა სოკრატემ – ჯერ


ცხოვრების ყველა მოსახვევი უდაოდ გაკვეთილია…

გამარჯობა და გამარჯვება მინდა გისურვოთ ყველას, ვისაც გამარჯვება გჭირდებათ….. რთულია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც დამარცხება შეიძლება ჭირდებოდეს, გამარჯვება ყველას უნდაო —


წარმატების ერთ-ერთი ფორმულა

როგორ მინდა ყველამ წაიკითხოს ბავშვობიდან დღემდე, როცა რამეს ვაკეთებ, ვმოქმედებ და ვქმნი, ყოველთვის ერთ ადამიანს ვუძღვნი. ის კონკრეტული ადამიანი ჩემი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*