გააცნობიერეთ, ქიმიური გრიგალი, რომელიც ბობოქრობს თქვენს ტვინში

by admin | 20 апреля, 2019 10:58

შენი აღქმა ცხოვრებისეული მოვლენების, გარკვეულწილად, სტრუქტურირებულია.

💥თავდაპირველად, გრძნობის ორგანოებს ტვინამდე მოაქვთ სიგნალი კონკრეტულ მოვლენაზე.
💥შემდეგ, ტვინი იწყებს ამ მოვლენის კლასიფიცირებას მასში არსებული სქემების დახმარებით და ცდილობს მოარგოს, უკვე არსებულ გამოცდილებას.
💥ამის შედეგად, ტვინისგან მოვლენა აღიქმება
— სასიამოვნოდ
— არასასიამოვნოდ
— უინტერესოდ.

როცა მოვლენას მოათავსებს და ადგილს მიუჩენს საჭირო ყუთში,
ტვინი თავს ანებებს თავად მოვლენას და მუშაობს ამ კლასიფიკაციასთან, კერძოდ —
«სასიამოვნოა»,
«უსიამოვნოა»
«არანაიარია».
მარტივად რომ ვთქვათ ყველა ნეიტრალური ანუ «არანაიარი» იფილტრება და რჩება მხოლოდ ორი სახის ყუთი…

… როდესაც გრძნობთ მრისხანებას ან ტკივილს, თქვენ ავლენთ თავს. ამ დროს გეჩვენებათ, უფრო მეტიც, დარწმუნებული ხართ რომ არსებობს ვიღაც (ქალი, კაცი, სიტუაცია…) ვინც გაყენებთ ამ ტკივილს, თქვენ იგივდებით ამ ტკივილთან, ხდებით შეპყრობილი.

არა და, სინამდვილეში ამით ხართ თავად შეპყრობილი, ამიტომაც იტანჯებით.

💡თქვენ უბრალოდ არ გესმით, რომ ვალდებული არ ხართ გაიგივდეთ — სიტყვებთან, მოვლენებთან…
💡ვალდებული არ ხართ, საერთოდ, გქონდეთ რამე რეაქცია თქვენსკენ წამოსულ შეგრძნებებზე და აზრებზე. 💡რადგან თქვენი რეაქცია და შესაბამისად, ტანჯვა იწყება იმ წუთიდან, როდესაც ეთანხმეით და იღებთ.
💡გააცნობიერეთ, ქიმიური გრიგალი, რომელიც ბობოქრობს თქვენს ტვინში, არამც და არამც, არ არის თქვენი ბატონი, განმკარგველი.

🔥უბრალოდ, თქვენ აქამდე არასდროს შეგპარვიათ ეჭვი მის ძალაუფლებაში და ბრძანებებში.
🔥უბრალოდ, თქვენ არასდროს გაგიცნობიერებიათ რომ შეიძლება „ულაყი გახედნოთ“

‼️თუ თქვენ ისწავლით მის ამოცნობას, ისინი დაკარგავენ თქვენზე ძალაუფლებას.
‼️თუ თქვენ შეძლებთ „გახედნოთ ულაყი“, ისინი აუცილებლად დამშვიდდებიან.

არადა, მათი დანახვა, შემჩნევა, ამოცნობა და გახედვნა შესაძებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში — როდესაც თქვენში ქრება ის, ვინც ღებულობს საკუთარ თავზე და იგივდება მასთან.

სიყვარულით და მადლიერებით
ეფექტური აზროვნების ქოუჩი 
თამარ კვარაცხელია

ინდივიდუალური ქოუჩინგი http://kvaratskhelia.pro[1]

ნანახია:(2612)-ჯერ


Endnotes:
  1. http://kvaratskhelia.pro: http://kvaratskhelia.pro/?fbclid=IwAR0auFIiBORyMc4u4O7iMvW0cnHeK3w3epWZI44sEDzvJpE4q_MQDtth10o

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/gaacnobieret-qimiuri-grigali-romelic-boboqrobs-tqvens-tvinshi/