„გაბედე და გახდი ყოფიერების ჯადოქარი!“ | Jolo.ge


„გაბედე და გახდი ყოფიერების ჯადოქარი!“

„გაბედე და გახდი ყოფიერების ჯადოქარი!“

ყოფიერების გააზრებით, შენ თავისუფლდები და აღარ ფორიაქობ. შეიგრძნობ დროის ეფემერულობას და არ ღელავ იმაზე – რაც იყო და რაც იქნება.

შენ ისწავლე ჯადოსნური მოვლენების დანახვა ძალიან უბრალო, უმარტივეს რამეებში.
შენ განიცდი, საოცარ წუთებს მოვლენებში.
შენ, ბოლოს და ბოლოს, ხედავ… აგეხილა თვალები და იყურები დროში კი არა (არც წარსულში და არც მომავალში) გააზრებულად და სიმშვიდით ადევნებ თვალს ამ ყველაფერს.

საერთოდ, გიქრება სურვილი ვინმეს რამე მოუყვე ან ეკამათო! გულში ფიქრობ – მას თუ რჩევა დასჭირდება შენგან, თავად გთხოვს ამას. ხოლო ის, ვინც კამათში ცდილობს გამოგიწვიოს, გეწინააღმდეგება და არ გეთანხმება – არ დაგეთანხმება, მაშინაც კი, როდესაც იცის რომ ტყუის!

კარგა ხანია მიხვდი, რომ სიჩუმეში უფრო მეტი ბრძნული აზრია, ვიდრე ჭკვიანი ადამიანების დაწერილ ფრაზებში, გამონათქვამებში და წიგნებში. კარგა ხანია ეს ბრძენი იპოვე და მწყურვალივით ეწაფები პირველწყაროს. დრომ გიჩვენა, ის ნამდვილი და ჭეშმარიტია, ვიდრე მილიონობით დაწერილი თუ თქმული სიბრძნე…

აღარც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გაწუხებს, იმდენჯერ ჩახედე თვალებში მას, იმდენჯერ ჩაგიარა გვერდზე… ბოლოს და ბოლოს მიიღე და მასთან საუბრისას შეიგრძენი, როგორ გადნა, გაიხსნა სივრცესა და დროში… და მოვიდა გააზრება: სიკვდილი, მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანების მიერ შექმნილი ეფემერული გაგება ყოფილა, რათა მუდმივად ტონუსში იყვნენ და თავი ანერვიულონ. სინამდვილეში ის არ არსებობს!!!

მაშინ რა არსებობს?

ეს, მხოლოდ აქ და ამჟამად ქმნადი ყოფიერების საოცრებები და სასწაულებია!
სადაც შენ შეგიძლია იყო მოწმე!
მოწმე, გარშემო არსებული ჯადოსნური სასწაულების და რომლის შექმნაშიც შეგიძლია მიიღო თავადაც მონაწილეობა.

გაბედე და გახდი ყოფიერების ჯადოქარი!!!
თამარ კვარაცხელია

ნანახია:(1381)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის სხვას ადანაშაულებთ მაშინ….

თქვენს ცხოვრებაში თუ რამ ხდება და თქვენ ყოველთვის სხვას ადანაშაულებთ ამაში, ანუ თითს იშვერთ სხვისკენ — ღმერთისკენ, სამშობლოსკენ, წინაპრებისკენ, მშობლებისკენ,


ისწავლეთ ფულთან სწორად მოპყრობა

რა განსხვავებაა მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის? მდიდარმა იცის, როგორ მოეპყროს ფულს, რადგან თუ თქვენ არ მართავთ მას, შეუძლებელია მდიდარი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*