„გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ და უთხარით მზეს მადლობა რომ ისევ ამოვიდა“…

by admin | Май 31, 2018 16:51

რამდენიმე ღამე სასწრაფოს ხმა მაღვიძებდა.
მამას წასვლის შემდეგ გამძაფრებული რეაქცია მაქვს ამ ხმაზე. როცა ეს საშინელი სიგნალი მესმის გონებაში ღმერთს ვევედრები რომ დაეხმაროს მას ,ვისაც იმ წამს ასე ძალიან უჭირს.

დღეს დილით, ქალის კივილი გავიგე, დედას დასტიროდა… არ ვიცნობ ამ ოჯახს… ალბათ არც მისი ოჯახის წევრები მინახავს … დღეს, ამ ქალის დილა ასე დაიწყო… დედამისს კი საერთოდ არ გაუთენდა…

მერე ავტომატურად გამახსენდა ის დილა როდესაც მამა წავიდა…

და თქვენი დღე როგორ დაიწყო?!
გაგახსენდათ რომ მადლიერი უნდა იყოთ რომ საერთოდ დაიწყო?!
თუ ისევ ჩამოგტირით ცხვირ-პირი და თვლით, რომ მთელმა სამყარომ მოიცალა იმისათვის, რომ თქვენ ეს წვრილმანი პრობლემები შეგიქმნას?!

დააფასეთ რაც გაქვთ! გაიღიმეთ და იყავით მადლიერები, თუ თქვენს კარებს სიკვდილმა კიდევ ერთხელ გვერდი აუარა…
აკეთეთ სიკეთე.
ისაუბრეთ კარგზე.
დაუდექით მხარში ვისაც თქვენი მხარდაჭერა ჭირდება.
გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ და უთხარით მზეს მადლობა რომ ისევ ამოვიდა…

უმადურობა საშინელი რამაა… და როგორც ღიმილი იზიდავს ღიმილს, იგივე პრინციპით უმადურობა იზიდავს უმადურობას…

მარიამ მუზაშვილი

ნანახია:(160)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/gagvidzebistanave-gaigimet-da-utxarit-mzes-madloba/