„გარისკე ცხოვრება… თამამად გადალახე რუბიკონი… “ | Jolo.ge


„გარისკე ცხოვრება… თამამად გადალახე რუბიკონი… “

„გარისკე ცხოვრება… თამამად გადალახე რუბიკონი… “

ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტე — ეს არის შიში, რომელიც საკუთარი თავის არ ცოდნიდან და ყალბი, შაბლონური რწმუნებულებებიდან იღებს სათავეს.

ეს არის, დაუსაბუთებელი და ილუზორული — წარსული გამოცდილების მიერ განპირობებული შიში. შიში გადადგა ნაბიჯი განუსაზღვრელობაში. შიში გააკეთო თამამი აღიარება. შიში გაიხსნა საკუთარი თავისა და ადამიანების წინაშე — ნიღბების გარეშე.

ჩვენ ყოველთვის გვეშინია და სწორედ ამიტომ ვმარცხდებით ასე ხშირად.

სინამდვილეში, ჩვენ საკუთარი უსაზღვრო ძალისა და პოტენციალის გვეშინია. ეს ქვეცნობიერი შიშია… იმიტომ, რომ ძალების კონცენტრირების შემთხვევაში, ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია… და ჩვენ გვეშინია ამხელა პასუხისმგებლობის.

აბა დაფიქრდი… არცერთ გენიოსს და ბუმბერაზ ადამიანს არ ჰქონია რაიმე დამატებითი უჯრედი ტვინში… უმეტესობა მათგანი შენზე და ჩემზე ათასჯერ უფრო რთულ პირობებში უმკლავდებოდა ცხოვრების ეკლებს… და ყველაფერი ორგანიზებული ძალისხმევის, ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებისა და ამ ყველაფრის ერთ კონკრეტულ წერტილში კონცენტრირების შედეგად შეძლეს.

ეს არის და ეს მთელი საიდუმლოების საიდუმლოც!

უშიშარ, თამამ და წარმატებულ დღეს გისურვებ…

დაე შენი დღევანდელი დღე ყოფილიყოს ჭეშმარიტად ახალი, და არა გუშინდელი დღის ფერმკრთალი ასლი

გარისკე ცხოვრება… თამამად გადალახე რუბიკონი…

დამიჯერე — მცენარის ცხოვრებით ცხოვრების ძირი, ბევრად მწარე იქნება, ვიდრე რისკისაგან მიღებული გადაყვლეფილი მუხლების წუთიერი ჩხვლეტა, რომელიც კენწეროში გატკბილდება!

სიყვარულით, მადლიერებითა და რწმენით: GT

გიორგი თვალაძე

წყარო: facebook

ნანახია:(704)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა არის სასიცოცხლო ენერგია და საიდან ვიღებთ მას?

აღმოსავლური ფსიქოლოგიის 50% პრანებისგან შესდგება – თეორია და  გარკვეული სუნთქვითი პრაქტიკები, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას მუდმივად აივსოს სასიცოცხლო ძალით ენერგიით (პრანით). როგორც


„ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს“…

«მხოლოდ მაშინ ვიტანჯებით, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრის გვჯერა. როცა ჩვენი გონება იდეალურად სუფთაა, ჩვენც ის გვსურს, რაც არის. თუ შენ


იყავი ფხიზლად, კარგად დააკვირდი მოვლენებს …

რთულია, როცა ადამიანი ვერ აანალიზებს რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის ქმედებას. ისიც რთულია შეაგნებინო ადამიანს, რომ მისმა არასწორმა ქმედებამ და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*