გააძლიერეთ თქვენში „მე“-ს განცდა | Jolo.ge


გააძლიერეთ თქვენში „მე“-ს განცდა

გააძლიერეთ თქვენში „მე“-ს განცდა

რამანა მაჰარში ამბობს, საკუთარი თავის შემეცნება იგივეა, რაც ნიანგს ზურგზე შემოაჯდე და მდინარის გადაცურვას შეეცადოო.

„ვინ ვარ მე?“ — ეს კითხვა იშვიათად ამოტივტივდება ჩვენი გონების ზედაპირზე და თუ ის მაინც ამოყვინთავს, რათა დასახრჩობად განწირული კაცივით ხელი გაგვიქნიოს და საშველად მიგვიხმოს, ჩვენ ცხოვრების ორომტრიალში ჩაბმულები ვერ ვაჩნევთ, ამიტომ, ის ისევ სიღრმისკენ ჩაექანება.

„ვინ ვარ მე?“ — ჩვენ არ გვაქვს დრო დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს. ჩვენ არ გვცალია, ახლა არ გვაქვს ამის დრო, რადგან უამრავი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი — როგორც ჩვენი, ისე სხვების პრობლემები.
ყოველდღე, ყოველთვე, ყოველ წელს — ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს.

და მაინც, დროის რა მონაკვეთია საჭირო იმის გასაგებად თუ ვინ ვარ მე?!
იქნებ მთელი ცხოვრება, იქნებ შემდეგი ცხოვრებაც კი (თუ კი ის არსებობს), იქნებ რამდენიმე წელი ეყოს?!
ამის გასაცნობიერებლად რამდენიმე წამია საჭიროა.
მხოლოდ რამდენიმე წამი.
არა და ამის გაცნობიერება, გაგება რამხელა ძალას მოგვცემდა.

„ვინ ვარ მე“?
როცა ამ კითხვას დაუსვამთ საკუთარ თავს, ნუ წარმოთქვამთ თქვენს სახელსა და გვარს. ეს იგივეა წარმოთქვათ თქვენი პირადი ნომერი, როდესაც ბანკში ან სადმე გეკითხებიან.

„ვინ ვარ მე“? — როცა ამ კითხვას დაუსვამთ საკუთარ თავს,მტკიცედ უპასუხეთ:
„მე ვარ სული!“
სულია რაც აძლიერებს თქვენს „მე“-ს.
წარმოთქვით სიტყვა „მე“!
კიდევ წარმოთქვით ეს სიტყვა: „მე“!
რას გრძნობთ, რას განიცდით?!
გააძლიერეთ თქვენში „მე“-ს განცდა.
თქვენი „მე“ — თქვენი სულიდან მოდის.
იგრძენით ეს. იგრძენით, რომ თქვენ სული ხართ და თქვენ გაქვთ სხეული (და არა პირიქით).
თქვენ სული ხართ.
თქვენში ღვთის სულია — უკვდავი სული, ამიტომ ღმერთი მუდამ თქვენშია.
იყავით თქვენც ღმერთში — იგრძენით მისი ძალა თქვენში.
თქვენ ეს შეგიძლიათ!
შეგიძლიათ, რადგან შეუძლია ღმერთს თქვენში.

სიყვარულით რამაზ გიგაური

ნანახია:(262)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ გავთავისუფლდეთ წყენისგან

ფიქრები წყენასა და პატიებაზე ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიარსებებთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე. ურთიერთობა გვხდის ბედნიერსა


როგორ იწყებენ დილას ყველაზე წარმატებული ადამიანები

ალბათ დამეთანხმებით, რომ ბედნიერი დღის საწინდარი, სწორად დაწყებული დილაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ სტატიაში გაგაცნოთ მსოფლიოში ყეველაზე წარმატებული ადამიანების დილის


30 რამ, რაც ახალგაზრდობისას უნდა გააკეთოთ

გთავაზობთ 30 აუცილებელ საკითხს, რომლებზე მუშაობაც შეგიძლიათ დღეიდანვე დაიწყოთ: მიიღეთ ყველა საკუთარი უნიკალურობა — ბედნიერებისა და წარმატების საიდუმლო საკუთარი თავის მიმღეობაშია.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*