«გააჩერეთ საათი, მე იგი წუთებს მითვლის»- ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები | Jolo.ge


«გააჩერეთ საათი, მე იგი წუთებს მითვლის»- ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები

«გააჩერეთ საათი, მე იგი წუთებს მითვლის»- ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები

ერნესტო ჩეგევარა: ვიცი რომ ჩემს მოსაკლავად მოხვედი. მიდი, ლაჩარო მესროლე, შენ მხოლოდ კაცს მოკლავ, მე ვერა.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი: კომედია დამთავრდა. ტაში ბატონებო.

ერნესტ ჰემინგუეიმ ცოლს მიმართა თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე: ღამე მშვიდობისა, ჩემო კნუტო!

ნოსტრადამუსი: ხვალ, განთიადისას მე აქ აღარ ვიქნები. ის მართალი აღმოჩნდა.

ელვის პრესლი: ძვირფასო, აბაზანაში შევდივარ წასაკითხად.

ალფრედ ჰიჩკოკი: არავინ იცის დასარული. თუ გინდა რომ გაიგო რა ხდება სიკვდილის შემდეგ, უნდა მოკვდე, თუმცა კათოლიკეებს მაინც აქვთ რაღაცის იმედი.

ლეონარდო დავინჩი: მე შეურაცხვყავი ღმერთი და კაცობრიობა, რადგან ვერ მივაღწიე შემოქმედებაში იმას, რისი მიღწევაც შემეძლო.

ჯეიმს ბრაუნი: ამაღამ მივდივარ.

სალვადორ დალი: ვერ დავიჯერებ ჩემს სიკვდილს.

შარლოტა ბრონტე საკუთარ ქმარს: მე არ ვკვდები, არა? ღმერთი ჩვენ არ დაგვაშორებს.

ანტონ ჩეხოვი: ვკვდები, არადა რამდენი ხანია შამპანური არ დამილევია.

ჩარლზ დარვინი: ერთადერთი არ ვარ, ვისაც სიკვდილის ეშინია.

თომას ედისონი: აქ ძალიან სილამაზეა.

ლუი მეთოთხმეტე: რა გატირებს? გეგონა უკვდავი ვიყავი?

იოჰან ვოლფგანგ გოეთე: მეტი სინათლე, მეტი სინათლე.

მაო ძედუნი: ვგრძნობ ავად ვარ, დაურეკეთ ექიმებს.

ედგარ ალან პო: ღმერთო დაეხმარე ჩემს საბრალო სულს.

ზიგმუნდ ფროიდი: ახლა მხოლოდ წამებაა ჩემს გარშემო, მას კი, არავითარი გრძნობა არ გააჩნია.

ბარი ვაითი: მარტო დამტოვეთ, კარგად ვარ.

დედა ტერეზა: იესო მე შენ მიყვარხარ.

კარდინალ რიშელიე: გააჩერეთ საათი, მე იგი წუთებს მითვლის.

ამადეუს მოცარტი: სიკვდილის გემო ჩემს ენაზეა, ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს.

ვიქტორ ჰიუგო: შავ სინათლეს ვხედავ.

ჯორჯ ვაშინგტონი: ექიმო, მე არასოდეს არ მოვკვდები, მაგრამ არა იმიტომ, რომ მეშინია.

ჯონ ლენონი: დიახ, ლენონი ვარ.

ფრენკ სინატრა: მე წავაგე.

ბობ მარლი: ფულით ვერ იყიდი სიცოცხლეს.

ჯორჯ გორდონ ბაირონი: აბა, წავედი დასაძინებლად.

ილია ჭავჭავაძე: არ მესროლოთ, ილია ვარ.

 

ნანახია:(4666)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ბოლო სიტყვა

Related Articles

რომელი უფრო ლამაზია სიმდიდრე თუ სიღარიბე?! (იგავი)

ერთხელ ერთმანეთს შეხვდა სიღარიბე და სიმდიდრე. ჩამოსხდნენ და საუბარი გააბეს. ამ ლაპარაკში შეკამათდნენ. იმდენი ხანი კამათობდნენ, ვერ გაიგეს, როგორ გაირბინა


დღევანდელი ნუდისტი მწვანე კონცხის პლაჟზე

„ამასწინათ ბათუმში 1930-იან წლებში ნუდისტური პლიაჟის არსებობის შესახებ ვწერდი. ეს ამბავი ნაჩვენებია იუთუბზე გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც უცხოელებს გადაუღიათ საბჭოთა აჭარაში.


ყველაზე შთამბეჭდავი წერილი, რომელიც ქალმა საყვარელთან გაქცეულ ქმარს მისწერა

ხანდახან ადამიანური გრძნობები, სიყვარულიც არ არის ხოლმე მარადიული. დღეს თუ სიყვარულის ფრთებით დაქრის ვიღაც, ჰგონია, რომ უყვარს და ოჯახს ქმნის,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*