ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ „დისკომფორტის ზონა“ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში იწყება | Jolo.ge


ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ „დისკომფორტის ზონა“ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში იწყება

ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ „დისკომფორტის ზონა“ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში იწყება

ტყე, კარვები, კოცონი, ფსიქოლოგიური თამაშები და ყველაზე მთავარი მისი აღმატებულება „დისკომფორტი“, — შოუს კონკურსანტები თამაშს იწყებენ. თითოეულ მათგანს დაბრკოლებების გადალახვა და ახალ გარემოსთან „შეგუება“ თბილისშივე მოუხდება.

შოუ  7 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, თეატრალიზირებული სანახაობით დაიწყება. 

პეტრე ჩარგეიშვილი, რეჟისორი: „ამ პროექტით იწყება საკუთარი რეალობის მაქსიმალური აღქმა, მაყურებელს აქ დახვდება იმპროვიზირებული შოუ-ტრენინგი, რომელიც არის პირველი და რომელსაც ანალოგი არ ჰქონია.  ეს შოუ-სპექტაკლი აუცილებლად დაგანახებთ, თუ რამდენად არის საჭირო გამოხვიდე შენი ფანტაზიისგან შექმნილი კომფორტისგან, რომელიც არაფერს გაძლევს. აქ მოსულ თითოეულ მაყურებელს სურვილი გაუჩნდება გადალახოს ყველა კასტინგი და შემდეგში იყოს არა მაყურებელი, არამედ კონკურსანტი.

დისკომფორტი, რომლის გამოც „დროებით კომფორტს“, საკუთარი ნებით დროებით ვტოვებთ, ერთადერთი სწორი ინვესტიციაა მუდმივი კომფორტის შესაქმნელად“.

როგორც რეჟისორისგან შევიტყვეთ მარჯანიშვილის თეატრის სხვენში მაყურებელს საინტერესო სანახაობა ელოდება.  მსურველებისთვის დასწრება თავისუფალია.

 

ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ

„დისკომფორტის ზონა“ იწყება

7 სექტემბერს, 19:00

მარჯანიშვილის თეატრის სხვენი

ნანახია:(438)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

23 უსიამოვნო რამ, რისი გაკეთებაც მოგიწევთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ

წარმატებული ადამიანები უხეიროებისგან იმით განსხვავდებიან, რომ სირთულეების არ ეშინიათ. მიზნისკენ მიმავალი გზა ვარდებით მოფენილი სულაც არ არის და ისეთი ცხოვრება


11 რჩევა მიზნის მისაღწევად

1)  იფიქრეთ წერილობით: მიზანი, რომელიც არ არის დაწერილი, არ არსებობს. 2)  განსაზღვრეთ და დააკონკრეტეთ თქვენი მიზანი: გაეცით შემდეგ შეკითხვებს პასუხი —


მოქმედების ძალა, ანუ — ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

«მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ. პირველ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*