„გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ და უთხარით მზეს მადლობა რომ ისევ ამოვიდა“… | Jolo.ge


„გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ და უთხარით მზეს მადლობა რომ ისევ ამოვიდა“…

„გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ და უთხარით მზეს მადლობა რომ ისევ ამოვიდა“…

რამდენიმე ღამე სასწრაფოს ხმა მაღვიძებდა.
მამას წასვლის შემდეგ გამძაფრებული რეაქცია მაქვს ამ ხმაზე. როცა ეს საშინელი სიგნალი მესმის გონებაში ღმერთს ვევედრები რომ დაეხმაროს მას ,ვისაც იმ წამს ასე ძალიან უჭირს.

დღეს დილით, ქალის კივილი გავიგე, დედას დასტიროდა… არ ვიცნობ ამ ოჯახს… ალბათ არც მისი ოჯახის წევრები მინახავს … დღეს, ამ ქალის დილა ასე დაიწყო… დედამისს კი საერთოდ არ გაუთენდა…

მერე ავტომატურად გამახსენდა ის დილა როდესაც მამა წავიდა…

და თქვენი დღე როგორ დაიწყო?!
გაგახსენდათ რომ მადლიერი უნდა იყოთ რომ საერთოდ დაიწყო?!
თუ ისევ ჩამოგტირით ცხვირ-პირი და თვლით, რომ მთელმა სამყარომ მოიცალა იმისათვის, რომ თქვენ ეს წვრილმანი პრობლემები შეგიქმნას?!

დააფასეთ რაც გაქვთ! გაიღიმეთ და იყავით მადლიერები, თუ თქვენს კარებს სიკვდილმა კიდევ ერთხელ გვერდი აუარა…
აკეთეთ სიკეთე.
ისაუბრეთ კარგზე.
დაუდექით მხარში ვისაც თქვენი მხარდაჭერა ჭირდება.
გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ და უთხარით მზეს მადლობა რომ ისევ ამოვიდა…

უმადურობა საშინელი რამაა… და როგორც ღიმილი იზიდავს ღიმილს, იგივე პრინციპით უმადურობა იზიდავს უმადურობას…

მარიამ მუზაშვილი

ნანახია:(174)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ უნდა იზრუნოთ სახის კანზე დღის სხვადასხვა დროს?

შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი სახე დილით და საღამოს სხვადასხვანაირად გამოიყურება? ეს კანის უჯრედების გამო ხდება. თითოეული ადამიანის ბიოლოგიური საათი განსხვავდება. ის


წარმატების 8 საიდუმლო

რატომ აღწევენ ადამიანები წარმატებას? იმიტომ რომ ჭკვიანები არიან? თუ უბრალოდ იღბალი აქვთ? არცერთი. ანალიტიკოსი რიჩარდ სენტ ჯონი აჯამებს წლების განმავლობაში


„ისე მოიქეცი, თითქოს უკვე ბედნიერი ხარ და ნამდვილად გახდები ბედნიერი“ …

⚫ თუ თქვენ გინდათ იპოვნოთ ბედნიერება, შეწყვიტეთ ფიქრი მადლიერებასა და უმადურობაზე და გადაერთეთ შინაგან სიხარულზე, რომელიც მოაქვს ძალისხმევას. ⚫ არასდროს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*