გაიწმინდეთ გონება და დაალაგებთ ცხოვრებას… | Jolo.ge


 გაიწმინდეთ გონება და დაალაგებთ ცხოვრებას…

 გაიწმინდეთ გონება და დაალაგებთ ცხოვრებას…

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან რთულია კონცენტრირება მოახდინო რამეზე, რადგან გამუდმებით რაღაც გიშლის ხელს: ტელეფონის ზარი, ტექსტური შეტყობინება, სოციალური ქსელები, სხვადასხვა ინფორმაცია და ა.შ. თუმცა ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ გონების დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ და ცხოვრება დაილაგოთ.

თუ ნამდვილად გსურთ მიაღწიოთ თქვენს მიზანს, მაშინ გამოიყენეთ რჩევები, რათა გაიწმინდოთ გონება:

ფოკუსირდით — დღესდღეობით ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ როგორ იკვებებიან და ძალიან პოპულარული გახდა ჯანსაღ პროდუქტებზე საუბარი. როგორ ფიქრობთ, თქვენი ფიქრების სიჯანსაღე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საკვებისა? ნუ შეუშვებთ გონებაში ათას სულელურ აზრს, ფოკუსირდით იმაზე, რაც ყველაზე მეტ სარგებელს მოგიტანთ.

განიტვირთეთ — ხმაური ყველაზე საშინელი რამაა, რაც თქვენს გონებას აბინძურებს. გამუდმებული ფუსფუსი არ გაძლევთ მოსვენებას და გაფორიაქებთ. მიეცით თქვენს თავს უფლება განიტვირთოთ, გაერიდეთ ხმაურს და განმარტოვდით.

აკონტროლეთ თქვენი აქტივობები — დღესდღეობით ყველა ადამიანი დაკავებულია, მაგრამ რითი არიან ისინი დაკავებული? მთავარი ის კი არაა არ გქონდეთ თავისუფალი დრო, მთავარია სასარგებლო საქმისთვის იყენებდეთ თითოეულ წუთს. რა აზრი აქვს იყოთ დაკავებული, თუ ამას თქვენთვის წარმატება არ მოაქვს?

გაამარტივეთ — თითოეული საქმე, რომელსაც აკეთებთ თქვენთვის მარტივი უნდა იყოს, ამიტომ უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, სწორად მიიღეთ თუ არა გადაწყვეტილება, არის თუ არა ეს სწორედ ის საქმე, რასაც კონკრეტულ მომენტში უნდა აკეთებდეთ და ამის შემდეგ დაიწყეთ მისი გაკეთება. ეს გაცილებით გაგიმარტივებთ მის კეთებას და წარმატებასაც მოგიტანთ.

ნანახია:(1412)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მე ვიცი, ეს მუშაობს ჩემთვის, იმუშავებს თქვენთვის“

რამდენჯერმე მქონია მსგავსი ცხოვრებაში: დაწყებული, იქიდან როცა ყველაფერი „თავზე დაგემხობა“ , მისული იმ მდგომარეობამდე — როცა, მეტის ატანა აღარ შეგიძლია,


„არ შეჩერდეთ, რაც არ უნდა დაღლილი იყოთ“ — რამაზ გიგაური

რამდენად ძლიერებიც არ უნდა ვიყოთ, მაინც ადამიანები ვართ და არა ღმერთები.  ვცხოვრობთ უსასრულო კოსმოსში, ასეული მილიარდი გალაქტიკიდან ერთ-ერთში, უამრავი ვარსკვლავიდან


„ბუმერანგის პრინციპი — როცა ვეხმარებით სხვებს, ამით ვეხმარებით საკუთარ თავს“

? სარკის პრინციპი — სანამ სხვაზე იმსჯელებ, საკუთარ თავს მიაქციე ყურადღება. ? ტკივილის პრინციპი — შეურაცხყოფილი ადამიანი სხვას აყენებს ტკივილს;


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*