«გაბედვა» ხომ საკუთარი ბედის შეცვლას ნიშნავს, ვის აქვს ამის უნარი ბედს ეთამაშოს, ვის ეყოფა გამბედაობა (?)… | Jolo.ge


«გაბედვა» ხომ საკუთარი ბედის შეცვლას ნიშნავს, ვის აქვს ამის უნარი ბედს ეთამაშოს, ვის ეყოფა გამბედაობა (?)…

«გაბედვა» ხომ საკუთარი ბედის შეცვლას ნიშნავს, ვის აქვს ამის უნარი ბედს ეთამაშოს, ვის ეყოფა გამბედაობა (?)…

ძნელი არ არის უკვე წაკითხული წიგნის დახურვა და გვერდზე გადადება, არც იმ ოთახის კარის გამოხურვა და დატოვება, სადაც უბრალოდ სტუმარი ხარ… და საერთოდაც, არასოდეს არ არის ძნელი უკვე ნანახის და შეცნობილის უკან მოტოვება, წერტილის დასმა, დასრულება, სიცოცხლისაც კი…

უბრალოდ ძნელია ახალი წიგნის გადაფურცვლა, სადაც მთავარი გმირი შენ თვითონ ხარ და არა სხვა, რომლის ნაფეხურებსაც კვალდაკვალ მიყვებოდი, ძნელია ახალი კარის გაღება და გადაბიჯება, წარსულის ჩამობერტყვა და კარის ზურს უკან მოხურვა მაშინ, როცა ეს ნაბიჯი შენია და არ იცი წინ რა გელის, ძნელია გაუკვალავ გზაზე სიარული, განსაკუთრებით მარტო…

შეუცნობლის შიში, მთავარი მიზეზი ყველა სხვა შიშის და ერთ წერტილზე გაყინვის. ხშირად, უკვე გამოღებული კარის ზღურბლზე დგახარ და გაქვს არჩევანი, ან კარი გამოიხურო და წინ გადადგა ნაბიჯი, ან გაჩერედე და ეს გაჩერება უსასრულოდ აქციო, ან უკან მობრუნდე. ამ დროს ბევრი რამ გექაჩება «უკან» ან გყინავს ადგილზე, და მხოლოდ ერთი — შიში გიშლის ხელს წინ, იქ, სადაც მხოლოდ სიყვარულის იმედი შეიძლება გქონდეს…

და ეს შიში ხშირად ისეთი ძლიერია, რომ ფარავს ყველაფერს, ერთი შეხედვით «უკან მოტოვებულს»… ფარავს აუტანელ ტკივილსაც კი, ტანჯვას, სასოწარკვეთას, უჰაერობას, ჭუჭყს და სიბინძურეს და სწორედ ამ დროს გონიერი ადამიანის გონებაში იბადება ისეთივე მტკივნეული, სასოწარკვეთილი და ჭუჭყიანი ფრაზა, როგორიც არის «მიჩვეული ჭირი სჯობს მიუჩვეველ ლხინსო»…

დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთ დროს გაუელვა ადამიანს აზრად ამ «ჭეშმარიტებამ». მე კი, ერთი უგუნური, სრულიად ბრმა და ფეხშიშველი, ფეხებდასერილი ისე მივაბიჯებ წინ, რომ წარმოდგენაც არ მაქვს ჩემი ჭრილობები ღირს თუ არა ამად.

უკვე მერამდენე კარი გავაღე და დავხურე, მერამდენე ეკლიანი გზა გავაცანი ჩემს დასერილ ფეხის გულებს და მაინც არაფერი მაჩერებს…

ამაზე მეტი უგუნურება რა გინდა?! ან რომელი გონიერი დაგეთანხმება შენი გიჟური შემოთავაზება მიიღოს და გამოგყვეს «ბრმად»?! და მე მესმის მათი… კომფორტის ზონის დათმობის გაბედვა სულაც არ არის გონივრული საქციელი.

«გაბედვა» ხომ საკუთარი ბედის შეცვლას ნიშნავს, ვის აქვს ამის უნარი ბედს ეთამაშოს, ვის ეყოფა გამბედაობა (?)…

მე კი სხვა არაფრის შეთავაზება არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ ამ გზაზე სვლას გავბედავ მასთან და მისთვის, მაგრამ არა მის მაგივრად…

ემა ომანაძე

Emma

ნანახია:(268)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეს სავარჯიშო რომ ერთი თვე აკეთოთ, თქვენს ცხოვრებაში უკვე ცვლილებები დაიწყება

იყავით მადლიერი იმით, რაც გაქვთ, თუ გინდა, რომ უფრო მეტი მიიღოთ!!! ამისათვის ძალიან მარტივად წერეთ მადლიერების დღიური საღამოობით, დილით კი


ყველაფერი ისე ხდება, როგორც უკეთესი ყოფილა…

…ღელავ, ქოთქოთებ…გინდა ყველაფერი შენს სცენარს მოარგო….მაგრამ ყველაფერი ისე ხდება, როგორც თურმე გაცილებით უკეთესი ყოფილა. ამის დანახვას ოდნავ მოგვიანებით შეძლებთ….რამდენად გვიან?


ბედნიერების ერთ-ერთი განზომილება — უბედურების არ ქონაა….

დილა მშვიდობის ყველას — ვისაც მშვიდობა გჭირდებათ… ვისაც უკვე გაქვთ გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ, ვისაც მიზნისაკენ სავალი გზა უკვე დაუსახავს, ვინც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<