გაააქტიურე შენი მაგიური ძალა და გახდი შენი თავის უკეთესი ვარიანტი

by admin | Апрель 17, 2019 13:57

სტრესი, დეპრესია, კრიზისული მდგომარეობა, უკმაყოფილება საკუთარი თავითა თუ საკუთარი ცხოვრებით, გარესამყაროს მიმართ ინტერესის დაკარგვა და კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ ტკივილიან განცდებზე… 

ეს არის ცხოვრების ის რთული პერიოდი, რომელიც „მსხვერპლს“ ისე ებღაუჭება, რომ ხშირად ამ მდგომარეობიდან „გაქცევის“ სურვილსაც კი უკლავს. რის შედეგადაც თვითგვემაში ყოფნის დრო „უსასრულოდ“ გრძელდება…

შ ე დ ე გ ა დ

არ გიხარიათ ცხოვრება, რადგან მუდმივად საკუთარ თავთან და სამყაროსთან კონფლიქტში ხართ. ვერ ხვდებით „რა დააშავეთ“ საიმისოდ. თქვენ ხომ სულ სხვა ცხოვრებაზე ოცნებობდით და ამ ყოფას არანაირად არ იმსახურებთ…

მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ გამოდიხართ ამ სტრესული მდგომარეობიდან…

პ ი რ ი ქ ი თ

ვერ ალაგებთ ურთიერთობას — მეუღლესთან, შვილებთან, გარშემო მყოფებთან, საკუთარ თავთან…

დაკარგეთ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ხართ გაურკვევლობაში და ამის გამო უმეტესად შიშსა და შფოთვაში…

[1]თუმცა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაფერი წარმავალია, მათ შორის — ცხოვრების რთული პერიოდებიც, ასე რომ დროა ამქვეყნად საკუთარი ადგილი დაიკავოთ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ეს არც ისე ადვილია, საქართველოში უკვე მუშაობენ იმ უახლოესი ფსიქოლოგიური მეთოდით, რომელიც სასწაულებს ახდენს.

სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება, მადიტა დისკუტის მოსწავლე, ფსიქოლოგი ნუცა ჯოხაძე:

ნუცა ჯოხაძე: ეს არის პოზიტიური ქოუჩინგის ერთ-ერთ უახლესი მეთოდი რემ — დეკოდირება, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გადააპროგრამო საკუთარი თავი  და მიიღო სასურველი შედეგი. ჩემი სესიები რემ — დეკოდირებასა და ნლპ ქოუჩინგის სხვა ტექნიკებთან ერთად შედგება იმ   მეთოდებით, რომელიც ინდივიდუალურად არის მორგებული იმ ადამიანზე, რომელიც ჩემთან „ცხოვრების დასალაგებლად“ მოდის. შედეგად ხდება:

✔️ საკუთარი თავის შეცნობა

✔️ შენში არსებული რესურსების აღმოჩენა

✔️ ურთიერთობების დალაგება

✔️ თავდაჯერებულობის ამაღლება, საკუთარი მნიშვნელობის განცდა და

ყველაზე მთავარი — მშვიდი, ლაღი, სავსე და ბედნიერი ცხოვრება.

ეს მეთოდები, საშუალებას იძლევა გაააქტიურო შენი  მაგიური ძალა და გახდე შენი თავის უკეთესი ვარიანტი.

ფსიქოლოგ ნუცა ჯოხაძესთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე 599082220

გააკეთე შენთვის საჭირო არჩევანი და შეცვალე შენი ცხოვრება.

ქოუჩ-სესიებთან ერთად ნუცა ჯოხაძის ფსიქოლოგიურ ცენტრში ტარდება პიროვნული ზრდისა და განვითარების სამოტივაციო ტრენინგები და მედიტაციები:

✔️ შეხვედრა საკუთარ შინაგან სამყაროსთან.

✔️ გააღვიძე შენი შინაგანი ბავშვი.

✔️ გაიცანი შენი მე.

✔️ როგორ ავისრულოთ სურვილები

✔️კუნდალინი მედიტაცია

ნუცა ჯოხაძის შესახებ ვრცელ ინფორმაციას გაეცნობით აქ 👇👇👇👇👇👇

წაშალე დამაბრკოლებელი პროგრამები შენი ქვეცნობიერიდან[2]

https://www.facebook.com/couchnutsajokhadze[3]

 

ნანახია:(1966)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2019/04/nuci2.jpg
  2. წაშალე დამაბრკოლებელი პროგრამები შენი ქვეცნობიერიდან: http://www.jolo.ge/washale-damabrkolebeli-programebi-sheni-qvecnobieridan/
  3. https://www.facebook.com/couchnutsajokhadze: https://www.facebook.com/couchnutsajokhadze

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/gaaaqtiure-sheni-magiuri-dala-da-gaxdi-sheni-tavis/