ფრთხილად ოცნებებთან (აზრფორმასთან), მას აქვს თვისება ახდეს!

როდესაც თქვენი ყურადღება გაცნობიერებულად და აქტიურად ან გაუცნობიერებლად მაგრამ ამოჩემებულად, ფოკუსირებულია რაღაც გარკვეულ აზრფორმაზე, გარშემო რეალობა იწყებს ტრანსფორმირებას.
ხდება უცნაური მოვლენები.
იწყება ის, რასაც სასწაულებს მიაწერთ…
არა და, ეს უბრალოდ სამყაროს ერთ-ერთი კანონი და შექმნილი აზრფორმის ბუნებრივი ტრანსფორმაციაა რელობაში!
რაზეც გაამახვილებთ ყურადღებას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაიპყრობს და ავსებს სივრცეს თქვენს გარშემო.
შეგიმჩნევიათ ალბათ, დილით ამოჩემებული სიმღერა, სახლიდან გასულს გზაში, მეგობართან ან სხვა ადგილას „შემოგფეთებიათ“, მაშინ როდესაც დამთხვევის 0% შანსი არსებობდა.
ასე რომ თქვენგან წამოსული აზრფორმა იწყებს გააქტიურებას:
გხვდებათ თვალში
აღწევს თქვენს ყურამდე…
ადრინდელი აზრები, რომლებითაც დაკავებული იყო გონება ნელ- ნელა განიდევნება, პრაქტიკულად, თვალსა და ხელ შორის უკვალოდ ქრებიან.
მოუმზადებელი და ახალბედა ადამიანის ხელში „საშიშია“ ეს ენერგიები და აზრფორმები, ამიტომ ფრთხილად ოცნებებთან(აზრფორმასთან), მას აქვს თვისება ახდეს!
ეს უკვე სხვა თემაა და სხვა დროს…
სიყვარულით და მადლიერებით
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კავარცხელია
ნანახია:(534)-ჯერ
Comments
Related Articles
ცხოვრების 10 ოქროს პრინციპი
კონფრონტაციის პრინციპი — ჯერ უნდა იზრუნოთ ადამიანებზე და შემდეგ შეხვიდეთ მათთან კონფრონტაციაში. სალი კლდის პრინციპი — ნდობა ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია.
ჩვენ ან გვჯერა რასაც ვფიქრობთ ან მათ ვიკვლევთ, სხვა არჩევანი არ არის
«მტკივნეული შეგრძნებები ან ნებისმიერი სახის დისკომფორტი შეუძლებელია სხვა ადამიანისგან იყოს გამოწვეული. ჩემს გარეთ არავის შეუძლია ტკივილი მომაყენოს. ეს შეუძლებელია. ტკივილს
როდესაც წარმატებისთვის განეწყობით, ყველა ნაბიჯი, ქმედებები, ქცევები მიგაახლოვებთ მიზნამდე …
მლოცველი შეიძლება შევადაროთ ადვოკატს, რომელიც სასამართლოში იცავს ადამიანს. მან შეიძლება გაამართლოს ეჭვმიტანილი, თუ დაამტკიცებს, რომ იგი მოტყუებისა და შეთქმულების მსხვერპლი