გააცნობიერეთ, ქიმიური გრიგალი, რომელიც ბობოქრობს თქვენს ტვინში | Jolo.ge


გააცნობიერეთ, ქიმიური გრიგალი, რომელიც ბობოქრობს თქვენს ტვინში

გააცნობიერეთ, ქიმიური გრიგალი, რომელიც ბობოქრობს თქვენს ტვინში

შენი აღქმა ცხოვრებისეული მოვლენების, გარკვეულწილად, სტრუქტურირებულია.

💥თავდაპირველად, გრძნობის ორგანოებს ტვინამდე მოაქვთ სიგნალი კონკრეტულ მოვლენაზე.
💥შემდეგ, ტვინი იწყებს ამ მოვლენის კლასიფიცირებას მასში არსებული სქემების დახმარებით და ცდილობს მოარგოს, უკვე არსებულ გამოცდილებას.
💥ამის შედეგად, ტვინისგან მოვლენა აღიქმება
— სასიამოვნოდ
— არასასიამოვნოდ
— უინტერესოდ.

როცა მოვლენას მოათავსებს და ადგილს მიუჩენს საჭირო ყუთში,
ტვინი თავს ანებებს თავად მოვლენას და მუშაობს ამ კლასიფიკაციასთან, კერძოდ —
«სასიამოვნოა»,
«უსიამოვნოა»
«არანაიარია».
მარტივად რომ ვთქვათ ყველა ნეიტრალური ანუ «არანაიარი» იფილტრება და რჩება მხოლოდ ორი სახის ყუთი…

… როდესაც გრძნობთ მრისხანებას ან ტკივილს, თქვენ ავლენთ თავს. ამ დროს გეჩვენებათ, უფრო მეტიც, დარწმუნებული ხართ რომ არსებობს ვიღაც (ქალი, კაცი, სიტუაცია…) ვინც გაყენებთ ამ ტკივილს, თქვენ იგივდებით ამ ტკივილთან, ხდებით შეპყრობილი.

არა და, სინამდვილეში ამით ხართ თავად შეპყრობილი, ამიტომაც იტანჯებით.

💡თქვენ უბრალოდ არ გესმით, რომ ვალდებული არ ხართ გაიგივდეთ — სიტყვებთან, მოვლენებთან…
💡ვალდებული არ ხართ, საერთოდ, გქონდეთ რამე რეაქცია თქვენსკენ წამოსულ შეგრძნებებზე და აზრებზე. 💡რადგან თქვენი რეაქცია და შესაბამისად, ტანჯვა იწყება იმ წუთიდან, როდესაც ეთანხმეით და იღებთ.
💡გააცნობიერეთ, ქიმიური გრიგალი, რომელიც ბობოქრობს თქვენს ტვინში, არამც და არამც, არ არის თქვენი ბატონი, განმკარგველი.

🔥უბრალოდ, თქვენ აქამდე არასდროს შეგპარვიათ ეჭვი მის ძალაუფლებაში და ბრძანებებში.
🔥უბრალოდ, თქვენ არასდროს გაგიცნობიერებიათ რომ შეიძლება „ულაყი გახედნოთ“

‼️თუ თქვენ ისწავლით მის ამოცნობას, ისინი დაკარგავენ თქვენზე ძალაუფლებას.
‼️თუ თქვენ შეძლებთ „გახედნოთ ულაყი“, ისინი აუცილებლად დამშვიდდებიან.

არადა, მათი დანახვა, შემჩნევა, ამოცნობა და გახედვნა შესაძებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში — როდესაც თქვენში ქრება ის, ვინც ღებულობს საკუთარ თავზე და იგივდება მასთან.

სიყვარულით და მადლიერებით
ეფექტური აზროვნების ქოუჩი 
თამარ კვარაცხელია

ინდივიდუალური ქოუჩინგი http://kvaratskhelia.pro

ნანახია:(273)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„რა არის პრობლემა — წინააღმდეგობა თუ შესაძლებლობა?“

იაპონელები უძველესი დროიდან მისდევენ თევზჭერას. ოდითგანვე თევზი მათი ყველაზე საყვარელი კერძი, ხოლო თევზჭერა ყველაზე სარფიანი საქმე იყო, მაგრამ რაც უფრო


როგორ დავიწყოთ ბიზნესი ნულიდან?

ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეთ, მაგრამ არც გამოცდილება გაქვთ და არც საწყისი კაპიტალი? ე.ი. ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა და კარგი იქნება, თუ


დააპროგრამეთ საკუთარი თავი წარმატებაზე, წარმოსახვა ყოველთვის იმარჯვებს!

ფრანგმა ფსიქოთერაპევტმა ემანულ სეგმა ერთხელ თქვა: «როდესაც წარმოსახვა და ნებისყოფა ერთმანეთში ანტაგონისტურად არიან განწყობილები და კონფლიქტში იმყოფებიან, ყოველთვის, ყოველგვარი გამორიცხვების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*