„გადავინაცვლე სტუდქალაქის პირველ სართულზე… თებერვალია…. ყინავს“…. | Jolo.ge


„გადავინაცვლე სტუდქალაქის პირველ სართულზე… თებერვალია…. ყინავს“….

„გადავინაცვლე სტუდქალაქის პირველ სართულზე… თებერვალია…. ყინავს“….

მეძინა კარგად. გამეღვიძა ცხრისნახევარზე. ანათებს ეკრანიდან ანჯელინა ჯოლი. ვზივარ დივანზე ლოჯიაში. გამყავს დრო დილით უზმოზე ორი ჭიქა წყალდალეულს.. სითბოა ლოჯიაში და სითბოა მთელ სახლში.

კორექტურა მაქვს გასაკეთებელი ჩემი მეორე წიგნის, სხვისი წიგნების კორექტურას კარგა ხანია აღარ ვაკეთებ… გაიყიდება სადღაც 100. ნუ დაბეჭდავს მერიდიანი 150-ს. მაჩუქებს ჰონორარის ამბავში ოცდახუთს და დავარიგებ საჩუქრად. წაიკითხავს 10 მეგობარ- ნათესავი…

გადაიქნევს თავს ჯერ მარცხნივ და მერე მარჯვნივ…. პირიქითაც შეიძლება… არ იტყვის გაურეკავს….

გავედი აივანზე…. რეკავს ბარბარეს ეკლესიის ზარები….. საათნახევარი ვერ შევჭამ ვერაფერს… სრული კონტრასტია გარეთ და ტელევიზორში… იბრძვის ანჯელინა ჯოლი… მუშტებით… არარსებული იარაღებით… ებრძვის კაცებს, რობოტებს… ყველას და ყველაფერს…

ვზივარ ლოჯიაში დივანზე…. გამახსენდა წუხანდელი პოსტი თევზსა და ჭინჭრის ფხალზე…. გადავინაცვლე სტუდქალაქის პირველ სართულზე… თებერვალია…. ყინავს…. არა გათბობა და არა წყალი…. არც შუქი, სხვათა შორის…. ვცხოვრობთ მე და კახა რუსუძე ერთ საწოლიანში, გადაკეთებულ ორსაწოლიანში და გვაქვს ერთი ნახევარლიტრიანი არაყი და…. გაუგებარი წარმოშობის თონის პური…. უცხო აქვს იმ პურს ფერი და საერთოდ არ აქვს გემო…. მარტო ვარ იმ ერთსაწოლიანში თუ ორსაწოლიანში… იქნება ცხრისნახევარი…. ვზივარ ლოგინზე სიბნელეში და ველოდები კახას….დავლევთ ცოტას და დავიძინებთ…. იღება კარი…. შემოდის კახა…. გაყინული და მაინც ღიმილიანი…

ანთებს კარტოფილის სანთელს…. ერთს…. გვაქვს მეორეც, მაგრამ ვზოგავთ… რა იცი რაში გამოგვადგება ამაღამ ან მეორე ღამეს…

მარხვა იწყება ამეღამ — ამბობს…. შევწვათ თევზი….. სად? რანაირად ვეუბნები…. ჩადე წყალში — მეუბნებს…. იღებს ცოცხს, ბოთლით წყალს, აქანდაზს და გადის გარეთ…. შემოდის ცოტა ხანში…
— გალღვა…
— კი
— მიდი, რა ცეცხლი დაანთე..-
— სად?
— კალიდორში, გავამზადე, ადგილი…

გავდივარ გარეთ…. მაქვს ასანთი ჯიბეში… აუცილებელი ნივთია…. იმ წლების…

გავედი დერეფანში…. ჩამოგავს პირველი და სხვა სართულების დერეფანი ლუარსაბის ეზოს….ამოყრილია აქა-იქ ფილები…. ვანთებ ცეცხლს…. მოდის კახა ტაფით ხელში…. ჩაიმუხლა…. …. ახლა ცოტა წარმოდგენა და მიხვდები, როგორ შევწვით იმ ღამეს თევზი…

ხან მე მეჭირა ტაფა ხელში და ხან — კახას…

…. შევედით ოთახში…. გააწყვე სუფრა… მთხოვს კახა… ვაფარებ ქაღალს ჩვენი ხელით გაკეთებულ მაგიდას…. არ დაეტია სტანდარტული ლოგინებს შორის და შევაკოწიწე, რომელიღაც კვირა დღეს…. აიღო კახამ წყლიანი ბოთლი, ცოცხი და აქანდაზი….

ვიქეიფეთ იმ ღამეს თორმეტს რომ აკლდა 5 წუთი იქამდე…

ავალაგეთ სუფრა…. გადავდეთ ჭურჭლის გარეცხვა დილამდე… მოვიდოდა დილით…. ერთი საათი წყალი…
ორი საათი შუქი და…
ვიზამდით » მაგ საქმეს» და კიდევ სხვებსაც….

მომენატრა სტუდქალაქი…

ვიყავი წინაკვირას… დავხედე… რკინის ტროსებით დაბმული ხიდი საეჭვოდ წრიპინებდა…. სტუდქალაქისკენ რომ მივდიოდი მაშინ..

უკანდაბრუნებისას… ღიღინებდა თითქოს…. და მე ვიყავი შეციებული და გახარებული….

მეძინა კარგად…
ათის თხუთმეტია, უკვე….
რაღა დარჩა თერთმეტისნახევრანდე?
საათი და თხუთმეტი…
მხოლოდ…

გიო კილაძე

ნანახია:(52)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

Facebook სიცოცხლეს ახანგრძლივებს…

ჟღერს თუ არა ეს განცხადება სერიოზულად, ის მკვლევარებს ეკუთვნით. ნამდვილ თუ ვირტუალურ მეგობრებთან მიმოწერა, ფოტოების გაზიარება, მოწონება, მათზე კომენტარების დატოვება,


წერის ძალა და სიგილები ანუ როგორ ავისრულოთ სურვილები

ფიქრებს,ძალიან დიდი ძალა აქვთ, ვინაიდან ისინი სიტყვებად გარდაიქმნებიან, შემდეგ ქმედებებად, ხასიათად და ბოლოს ჩვენს ბედს აყალიბებენ. შესაბამისად სიტყვასაც თავისი ძალა


„…მაგრამ, მე მაინც მინდა ვიცოდე“

“ამდენს რომ ვმსჯელობ, იმიტომ ვმსჯელობ, რომ ჩემმა ცნობიერებამ მოსვენება დაკარგა და ვერც სანუგეშოს რასმე ვხედავ ჩემს გაჩენაში, თორემ ამაზე ფიქრით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*