გაიცანით – ეკოლოგიური მოძრაობა «ჰაერი მაინც!» | Jolo.ge


გაიცანით – ეკოლოგიური მოძრაობა «ჰაერი მაინც!»

გაიცანით – ეკოლოგიური მოძრაობა «ჰაერი მაინც!»

გაიცანით – ეკოლოგიური მოძრაობა «ჰაერი მაინც!»

(ეს ფრაზა გაგა ნახუცრიშვილის ლექსიდანაა. ბევრი ამბობს, რა დროს ესაა, ჯერ ეკონომიკა ავაყვავოთო, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჰაერი უპირველესია, უმთავრესია, და სხვა თუ არაფერი, ეს მაინც უნდა გვქონდეს…)

ყველას, ვისაც უნდა კარგი ცხოვრება, თავისუფლება, მისი უფლებების დაცულობა, სუფთა ჰაერი და საერთოდ, ყველა სიკეთე, მაგრამ ეზარება ამ ყველაფრისთვის რაიმეს გაკეთება, ან არ ჯერა, რომ რაიმე გამოვა, მინდა შეგახსენოთ, რომ დემოკრატია, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაშიც კი არის მუდმივი ბრძოლა უფლებებისათვის, ჭიდილი ხელისუფლებასთან და მათი კონტროლი. თავისუფლების ის ხარისხი, და ყველა ის სიკეთე, რომელიც არის, ვთქვათ ა.შ.შ.–ში, მოპოვებულია 300 წლიანი გამუდმებული, სასტიკი ბრძოლის შედეგად.

გაეცანით ამერიკის პროფკავშირების ისტორიას და საერთოდ დასავლური სამყაროს ისტორია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვთქვათ, რომ მოსახლეობა ზის გულხელდაკრეფილი და მთავრობა გაქაფული შრომობს, რომ მას მუდმივად დაუკმაყოფილოს გამოუხატავი სურვილები…

ასე რომ თუ რამე გვინდა, უნდა მოვითხოვოთ კიდეც, და რაც მთავარია, ბოლომდე მივყვეთ ჩვენს მოთხოვნებს! ქართველებს სწორედ ეს გვაკლია – თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, გრძელვადიანი სამუშაოს დაგეგმვა და მისი მიყოლის უნარი. ზედმეტად იმპულსურები ვართ და ინფანტილურები.

ვინმეს თუ მოკლავენ, ან ცეკვის დროს შემოგვივარდებიან, გიჟებივით გამოვცვივდებით მთავრობის სასახლესთან, ბევრს ვიდოღრიალებთ, მჯიღებით მკერდებს ჩავიმტვრევთ, ვიღაცის ბოდიშით ან გადადგომით გავიხარებთ, დავიშლებით, და საქმეს გაუკეთებელს დავტოვებთ, არც კი გაგვახსენდება, რომ რაღაც არის გასაკეთებელი, რომ იგივე აღარ განმეორდეს…

ამ ათ ადამიანს, ვინც აქ შევიკრიბეთ, გვინდა სხვანაირად მოვიქცეთ, გვინდა თანმიმდევრულად მივყვეთ საქმეს და შედეგს მივაღწიოთ, თუნდაც ეს 20 წლის შემდეგ იყოს, რადგან გვესმის, რომ უკან დასახევი გზა არ არის. მე ჯერ კიდევ 15 წლის წინ დავდიოდი თბილისის ქუჩებში აირწინაღით პროტესტის ნიშნად. გავიდა 15 წელი და არაფერი შეცვლილა… და არც შეიცვლება, თუ ჩვენ არ შევცვლით!!!

ნუ მოგეჩვენებათ პათეტიკურად, და ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენს სიცოცხლეებს ვიცავთ, რადგან თბილისის ჰაერი უკვე მომაკვდინებელი გახდა!!! კვლევები ამის შესახებ არსებობს, ისევე, როგორც დაზარალებული, ჰაერში ტყვიის მაღალი შემცველობისგან დაავადებული ბავშვები…

ჩემი 7 წლის შვილი ყოველ დღე თამაშობს ეზოში, რომელიც ორ გამზირს, ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებს შორისაა და სუნთქავს ამ მომწამვლელ ჰაერს, ასე რომ ჩვენ მართლა ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლის დაცვა გვინდა!!! თუ ვინმე კიდევ ხართ ისეთი, რომ ხვდებით, რომ ეს ასეა, შემოგვიერთდით და ერთად ვიმუშავოთ იმაზე, რომ ჰაერი გვკვებავდეს და არა გვწამლავდეს!!!!

p.s. ვისაც გაქვთ სურვილი, მიიღოთ მონაწილეობა ამ საქმეში, შემოუერთდით ჩვენს ჯგუფს ფეისბუქზე! ჩვენ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, ასე რომ გვჭირდება თქვენი დახმარება!!!

ლევან რამიშვილი

ნანახია:(322)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქართველი «ონანისტი» მამრები, ანუ ვინ გვარცხვენს

ქართული სტუმართ-მასპინძლობის ტრადიცია მხოლოდ ისტორიის კუთვნილება, ხელშეუხებელი „წმიდათა-წმინდა“ მოვლენა არ არის და ის ყოველთვის დროზე მორგებული ჩვეულება იყო. ახლაც, 21-ე


«15 დღეში — 13 ივნისია!»

სკამზე გადაკიდებული, წინა ღამით მომზადებული სასწრაფოს ფორმა სწრაფად ჩავიცვი და სამსახურისკენ გავეშურე. მზიანი, ნათელი და თბილი ამინდი კიდევ უფრო დადებითს


«ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა»- ზაზა ფაჩულია რობერტ დე ნიროს შეხვდა

«ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა»- წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში და საყვარელ მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ქართველი კალათბურთელი რობერტ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*