„გააზრება, ეს განვითარების ის საფეხურია, როცა ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია“… | Jolo.ge


„გააზრება, ეს განვითარების ის საფეხურია, როცა ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია“…

„გააზრება, ეს განვითარების ის საფეხურია, როცა ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია“…

რედაქციაში გამოგზავნილ შეკითხვას პასუხობს ფსიქოლოგი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი, რომლის სახელთანაც ბევრი ადამიანის გამოჯანმრთელება და ასევე ბევრის წარმატების ისტორიაა დაკავშირებული.  ამიერკავკასიაში, ნობერკოვის სისტემის წარმომადგენელი ამჯერად „ჟოლოს“ მკითხველს ჯანმრთელობასთან, კერძოდ თავის ტკივილთან დაკავშირებულ დეტალებზე ესაუბრება.

ხათუნა მუზაშვილი: ვერავინ შეძლებს თქვენს გამოჯანმრთელებას, თქვენივე თავის გარდა…ისევე როგორც თქვენს მაგივრად ვერავინ შეჭამს ან გაიცინებს…

მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ადამიანია დაკავებული თქვენი გამოჯანმრთელების პროცესით. ყოველთვის გახსოვდეთ, ერთადერთი ვისაც შეუძლია მოახდინოს თქვენი გამოჯანმრთელება — ეს თქვენი სხეულია.

ჩემი ღრმა რწმენით, მომავლის მედიცინა დამყარებული იქნება საკუთარი თავის განკურნებაზე. უახლოეს წარსულში ცნობილი გახდა, რომ ჩვენს ორგანიზმს თავად გააჩნია „შინაგანი აფთიაქი“, რომელიც შეიცავს „აუცილებელი წამლების“ მთელ სპექტრს, დაწყებული პროფილაქტიკით დამთავრებული ტკივილის გაყუჩებით თუ ანტიდეპრესიული მოქმედებით…

ჩვენ თავად შეგვიძლია მოვიწესრიგოთ ძილიც და კუჭის მოქმედებაც, ტონუსში ყოფნაც და „რელაქსიც“…

მთავარია გაინტერესებდეს საკუთარი თავი — ორგანიზმი, შინაგანი სამყარო, როგორც ასეთი…როგორც ფენომენი….როგორც ქმნილება უფლისა…..

შეკითხვა: ორ წელზე მეტია მაქვს თავის ტკივილი. აი, თითქოს რაღაც სიმძიმე მაწევს, ვერ ავხსნი ისეთი ტკივილებია, ბევრ ექიმთან ვიყავი, უამრავი წამალიც მივიღე, მაგრამ არანაირი შედეგი.

მთელი დღე გათიშული ვარ და არაფრის თავი არ მაქვს, ვერც ვერაფერს ვსწავლობ, რადგან რასაც წავიკითხავ არაფერი შედის თავში, მოკლედ არვიცი რა მჭირს და არვიცი თუ რა არის ამის საშუელი.

 

ფსიქოლოგის პასუხი:

არც კი ვიცი საიდან დავიწყო, იმდენი რამ მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასო.

თავის ტკივილი, რომელიც ადამიანებს ერთი შეხედვით მარტივი რამ ჰგონიათ და რომელიც შეუძლიათ ჩაახშონ გამაყუჩებელი წამლით, უამრავ რამეზე შეიძლება მეტყველებდეს…

ხშირად მსმენია რომ კითხულობენ — „თავის ტკივილის წამალი ხომ არ გაქვთ ვინმეს ჩანთაში“-ო

და თვქენ გგონიათ თავის ტკივილს თავის წამალი აქვს????

თავის ტკივილი — როგორც ასეთი არის შედეგი იმისა, რასაც წამლობა ნამდვილად სჭირდება.

მოდით დავიწყოთ:

1. ჯანსაღი ძილი — დაძინება მინიმუმ 23:00 საათზე და გადაბმული ძილი 7-8 საათის განმავლობაში. უნდა იღვიძებდეთ გამოძინებული და აქტიური.

