გაფანტული ხარ? რა უნდა გააკეთოთ უკეთესი მეხსიერება რომ გქონდეთ

by admin | Июнь 4, 2015 15:29

1. მეტი მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, განსაკუთრებით — მოცარტს. ფსიქოლოგთა აზრით, აზროვნების უნარი შესამჩნევად მაღლდება იმ ადამიანებში, ვინც ყოველდღიურად 15-20 წუთი სწორედ ასეთ მუსიკას უსმენს.

2. დალიეთ მწვანე ჩაი და ბალახის ჩაი. მათ მატონიზირებელი ეფექტი აქვთ, ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და, შედეგად, დამახსოვრების უნარსა და საზრიანობას აძლიერებს.

3. ჭამეთ თევზი და ზღვის პროდუქტები. ისინი ტვინისთვის მეტად საჭირო საკვებია. საქმე იმდენად ფოსფორში არაა, რამდენადაც უცვლელ ცხიმმჟავებში, იოდსა და მაგნიუმში, რომლებიც ნორმალური გონებრივი მუშაობისთვისაა აუცილებელი.

4. ნუ გაგიტაცებთ ალკოჰოლური სასმელი. ტვინისთვის შედარებით უსაფრთხოა 1-2-ჯერ 250 მლ. ლუდი, 200 მლ. მშრალი თეთრი ან შავი ღვინო, 100 მლ. მაგარი სასმელი.

5. უარი თქვით მოწევაზე: თამბაქოს კვამლი სისხლძარღვების სპაზმს იწვევს და ტვინში სისხლის მიწოდება ფერხდება.

6. ნუ გაგიტაცებთ ვეგეტარიანელობა. ცილების დიეტა ტვინის მუშაობას ააქტიურებს. ხორცში, რძესა და კვერცხში არის ამინომჟავები, რომლებიც ნეიროუჯრედებს სჭირდებათ.

7. საკვები მოამზადეთ და შეინახეთ მომინანქრებულ, თიხის, ფოლადის ან მინის ჭურჭელში. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ალუმინის ქვაბები და ფოლგები. საკვებთან ურთიერთქმედების შედეგად ალუმინი ორგანიზმში ხვდება და ქრონიკულ ინტოქსიკაციას იწვევს, რაც მეხსიერების დაქვეითებაში გამოვლინდება.

8. ნუ იავამდყოფებთ. ბანალური გაცივებაც კი ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, ყურადღებასა და მეხსიერებას აჩლუნგებს რესპირატორული ინფექციების სეზონის დროს, 2-3 კვირის განმავლობაში, ჭამის შემდეგ დღეში სამჯერ 1 ჩ.კ. თაფლი მიირთვით. ხელები გულმოდგინედ დაიბანეთ ხოლმე და ხილი და ბოსტნეულიც გულმოდგინედ გარეცხეთ.

9. დღის განრიგში 20-30 წუთი სეირნობისთვის გამოყავით. მნიშვნელობა არ აქვს ფეხით გაისეირნებთ თუ ველოსიპედით. მეცნიერთა მტკიცებით, ასეთი ფიზიკური აქტივობა ინტელექტის განვითარებას ასტიმულირებს.

10. გამორთეთ ტელეფონი, როდესაც დაკავებული ხართ, ისვენებთ ან ვინმესთან ურთიერთობის განწყობა არა გაქვთ. დაძაბულობა ნერვულ სისტემას ძალიან ტანჯავს. როდესაც ელით, რომ ნებისმიერმა ზარმა შეიძლება მნიშვნელოვან საქმეს, საინტერესო გადაცემას ან წიგნს მოგწყვიტოთ. სპეციალისტებმა გამოიანგარიშეს და ასეთი არასანუგეშო დასკვნა გააკეთეს: სატელეფონო სტრესი სიცოცხლეს 3-4 წლით ამოკლებს.

11. კროსვორდი აზროვნებას ავარჯიშებს.

12. ძილის წინ საწოლში მწოლიარემ ემოციებისა და ლირიკული გადახვევების გარეშე გაიხსენეთ დღის მოვლენები. უბრალოდ, საკუთარ თავს მოახსენეთ, როგორ გავიდა დღე, რა ჭამეთ, ვისთან და რაზე ისაუბრეთ, რაც მეტ დეტალს გაიხსენებთ, მით უკეთესი.

13. ინფორმაციას პასივში ნუ გაგზავნით. გამოიყენეთ ის, რაც დაიმახსოვრეთ: ტელეფონის ნომრები ზეპირად აკრიფეთ, ილაპარაკეთ უცხო ენაზე ლამაზი გრძელი წინადადებებით, გაიხსენეთ კლასიკოსების ციტატები, ნაცნობებს რაც შეიძლება ხშირად მიმართეთ სახელით.

14. გაიაქტიურე მეხსიერება ახალი უნარ-ჩვევების შეძენით; მაგალითად ისწავლე ახალი ენა ან მუსიკალური ინსტრუმენტის დაკვრა.

ნანახია:(6977)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/gafantuli-xar/