„გადავწყვიტეთ კლასობანა დავაბრუნოთ“ — ეზოების მოხატვა დაიწყო | Jolo.ge


„გადავწყვიტეთ კლასობანა დავაბრუნოთ“ — ეზოების მოხატვა დაიწყო

„გადავწყვიტეთ კლასობანა დავაბრუნოთ“ — ეზოების მოხატვა დაიწყო

გადავწყვიტეთ, თბილისში წინა თაობების ბავშვობის პოპულარული თამაში „კლასობანა“ დავაბრუნოთ. მართლა, როგორი მარტივი იყო, არა? ყველა ეზოში შეგეძლო გეთამაშა. მერე, რა რომ ასფალტზე ცარცით დახაზულ უჯრებს წვიმა შლიდა, თავიდან ვხატავდით… <3

საცხოვრებელი კორპუსების იმ ეზოებში, სადაც სამწუხაროდ, სკვერიც არ არის, საქანელა არ კიდია და აიწონა-დაიწონას გრძელი ძელიც კი არ დგას, მაგრამ ბეტონის ან ასფალტის საფარია, «კლასობანას» მოხატვა დავიწყეთ.

პირველად, პოლიტკოვსკაიას 9 ა-ში განალგებული კორპუსების საერთო ეზო შევარჩიეთ. საგანგებოდ შექმნილი ესკიზებიდან ბავშვების არჩევანი გავითავალისწინეთ და მათთვის სასურველი «კლასობანა» ეზოს იმ ნაწილში მოვხატეთ, სადაც მანქანა ვერ წვდება და თამაში უსაფრთხოა, ბავშვებს კი შეუძლიათ ნებისმიერ დროს იაქტიურონ ფიზიკურად.

«კლასობანას» მოხატვის კამპანია გაგრძელდება და თბილისის სხვადასხვა რაიონების, რუსთავის და ქუთაისის საცხოვრებელი კორუპების ეზოებსაც მიწვდება.

თუ გსურთ, თქვენს ეზოსაც ვეწვიოთ, შეგვეხმიანეთ. კამპანიის მიზანია ფერადი, სხვადასხვა დიზაინის ესკიზებით ბავშვები დააინტერესოს და ფიზიკური აქტივობისკენ უბიძგოს, მეტიც, გვინდა «ძველი» ბავშვების პოპულარული თამაში ისე შეუყვარდეთ, რომ შემდეგ თვითონ დახაზონ და ითამაშონ.

წყარო: ფიზიკური აქტივობა

 

klas3

ნანახია:(170)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მარიხუანა და მძიმე კაცის წინასწარმეტყველება პრემიერმინისტრს

ირაკლი ღარიბაშვილზე გაბრაზებული „მძიმე კაცის“ წამყვანი დავით კოვზირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.  დავით კოვზირიძე: „საქართველოს პრემიერმინისტრი მომხრეა, რომ ადამიანები,


„ეს იყო ძალიან ახლოს დგომა სიკვდილთან» — ირმა ბერძენიშვილი

„მივმართავ ყველას ვინც მოისმინა ჩემი ტრაგიკული გამოსვლა 26 ივნის“ — წერს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისთვის ზოგიერთის მიერ ლამის ჯვარზე გაკრული ოპერის


რატომ ვრჩებით “შინაბერები” და როგორ გადავჭრათ “პრობლემა” მარტივად?

„ეს სტატია მათთვისაა, ვინც ეძებს, ეძებს და ვერ პოულობს, უფრო სწორად ელოდება და ჰორიზონტზე არაფერი ჩანს“ — წერს ბლოგერი გურამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*