თუ ეს ასე არ არის — შესაძლოა მიზეზი ესეც იყოს, თუმცა ძილიც სიმპტომია, რომელიც გვეუბნება რომ რაღაც სწორად არ მიდის ჩვენს ორგანიზმში.

2. მოწესრიგებული კუჭის მოქმედება — რომელიც ჯანმრთელ ადამიანს უნდა ქონდეს.

3. ხერხემლის მდგომარეობა — თუ ხერხემლის მდგომარეობა არასახარბიელოა, ესეც შესაძლოა იყოს მიზეზი, თუმცა ესეც სიმპტომი გახლავთ.

ახლა გადავიდეთ რეალურ მიზეზებზე:

1. სითხის არასაკმარისი რაოდენობა. ნორმა 8-10 ჭიქა წყალი დღეში.

2. არასასურველი კვების რაციონი, ისეთი როგორიცაა სწრაფი კვება, ცომეული და ტკბილი გაზიანი სასმელები.

3. არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა — მინიმუმ კვირაში 4 დღე. დღეში 1 საათი ფიზიკური ვარჯიში აუცილებელია.

 

ახლა ფსიქოლოგიურ მიზეზებს შემოგთავაზებთ:

1. თვლით რომ არა საკმარისად კარგი ხართ — ანუ თავი სულაც არ გგონიათ დიდი ვინმე და საკუთარ თავს პატივს არ სცემთ, როგორც პიროვნებას,

2. დანაშაულის შეგრძნების დიდი დოზა, რომელიც შესაძლოა არარეალიზებულობიდან მომდინარეობდეს, თუმცა  შესაძლოა მიზეზი სხვაც იყოს;

3. მოძველებული შეხედულებების ხელმძღვანელობა და შეცვლის სურვლის არქონა;

4. საკმარისი მოტივაციის არქონა, რაც თავისთავად განსაზღვრავს სათანადო მიზნების არქონას და თქვენ არ იცით როგორ გამოხვიდეთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც აღმოჩნდით;

5. ხასიათზეც გეტყვით ორ სიტყვას — თქვენი ხასიათის გარკვეული თვისებები, ხელს გიშლით და ამას ან არ აცნობიერებთ, ან უბრალოდ ამაზე არც კი დაფიქრებულხართ.

 

ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა სიმპტომია იმისა, რომ თქვენს აზრებში და გრძნობებში, ყველაფერი იდეალურადაა.

გადახედეთ ზემოთ ხსენებულ ჩამონათვას, გაიაზრეთ და ყველაფერი შეიცვლება — გააზრება ეს განვითარების ის საფეხურია, როცა ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია.

სიყვარულით ხათნა მუზაშვილი

ნანახია:(556)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჩვენი გონება ჰგავს ბაღს — რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით“ — რობინ შარმა

გონიერი ადამიანები უფრო მეტს შრომობენ, ვიდრე საუბრობენ.   საუკეთესო სპეციალისტები არიან, თუმცა განათლება და ცოდნა გაცილებით ფართო აქვთ.   მოხერხებულად


„გაიღიმეთ და მოირგეთ ცხოვრება კომფორტული სავარძელივით“

„რა უცნაური გასაცნობიერებელია, რომ ახლა ჩემთან ღამეა და სადღაც დღე….აქ ცხელა და ამ დროს სადღაც ლამპიონის სინათლეზე ფარფატებენ ფუმფულა ფანტელები


ამით იმ „სწორ“ განწყობას ქმნი, რის შედეგადაც მარტივდება მიზნის მიღწევა….

ერთხელ ნორბეკოვის „ვიპ“ ტრენინგზე პენსიონერი ქალბატონი აღმოჩნდა … მოგეხსენებათ რომ გარკვეულ ტრენინგებზე არსებობს დასასწრებად არსებული კრიტერიუმები და ამ ქალბატონმა ყველა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<