ფსიქოლოგიური მოცემულობები, რომელთა ცოდნა სასარგებლოა

ფსიქოლოგია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ადამიანზე ზემოქმედების მოსახდენად. წარმოგიდგენთ რამდენიმე ეშმაკურ მოცემულობას, რომლებიც უნდა იცოდეთ:
როცა რამდენიმე ადამიანი ჯგუფურად იცინის თითოეული მათგანი უყურებს იმას, ვინც ყველაზ529862+ე ახლობელია მისთვის;
როდესაც ნერვიულობთ დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ დამშვიდებაში;
თუ ვიღაც გიყვირით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გარდა იმისა, რომ ეს მოწინააღმდეგეს უფრო მეტად გააბრაზებს, ცოტა ხანში ის თავს დამნაშავედაც იგრძნობს;
თუ არ გაკმაყოფილებთ თანამოსაუბრის პასუხი ან მისი განმარტება თქვენთვის საკმარისი არ არის, არ დაუსვათ დამატებითი შეკითხვა, შეხედეთ მას თვალებში და ის იძულებული გახდება საუბარი გააგრძელოს;
არა მხოლოდ ემოცია ახდენს გავლენას მიმიკაზე, არამედ პირიქითაც, ამიტომ თუ გსურთ იყოთ ბედნიერი გაიღიმეთ რაც შეიძლება ფართოდ;
არ დაიწყოთ საუბარი ფრაზებით „მე ვფიქრობ“ ან „მე მეჩვენება“, რადგან ეს თავდაუჯერებლობაზე მეტყველებს;
თითოეული გასაუბრების წინ წარმოიდგინეთ რომ თქვენს წინ დიდი ხნის მეგობარი ზის, ეს საუბარს გაგიმარტივებთ;
თუ გამოხატავთ დიდ სიხარულს ადამიანთან შეხვედრის დროს მასთან სხვა დროს შეხვედრის დროსაც ყოველთვის დადებითი განწყობა დაგეუფლებათ;
თუ ადამიანებს დაანახებთ რომ საკუთარ საქციელში დარწმუნებული ხართ ისინიც აუცილებლად გენდობიან;
თუ გსურთ ყოველთვის კარგ განწყობაზე გამოიყურებოდეთ ჩაიხედეთ სარკეში, საქმე ისაა, რომ არცერთ ადამიანს არ სურს საკუთარ თავს მოწყენილს ხედავდეს;
თუ რაიმე შეხვედრაზე ვინმესგან კრიტიკას ელით დაჯექით ამ ადამიანის გვერდით, ასეთ შემთხვევაში ის თქვენს გაკრიტიკებას ვერ შეძლებს.
ნანახია:(3767)-ჯერ
Comments
Related Articles
შაოლინის ტაძრის ლოდზე ამოტვიფრული სიტყვები
შაოლინის ტაძრის თავზე, დიდ ლოდზე ამოტვიფრულია: — ადამიანმა სხვისი ბუნების შეცნობისკენ კი არა საკუთარი თავის შეცნობისკენ უნდა ისწრაფვოს. ვინც სხვების
ჰარმონია
ადამიანის ცხოვრებაში ბედნიერება წარმოუდგელია, თუ არ აქვს შინაგანი ჰარმონია. შინაგანის და გარეგანის წონასწორობა – საფუძველია ჰარმონიის. შინაგანი – თქვენი აზრები, შეხედეულებები,
თუ შენ გაგიმართლა და ეს სწორ დროს მოხდა …
1. თუ შენ გაგიმართლა — დარჩები მარტო. სრულიად მარტო, როცა არავინ იქნება შენს გვერდით და მოგიწევს საყრდენის პოვნა დედამიწაზე და