გადალახე დაბრკოლება და დაჯილდოვდი!– (იგავი) | Jolo.ge


გადალახე დაბრკოლება და დაჯილდოვდი!– (იგავი)

გადალახე დაბრკოლება და დაჯილდოვდი!– (იგავი)

იყო ერთი მდიდარი და ცნობისმოყვარე მეფე. ერთხელ მან გადაწყვიტა ადამიანები გამოეცადა და გზაზე დაბრკოლების სახით დიდი ლოდი დაადებინა, შემდეგ ახლომახლო დადგა და დაუწყო ლოდინი, რომელიმე გამვლელი თუ გადაწყვეტდა მის მოშორებას.

 

გზაზე რამდენიმე ადამიანმა გაიარა და იმის ნაცვლად, რომ ლოდი მოეშორებინათ მას შემოუარეს და გზა ისე განაგრძეს. ამავდროულად ხმამაღლა ლანძღავდნენ მეფეს გზებისთვის ყურადღების მიუქცევლობის გამო.

 

ბოლოს გამოჩნდა ერთი გლეხი, რომელსაც დიდი რაოდენობით ბოსტნეული მიჰქონდა. როდესაც დაბრკოლება დაინახა ბარგი დადო და ლოდის გადაადგილება სცადა. საკმაოდ დიდხნიანი წვალების შემდეგ მისი ადგილიდან დაძვრა შეძლო. ლოდის გადაადგილების შემდეგ დაინახა, რომ მის ქვეშ ქისა ეგდო. გლეხმა გახსნა ქისა და აღმოაჩინა, რომ ის ოქროთი იყო სავსე, მასთან ერთად კი მეფის წერილი იდო, რომელშიც ეწერა, რომ ეს ოქრო იყო ჯილდო ბარიერის მოშორებისთვის.

 

მორალი: ნებისმიერი დაბრკოლება წარმოადგენს შანსს ჩვენი პირობების გაუმჯობესებისთვის. მთავარია ვეცადოთ მათ გადალახვას და სანაცვლოდ ცხოვრებისგან ჯილდოს აუცილებლად მივიღებთ.

ნანახია:(1912)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თუ გინდა მიხვდე სწორად ცხოვრობ თუ არა“…

ბრძოლა ბედნიერებისთვის.  ბრძოლა სიყვარულისთვის. ბრძოლა სიმშვიდისთვის. ბრძოლა სახელისთვის. ბრძოლა სიმართლისთვის. ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ბრძოლა პირველობისთვის.  ბრძოლა კარიერისთვის. ბრძოლა ფულისთვის. ბრძოლა სილამაზისთვის.


თვითდაკვირვება — გიორგი გურჯიევი

თვითდაკვირვება ძალიან რთულია, რაც უფრო შეეცდებით, მით უფრო მკაფიოდ დაინახავთ ამას. ახლა თქვენ გჭირდებათ ამის პრაქტიკა არა შედეგის მისაღებად, არამედ


„ხანდახან უნდა წაიქცე კიდეც, რომ ადგომის ფასი გაიგო“…

არასოდეს დაკარგო რწმენა… რწმენა, რომ უფალი არ მიგატოვებს განსაცდელში ….. სასოწარკვეთილებაში არ ჩაგაგდოს განსაცდელის სიმძიმემ… გახსოვდეს – “არ არსებობს ”აღდგომა”


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*